Skip to main content

თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები

 თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები

 

ნიკა ჩიტაძე.

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი

ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი


გარემო და ისეთი მინერალური რესურსები, როგორებიცაა წყალი, ატმოსფერო და ა.შ. ადამიანის სიცოცხლისა და საქმიანობისთვის ყოველთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. კაცობრიობის ისტორიის მრავალი საუკუნის განმავლობაში, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების არეალში არ იმყოფებოდა. ადამიანი დიდწილად კმაყოფილდებოდა იმ გარემო პირობებითა და ბუნებრივი რესურსებით, რომელიც მის გარშემო არსებობდა.

თუმცა, სამრეწველო რევოლუციასთან და ბუნებრივ გარემოზე ადამიანის ზემოქმედების ზრდასთან ერთად, XX საუკუნის მეორე ნახევარში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოითქვა მოსაზრებები, რომ კაცობრიობის ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, გარემოს დაბინძურებამ ისეთ დონეს მიაღწია, როდესაც საფრთხე ემუქრება სხვადასხვა სახეობას და მთელს ეკოლოგიურ სისტემას. შესაბამისად, პრობლემების აქტუალობის განხილვამ, ასევე ეკოლოგიის სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციამ, საერთაშორისო სამთავრობათშორისი (მაგალითად გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა - UNEP-United Nations Environmental Program) და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების სფეროში აქტიურმა ჩართვამ აღნიშნული პრობლემის ფართოდ განხილვის შესაძლებლობა გამოიწვია.

ეკოლოგიური პრობლემების განხილვის ფარგლებში დამატებით სტიმულად იქცა ის ტექნოლოგიური კატასტროფები, რომლებმაც პირველ ეტაპზე რამდენიმე სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ პერიოდში მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ატმოსფეროს დაცვის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო, გახლდათ დიდი ბრიტანეთი, რომელმაც შესაბამისი საკანონმდებლო აქტები 1956 წელს შეიმუშავა (Clean Air Act, 1956). 

1960-იანი წლების ბოლოდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე, ეკოლოგიური პრობლემა პოლიტიკური დღის წესრიგში იქნა შეტანილი, აღნიშნულის მიზეზი პირველ რიგში გახლდათ ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც ბუნებრივი რესურსების ათვისებითაა გამოწვეული. შესაბამისად, გაჩნდა მეტად აქტუალური კითხვა კაცობრიობის შემდგომ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით.

1970-იან წლებში მრავალმა ქვეყანამ გარემოს დაცვის მიმართულებით შესაბამისი სამინისტროები და დეპარტამენტები ჩამოაყალიბა. ასე მაგალითად, თუ 1972 წელს ასეთი სტრუქტურები 26 ქვეყანაში იქნა შექმნილი, 10 წლის შემდეგ ანალოგიური სახელმწიფო უწყებები უკვე მსოფლიოს 144 სახელმწიფოში ფუნქციონირებდა (Lebedeva, 2007).

ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანაში ერთის მხრივ ეკოლოგიურ, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის გარკვეული წინააღმდეგობები იქნა შექმნილი.

1972 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით სტოკჰოლმში გარემოს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მასზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარემოს დაცვის საკითხებზე გაეროს სპეციალური პროგრამის (UNEP) შექმნის შესახებ, რომლის მთავარ მიზანსაც აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

უკანასკნელ წლებში ადგილი ჰქონდა კონფლიქტს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემატიკებს შორის. აღნიშნულის გაანალიზება გაეროს საზღვაო სამართლის ფარგლებში გამართული მესამე კონფერენციის (1973-1982) მაგალითზეა შესაძლებელი. მოცემულ ღონისძიებაზე გაეროს საღვაო სამართლის კონვენცია UNCLOS იქნა მიღებული. პრობლემა წარმოიშვა ისეთი საკითხის განხილვისას, რომ იმ პირობების გათვალისწინებით, როდესაც მოლაპარაკებებში 150 - ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, ხოლო მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარება ერთმანეთისაგან განსხვავდება - შესაბამისად სხვადასხვა სახელმწიფოებს მსოფლიო ოკეანეში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განსხვავებული შესაძლებლობები გააჩნიათ (UNCLOS, 1982).  ამ პირობებში კი ყველა მონაწილე ქვეყნის ინტერესთა შეჯერება მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ასეა თუ ისე, შეთანხმება მიღწეულ იქნა, ხოლო 1982 წელს მიღებული კონვენცია საზღვაო ნაოსნობისათვის 12 - მილიანი ზონისა და ოკეანის სივრცეში სამეურნეო საქმიანობის საწარმოებლად (თევზჭრა, მინერალური რესურსების მოპოვება და ა.შ.) 200-მილიანი ზონის შექმნას ითვალისწინებდა. 

ზოგადად, კონფერენციამ დაადგინა, რომ ოკეანე წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას და რეკომენდაციას უწევს საერთაშორისო საზოგადოებას მაქსიმალურად იქნეს დაცული ბალანსი ეკონომიკურ საქმიანობასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მოხმარებას შორის. 

ძირითადი გარემო პირობების გაუარესება მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან

1980-იან წლებში ეკოლოგიური პრობლემების განხილვისას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ახალი თემები იქნა შეტანილი. თუ ადრე გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკური ასპექტების განხივისას პრიორიტეტი ატმოსფეროსა და წყლის დაბინძურების პრობლემებს ენიჭებოდა, მომდევნო წლებში აქტუალობა შეიძინა ისეთმა საკითხებმა, როგორებიც გახლავთ გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი, არსებული ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობისა და სხვა საკითხები.

ატმოსფეროს დაბინძურება პირველ რიგში სამრეწველო გაზების ემისიის საკითხს უკავშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე პერიოდში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ჰაერის შემადგენლობა საჭირო მოთხოვნებს (შესაბამის სტანდარტებს) არ პასუხობს (WHO, 2019). ამავე დროს, თუ ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოების მიერ გაზების გამონაბოლქვის წინააღმდეგ სათანადო საკანონმდებლო ზომების შემუშავება და მნიშვნელოვანი ფინანსურ რესურსების გამოყოფა ხორციელდება, განვითარებადი ქვეყნები შესაბამის ფინანსურ რესურსებს მოკლებულნი არიან. შედეგად, ვითარება ძალზედ ხშირად აღწევს კრიტიკულ ზღვარს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პერიოდში მსოფლიოს ერთ – ერთი ყველაზე დაბინძურებულ ქალაქს მეხიკო წარმოადგენს.

ანალოგიური პრობლემა წყლის რესურსების დაბინძურებასთან დაკავშირებითაც არსებობს. განსაკუთრებით რთულია ამ პრობლემის მოგვარება ისეთ ვითარებაში, როდესაც მთავარი წყალსაცავების გასწვრივ დიდი ქალაქები და სამრეწველო საწარმოები მდებარეობს და ამავე დროს, წყლის გამწმენდი მეტად დაბალი ხარისხის სისტემები არსებობს.

ნაყოფიერი ნიადაგის ფართობის შემცირებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ეკოლოგიურ პრობლემას, ნიადაგის გაუდაბნოებისა და  შესაბამისად უდაბნოების ფართობის ზრდისა და ტყის მასივის შემცირების საკითხი წარმოადგენს. მრავალი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობის ცივილიზაცია ახალი მიწების ათვისებისა და ახალ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვების შედეგად ვითარდებოდა. მაგრამ, XXI საუკუნის დასაწყისში ეს შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოიწურა. ექსპერტთა შეფასებით, 2025 წლისათვის, მთელს მსოფლიოში სახნავი მიწების ფართობმა ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ შეიძლება მხოლოდ 0,17 ჰექტარი შეადგინოს (Chitadze, 2017). ამ პირობებში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება მხოლოდ ინტენსიური მეთოდის საფუძველზე შეიძლება მოხდეს. ანუ, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად გაიზარდოს კონკრეტული მიწის ფართობის მოსავლიანობა და მისი ნაყოფიერება, იმ ფონზე, როდესაც არ მოხდება დამუშავებული მიწის ფართობის ზრდა. თუმცა, ინტენსიფიკაციის პროცესმა, მაგალითად ნიადაგში სხვადასხვა სახის შხამ-ქიმიკატების დანერგვამ ასევე შეიძლება სერიოზული ეკოლოგიურად ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.

ასევე. რიგ - განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში ტყის გაჩეხვის შედეგად ახალი სახნავი მიწების ფართობის ზრდა ხორციელდება. ტყე, როგორც ღირებული ბუნებრივი რესურსი, კომერციული მიზნებით გამოიყენება. შედეგად, ტყის რესურსების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, XXI ს-ის დასაწყისში, მსოფლიო ტყის მასივი 4 მილიარდ ჰექტარამდე შემცირდა, რაც დაახლოებით 8 ათასი წლის წინ არსებული მონაცემის ნახევარს შეადგენს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინ, ჩვენი პლანეტის სახმელეთო ნაწილის 12% ტროპიკული ტყეებით იყო დაფარული. დღევანდელ ეტაპზე კი ტროპიკურ ტყეებს ზედაპირის მხოლოდ 6% უკავიათ (World Resources Institute, 2020).

ბევრ ქვეყანაში ტყის მარაგი პრაქტიკულად გამოილია. მაგალითად, თანამედროვე პერიოდში, მადაგასკარის ტერიტორიის მხოლოდ 10%-ია დაფარული ტყეებით. უფრო რთულ ვითარებაში იმყოფებიან საჰარის რეგიონში მდებარე აფრიკის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ბევრ ქვეყანაში ადგილი აქვს ტროპიკული ტყეების ინტენსიურ ჩეხვას. განვითარებად ქვეყნებში ტროპიკულ ტყეებში მდებარე ხეების ექსპორტი ამ სახელმწიფოების შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველწლიურად დაახლოებით 14 მილიონ ჰექტარზე მდებარე ხეების გაჩეხვა მიმდინარეობს. მაგალითად, ბრაზილია ტყის რესურსების ექსპორტის შედეგად შემოსავლის სახით წელიწადში დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს ღებულობს. ანალოგიური ქმედებების სერიოზული შედეგები უკვე 1950-იანი წლებიდან ფიქსირდება.

არც თუ იშვიათად უარყოფითი პროცესები აღდგენილი სატყეო მასივების რეგიონებშიც ვითარდება: მაგალითად, იქ სადაც დარგულ იქნა ახალი სახეობის ხეები, მათი სწრაფი ზრდის შედეგად ისინი კვლავ მოჭრას ექვემდებარება. შესაბამისად, ყოფილი სატყეო უბნების დაცარიელებულ ტერიტორიებზე სხვა უარყოფით მოვლენებს აქვს ადგილი, რომლებიც ადამიანის მიერ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობითაა გამოწვეული. აღნიშნულ პროცესებს შორის აღსანიშნავია მჟაური წვიმები, ჰაერისა და წყლის დაბინძურება. ტყის გაქრობა თავის მხრივ იწვევს ნიადაგის გამლაშებას, მის ეროზიას და უდაბნო მიწების ტერიტორიის გაფართოებას. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 1984 წელს მსოფლიო მიწის ფონდის 35% -ს ემუქრებოდა ისეთი პროცესების განვითარება, რომლებიც დაკავშირებული იყო მიწების გაუკაცრიელებასთან და უდაბნო ტერიტორიების გაფართოებასთან (UN University, 2018).

ტყის მასივის ფართობის შემცირება, გარემოს დაბინძურება და ეკოლოგიური მიმართულების სხვა ნეგატიური პროცესები ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობების განადგურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენენ. ეკოლოგების შეფასებით, საცხოვრებელი არეალის (ჰაბიტატის) 1/10-ით შემცირება ცხოველთა კონკრეტული ტიპების რაოდენობის თითქმის 50% - ით შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზოგიერთი დარგის ფუნქციონირება წარმოუდგენელია კონკრეტული მცენარეთა სახეობების სანედლეულო წყაროდ გამოყენების გარეშე. ამის მაგალითია ფარმაცევტული მრეწველობა, რომელიც არ შეიძლება ფუნქციონირებდეს შესაბამისი ბუნებრივი ნედლეულის ათვისების გარეშე.

სხვადასხვა სახის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები 


აირების დიდი რაოდენობით ატმოსფეროში გამოფრქვევა კიდევ ერთ გარემოსდაცვით პრობლემას - სათბურის ეფექტს განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ XIX ს. დაიწყო, აღნიშნული გამოწვევა სერიოზული განხილვის საგნად 1980-იან წლებში გადაიქცა. 1988 წელს ტორონტოში ჩატარებული კონფერენციის დროს, რომელიც კლიმატის ცვლილებას მიეძღვნა, ღონისძიების დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად სათბურის ეფექტის პრობლემაც შეიტანეს. ამ თემის სერიოზული ანალიზის საფუძველზე, განხილულ და შემუშავებულ იქნა რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც ატმოსფეროში გაზის ემისიის შემცირებას უკავშირდებოდა (University of Toronto, 2013).

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართული კონფერენცია

1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება გაეროს ფარგლებში კონფერენციის „ბუნებრივი გარემო და განვითარება“ ჩატარების შესახებ, რომელიც 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. დაახლოებით იმავე პერიოდში, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანს ოზონის შრის (რომელიც დედამიწას აკრავს) შემცირების პრობლემა წარმოადგენდა. აღნიშნულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენცია. იმასთან დაკავშირებით, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის წარმოებისათვის სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ, კონფერენციის დროს შემუშავებულ იქნა ერთის მხრივ საერთო კონცეფცია, თუმცა მეორეს მხრივ ეკოლოგიური საკითხების მოგვარებისათვის სხვადასხვა სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის სხვადასხვა დონე განისაზღვრა. აღნიშნულ იქნა, რომ გლობალური „ჩრდილოეთის“ ქვეყნებზე, რომელთა წილად მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 20% მოდიოდა, ატმოსფეროში  გამონაბოლქვის 70%-ზე მეტი მოდიოდა, რაც თავის მხრივ სათბურის ეფექტს განაპირობებდა. ამასთან დაკავშირებით კონფერენციამ მონაწილეებს პირველ რიგში იმისკენ მოუწოდა, რომ ამ ქვეყნებს არა მხოლოდ აეღოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე, არამედ „სამხრეთის“ ქვეყნებისათვის ბუნებრივი გარემოს დაცვის მიზნით ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მაქსიმალური დახმარება აღმოეჩინათ. მოცემულ პოზიციას მხარი როგორც განვითარებულმა, ასევე განვითარებადმა ქვეყნებმაც დაუჭირეს (UNCED, 1992).   

კონფერენციის დროს ადამიანის გარემოზე ზემოქმედებისა და მისი დაცვის ფარგლებში აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. მას შემდეგ, რაც კონფერენციის დასკვნით ეტაპზე ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული, სამთავრობათშორისო ჯგუფს კოიტოში კონფერენციის ჩატარება დაევალა. ჯგუფის სხდომაზე, რომელიც 1995 წელს ბერლინში გაიმართა, როგორც ამერიკელმა ავტორებმა ა. ლამბორნმა და ჟ. ლეპგოლდმა აღნიშნეს: 

- აღიარებულია, რომ ჩარჩო კონვენციის მიერ წარმოდგენილი ის მიზნები, რომლებიც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების მოცულობის შემცირებას უკავშირდება, 2000 წლამდე ვერ იქნება მიღწეული;

- გაკეთებულ იქნა მითითება 2000 წლის შემდეგაც გარემოს დაცვის საკითხებზე სამართლებრივი დოკუმენტების მიღების და იურიდიული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობის შესახებ;

- დადგენილ იქნა, რომ მხოლოდ განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლად გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული გლობალური პრობლემების მოგვარება. ასევე, ნავარაუდევი იყო, რომ „გლობალური სამხრეთი“ გაზრდიდა მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გავრცელებას, რის შედეგადაც 2030 წლისათვის ის დადგებოდა იმავე პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშე, რომელთა წინაშეც თანამედროვე ეტაპზე იდგა „გლობალური ჩრდილოეთი“;  

- გადაწყდა გარემოს დაცვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფოების პასუხისმგებლობის განაწილება და გადაწყვეტილების მიღების ახალი პრინციპების დანერგვა (Lamborn, Lepgold, 2002).

 

კიოტოს კონფერენცია

კიოტოში (იაპონია) მორიგი საერთაშორისო კონფერენციის გამართვამდე სამთავრობათშორისი ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ქ. ბონში (გერმანია) გაიმართა. შესაბამისი ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა წარმოადგინეს წინადადება, რომლის თანახმად, სათბურის ეფექტის შემცირების მიზნით განვითარებულ სახელმწიფოებს ატმოსფეროში  მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირება ევალებოდათ.  აღნიშნული წინადადება ითვალისწინებდა შესაბამისი რადიკალური ხასიათის სანქციების ამოქმედებას იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა. რამდენიმე სახელმწიფომ, რომლებზეც სათბურის ნეგატიური ეფექტი პირველ რიგში აისახებოდა (მაგალითად, კვიპროსი, რომელიც შეშფოთებული იყო მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის მკვეთრი მატებით) წარმოადგინა ინიციატივა, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ წარმოდგენილი წინადადებების პრაქტიკაში გატარება დაწყებულ ყოფილიყო არა 2010, არამედ 2005 წლიდან.

კიოტოში 1997 წელს ჩატარებული კონფერენციის დროს, სხვადასხვა ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული განსხვავებული პოზიცია და მიდგომა ეკოლოგიური პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. განვითარებული ქვეყნების პოზიციის თანახმად, XXI საუკუნეში, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის ძირითადი წყაროდ შესაძლოა განხილულ ყოფილიყვნენ „გლობალური სამხრეთის“ ის ქვეყნები, რომლებსაც სოციალ-ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპები გააჩნდათ. თავის მხრივ, ჩინეთი და ინდოეთი და ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ამ ორი სახელმწიფოს ინიციატივას შეუერთდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ატმოსფეროში გამონაბოლქვების ემისიის შეზღუდვაზე პასუხისმგებლობა აღნიშნულ სახელმწიფოებზე არ უნდა გადანაწილებულიყო. არგუმენტის სახით წარმოდგენილ იქნა ორი მოსაზრება, პირველ რიგში, თანამედროვე პერიოდში, ატმოსფეროში გამოყოფილი იმ ემისიების მოცულობა, რომელიც განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოების მიერ ვრცელდებოდა, არ იყო ერთმანეთის ეკვივალენტური. მეორე, განვითარებად ქვეყნებს არ შეეძლოთ ისედაც მძიმე სოციალ-ეკონომიკური პირობების ფონზე ემისიის შემცირების მიზნით საკუთარი წარმოების შეზღუდვა. გარდა ამისა, „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების პოზიციის თანახმად, ატმოსფეროში ემისიების ყველაზე დიდი წილი, რომელიც სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევდა, აშშ-ზე მოდიოდა. საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან წარმოდგენილი განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, კონფერენცია კიოტოს პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა. აღნიშნული დოკუმენტის პროექტი 159-მა ქვეყანამ მოიწონა. პროტოკოლის პირობების თანახმად, 38 ინდუსტრიულად განვითარებულ სახელმწიფოს ატმოსფეროში გამონაბოლქვი 1990 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა. საუბარი მიმდინარეობდა  იმ ექვსი ტიპის გაზებზე, რომლებიც სათბურის ეფექტს იწვევდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი ტიპის აირების ატმოსფეროში გავრცელების მოცულობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 8%-ით, აშშ-ის 7%-ით, ხოლო იაპონიას 6% –ით უნდა შეემცირებინათ (United Nations Climate Change, 2020).

2000 წლის ბოლოს, 84-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა და 31-მა წარმოდგენილი ოქმის რატიფიცირება მოახდინა. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებმა, ძირითადად, პატარა კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა განაცხადეს რომ მათთვის კიოტოს პროტოკოლში ასახული პრობლემები დიდ ტვირთს არ წარმოადგენდა და სათბურის ეფექტის შედეგები მათზე შედარებით ნაკლებად აისახებოდა (United Nations Climate Change, 2020).

მომდევნო წლებში რამდენიმე ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო მწვავე დისკუსიებში, რომლებიც კიოტოს პროტოკოლის შესრულების შესაძლებლობებსა და მიზანშეწონილობას უკავშირდებოდა. თუმცა, რამდენიმე განვითარებადმა ქვეყანამ, მაგალითად არგენტინამ, მიიღო გადაწყვეტილება კიოტოს პროტოკოლის ძირითადი პრინციპის - ატმოსფეროში ემისიების შემცირების მიზნით სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობაში აქტიური მონაწილეობა მიეღო. მაგრამ, განვითარებადი ქვეყნების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ კოიტოს პროტოკოლით გათვალისწინებული პირობების შესრულება მათთვის რთულ ამოცანას წარმოადგენდა და მათ ძირითად პრიორიტეტს საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური განვითარება წარმოადგენდა.  გარკვეული სისტემის შემუშავების მცდელობებმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისაგან დამოუკიდებლად ატმოსფეროში მავნე ემისიების შემცირების სტიმულირებას მოახდენდა, შედეგი არ მოიტანა.

ბუნებრივი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები ზემოხსენებული ასპექტებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ისეთივე აქტუალურია საკითხი, რომელიც ბირთვულ ნარჩენებსა და ტექნოლოგიურ კატასტროფებს უკავშირდება, რადგანაც ამ სფეროში წარუმატებელმა პოლიტიკამ შესაძლებელია როგორც რეგიონული, ასევე გლობალური ეკოლოგიური შედეგები გამოიწვიოს. ერთ-ერთ პირველ ასეთი ტიპის ეკოლოგიურ კატასტროფას ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 50-იან წლებში სსრკ-ში, ქალაქ ჩელიაბინსკის მახლობლად. შემდგომ პერიოდში რადიაციული დაბინძურების მავნე შედეგები აშშ-ის შტატმა პენსილვანიამ 1976 წელს იწვნია. მომდევნო სერიოზული ინციდენტი ჩერნობილის (უკრაინა) ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად რადიაციული გაჟონვას იაპონიაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმაზე ჰქონდა ადგილი.

კიდევ ერთ დიდ საშიშროებას ბირთვულ ობიექტებთან ერთად ქიმიური და სხვა ტიპის ისეთი საწარმოები წარმოადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან სამრეწველო რეგიონებში არიან განთავსებულნი და რომლებიც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევიან. ქიმიურ წარმოებასთან იყო დაკავშირებული ტრაგედია ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში, როდესაც ამავე ქალაქში 1984 წელს საწარმოს აფეთქებას 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

პლანეტის ეკოლოგიური პრობლემები - ოზონის დაშლა და ტყეების განადგურება, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, გლობალური დათბობა და ნარჩენების გატანა, მჟავური წვიმები



 

გარემოს დაცვის სფეროში კიდევ ერთ პრობლემას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი წარმოადგენს. ჰიდრო ობიექტების მშენებლობა ერთის მხრივ, ელექტროენერგიის წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამავე დროს ადგილი აქვს უზარმაზარი ტერიტორიების დატბორვას, რასაც თან სდევს როგორც დასახლებული პუნქტების, ასევე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების (ტყე, მინდვრები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები) წყლის ქვეშ მოქცევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეული სახელმწიფოებისა თუ კერძო ტრანსნაციონალური კორპორაციების (ძირითადად ენერგოკომპანიების) ეკონომიკური თუ კომერციული ინტერესები ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ინტერესებს. ასეთი ორგანიზაციები როგორც ადგილობრივ - მაგალითად სხვადასხვა არასამთავრობო (მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჩართული სტრუქტურები) ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო დონეზე - მაგალითად „გრინპისი“, „ბუნების დაცვის ფონდი“, სხვადასხვა საერთაშორისო ეკოლოგიური მოძრაობები და სხვ. დონეზე მოქმედებენ. შესაბამისად, სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს, მათ შორის მდინარე დუნაიზე, ამაზონზე და სხვ. სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის კონფლიქტური ვითარება ხშირად იქმნებოდა. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართელო წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურების (მაგალითად „ხუდონჰესი“, პანკისის ხეობაში ასამოქმედებელი ჰესი) მშენებლობის დაწყების მცდელობას სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ერთის მხრივ და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს და ადგილობრივ მოსახლეობას მეორეს მხრივ შორის კონფლიქტურ ვითარებას ხშირად ჰქონდა ადგილი.

ასევე მეტად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკოლოგიურ სფეროში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას შეიარაღებული კონფლიქტები და ამ კონფლიქტების ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება წარმოადგენს. დიდი ეკოლოგიური კატასტროფები შესაძლებელია რეგიონული კონფლიქტების შემთხვევაშიც კი. მაგალითად, ომმა სპარსეთის ყურეში, რომელიც  ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციის შედეგად დაიწყო, ცხადყო, თუ რა სახის საფრთხეს წარმოადგენს მთელი პლანეტისათვის ნავთობით ზღვის დაბინძურება და ნავთობით წვით გამოწვეული ხანძრების ჩაქრობა.

შეიარაღებული კონფლიქტების განხილვისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. კერძოდ, mSvidobiani mosaxleobis da samxedro personalis msxverplis, samxedro da samoqalaqo infrastruqturis dazianebisa da ganadgurebis garda, 2008 wlis agvistoში rusulma samxedro agresiam saqarTveloSi დიდი ekologiuri katastrofa gamoiwvia. rogorc oficialuri, ise sxvadasxva saerTaSoriso sainformacio wyaros, TviTmxilvelTa Cvenebebisa da eqspertebis Sefasebis mixedviT, rusulma samxedro intervenciam mniSvnelovani ziani miayena kavkasiisa da Savi zRvis bunebriv ekosistemebs. saqarTvelos garemosdacvisa da bunebrivi resursebis saministrosa da Sinagan saqmeTa saministros informaciiT, agvistos meore naxevarSi, rusuli SeiaraRebuli Zalebis mizanmimarTuli qmedebebis Sedegad, saqarTvelos sxvadasxva regionSi asobiT heqtari unikaluri tye ganadgurda. magaliTad, borjomis xeobaSi vizualuri daTvalierebiT, mTlianad ganadgurebul iqna tyis masivis 250 heqtarze meti, xolo     atenis xeobaSi (Sida qarTlis regioni) damwvari tyis masivma 50 heqtari Seadgina. Ggarda amisa, rusuli samxedro aviaciis qmedebis Sedegad cecxli gauCnda kaspis raionis tyeebs, daba suramis tyeebs, xaragaulisa da kojris tyeebs.

rac Seexeba Sav zRvas, eqspertTa SefasebiT, zRvaSi CaiRvara daaxloebiT 50-70 tona navTobi da navTobproduqti, rac saqarTvelos Savi zRvis sanapiro zolisaTvis uprecendento SemTxvevas warmoadgens (ჩიტაძე, 2011).

დასკვნა

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პერიოდში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფოების, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ცალკეული კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, თანამედროვე პერიოდის ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით შესაძლებელია განვაცხადოთ, რომ საფრთხეებთან გამკლავება მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების თანამშრომლობის განმტკიცებაზე იქნება დამოკიდებული. 

აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური პრობლემის განხილვა ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, გარემოსდაცვით სფეროში არსებული სხვადასხვა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პოლიტოლოგების, იურისტების, ეკონომისტების, ბიოლოგების, ქიმიკოსების, ინჟინრების, გეოგრაფების, გეოლოგების და სხვა სპეციალისტების ფართო ჩართვა პრობლემის მოგვარების სფეროში.

გარდა მისა, ეკოლოგიური საკითხები ყველაზე ნათლად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ შიდა და საგარეო პოლიტიკას შორის ამ შემთხვევაში საზღვრები იშლება. 

მთლიანობაში, იმ სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, რომლის წინაშეც დღეს თანამედროვე სამყარო იმყოფება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისას აუცილებელია საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპების მაქსიმალური ამოქმედება. ამ მხრივ ერთ-ერთ უდიდეს როლს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ფარგლებში არსებული საერთაშორისო კონვენციები ასრულებს.

ლიტერატურა:

Brimblecombe, Peter. 2006. The clean air act after 50 yearsWeather. 61 

 

Chitadze N. 2017. World Geography. Political, Economic and Demographic Dimensions. Scholar`s Press. Germany. 

 

ჩიტაძე, 2011. გეოპოლიტიკა. გამომცემლობა „უნივერსალი“. 

 

 

Dreamstime, 2018. Environmental Problems. Retrieved from: https://www.dreamstime.com/environmental-problems-planet-webpages-text-vector-ozone-depletion-deforestation-water-air-pollution-global-warming-waste-image145839730

 

Lepgold, J. Lamborn, A. 2005. World Politics Into the 21st Century Paperback. Pearson Custom Publishing

 

Lebedeva, 2007. World Politics. Aspect Press.

 

Steemet, 2018. Environmental Problems. Retrieved from:  https://steemit.com/fundraising/@nabstertsr/environmental-problems

 

UN, 2022. United Nations Convention on the Law of the Sea. Retrieved from: https://www.un.org/depts/los/convention_agreements/texts/unclos/unclos_e.pdf

 

University of Toronto. 2013. Toronto Conference on the Changing Atmosphere – 25 Years Later. Retrieved from: https://www.utoronto.ca/news/toronto-conference-changing-atmosphere-25-years-later

United Nations Conference on Environment and Development (UNCED). 1992. Earth Summit. 1992. Retrieved from: https://sustainabledevelopment.un.org/milestones/unced

 

United Nations Climate Change, 2020. What is the Kyoto Protocol? Retrieved from:  https://unfccc.int/kyoto_protocol

 

 

UN, 2021. UN United Nations Convention on the Law of the Sea. 1982 https://www.un.org/depts/los/convention_agreements/texts/unclos/unclos_e.pdf

 

United Nations University, 2022. Deforestation and desertification in developing countries. Retrieved from: http://archive.unu.edu/unupress/unupbooks/uu17ee/uu17ee06.htm

 

University of Toronto. 2013. Toronto Conference on the Changing Atmosphere – 25 Years Later. Retrieved from: https://www.utoronto.ca/news/toronto-conference-changing-atmosphere-25-years-later

World Resources Institute. 2020. Sustaining forests for people and planet. Retrieved from:  https://www.wri.org/our-work/topics/forests

 

 


Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...