Skip to main content

21-ე საუკუნის გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემები

 21-ე საუკუნის გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემები

 

ნიკა ჩიტაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი




 

ბსტრაქტი

 

ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა წყალი და ჰაერი, ადამიანის სიცოცხლისა და ადამიანის საქმიანობისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა. ამავე დროს, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე - დიდი ხნის განმავლობაში ბუნებრივი გარემო არ წარმოადგენდა აქტუალურ საკითხს ჩვენი პლანეტის მდგრადი განვითარებისთვის. გაჩნდა მოსაზრებები, რომ გარემო და ბუნებრივი რესურსები აკმაყოფილებდა მსოფლიო მოსახლეობის მოთხოვნილებებს ისე, რომ მომავალ თაობებათვის ზიანის მიყენების საკითხი არ განიხილებოდა.

თუმცა, უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გარემოს დაცვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში შევიდა, რისი მიზეზიც გახლდათ ის, რომ კაცობრიობის ეკონომიკურმა საქმიანობამ გამოიწვია გარემოს დაბინძურება იმ დონემდე, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს და მთლიანად ეკოსისტემასაც კი. პრობლემების აქტუალურობამ, კვლევებმა ეკოლოგიის სფეროში და ცოდნის პოპულარიზაციამ, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობების აქტიურმა ჩართულობამ ეკოლოგიის სფეროში გარემოსდაცვითი  პრობლემების გლობალურ დონეზე უფრო ფართო განხილვა განაპირობა.

 

მთავარი სიტყვები: გარემო, ჰაერის დაბინძურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება, მჟავური წვიმები, ბიომრავალფეროვნება, ოზონის შრე, ტყეები.

 

შესავალი

მსოფლიო მოსახლეობის დღევანდელი თაობა გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურების რეალობის წინაშე იმყოფება. გარემოსდაცვითი კატასტროფები დაკავშირებულია ტყეების განადგურებასთან, ოკეანეების დაბინძურებასთან, ოზონის შრის ფარგლებში არსებულ პრობლემებთან. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები აღნიშნულ ტერმინებს ხშირად ისმენე, თუმცა ისმის კითხვა, სად არის რეალური საფრთხე და სად დეზინფიმაციის გავრცელების მცდელობა? აუცილებელია გაანალიზებულ იქნეს, თუ რა ეკოლოგიურ პრობლემებუქმნის საფრთხეს დღევანდელ და მომავალ შთამომავლობას.

ადამიანი გაენის პირველივე დღიდან ურთიერთობდა და გავლენას ახდენდა გარემოზე. თუმცა, ამ გავლენამ მართლაც მნიშვნელოვან მასშტაბებს მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებისთანავე მიაღწია. მოცემულ მომენტში ადამიანმა პლანეტისთვის საკუთარი წესების კარნახი დაიწყო.

სამრეწველო გარდაქმნის პერიოდიდან პლანეტაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა,  მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ეკოლოგიურ პრობლემებზე მყისიერი რეაქცია არ ჰქონდა, ჩვენი ცივილიზაცია სხვა საქმით იყო დაკავებული: საწვავის (ქვანახშირი, გაზი, ფიქალი, ნავთობი), ლითონის და სხვა მინერალების მოპოვება და მათი დამუშავება. ყველა ეს ნივთიერება, მიწის წიაღშია განთავსებული და ადამიანის მიერ ყოველდღიურად მოიპოვება. აღნიშნული და სხვა სახის მინერალური რესურსები დედამიწის ზედაპირზე მოგვევლინა, თუმცა მოცემულ ფაქტორს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები გააჩნდა. ნეგატიური მიმართულებით ბუნებრივი რუსურსების მოპოვებამ და გამოყენებამ ნიადაგის, წყლისა და ჰაერის გლობალურ დაბინძურება და ეკოლოგიური კრიზისი გამოიწვია. ეს პროცესი ინტენსიური და კატასტროფული ტემპით აგრძელებს ზრდას და კაცობრიობას უახლოეს მომავალში ეკოლოგიური კრიზისის სერიოზული შედეგების აღმოფხვრა მოუწევს.

მეოცე საუკუნეში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ფონი - მსოფლიო საზოგადოებაში არსებული განხეთქილება, მსოფლიო ომები, ლოკალური და რეგიონული კონფლიქტები და ა.შ. რა თქმა უნდა არ უწყობდა ხელს იმ ფაქტს, რომ კაცობრიობას ეკოლოგიურ პრობლემებზე ფოკუსირება მოეხდინა. აღნიშნულს ემატება შეიარაღების რბოლა (ცივი ომი), სოციალური უთანასწორობა სხვადასხვა ქვეყნებში და ტექნოლოგიური პროგრესის წარმოუდგენელი სიჩქარე. ყოველივე აღნიშნულმა  ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს კაცობრიობა გახდა მოწმე იმისა, თუ რა ზიანი მიაყენა ადამიანმა საკუთარ სახლს.

მოკლედ განვიხილოთ ეკოლოგიური პრობლემების ძირითადი სახეები

1. გლობალური დათბობა

გლობალური დათბობა გახლავთ დედამიწის კლიმატური სისტემის ფარგლებში საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი ზრდა, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა და აქვს ადგილი და მისი მთავარი მიზეზი ადამიანის აქტივობა - ანთროპოგენური ფაქტორი.

დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის მატება, XIX საუკუნის შუა პერიოდიდან, 1850 წლიდან, ყოველ ათწლეულში ხდებოდა, ანუ, ყოველ შემდგომ დეკადაში ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა ათწლეულში. საერთო ჯამში, მოცემული პერიოდიდან დღემდე ადამიანები პასუხისმგებელნი არიან გლობალური საშუალო ტემპერატურის 0.8-1.2°C მატებაზე (Mann, 2019). 21-ე საუკუნეში ტემპერატურის შემდგომი ზრდის სავარაუდო სიდიდე კლიმატის მოდელებზე დაყრდნობით არის 0.3–1.7°C. (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, 2019). გლობალური დათბობის ზემოქმედება მოიცავს ზღვის დონის აწევას, ნალექების რეგიონულ ცვლილებებს, უფრო ხშირი ექსტრემალური ამინდის ისეთ მოვლენებს, როგორიცაა სიცხის მატება და უდაბნოების ტერიტორიული გაფართოება. როგორც გაეროს ვებგვერდზეა ნათქვამი, არსებობს შემაშფოთებელი მტკიცებულება იმისა, რომ უკვე მოხდა გარკვეული ზღვრების გადალახვა, რაც ჩვენი პლანეტის ეკოსისტემებსა და კლიმატურ სისტემაში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

გლობალური დათბობის მიზეზები აბსოლუტური სიზუსტით ჯერ არ არის დადგენილი. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატების მთავარი მიზეზი გახლავთ ადამიანური ფაქტორი. თუ ისტორიის ადრეულ ეტაპებზე - ათასწლეულების განმავლობაში, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურის მატება მეათედი გრადუსით ხდებოდა, ადამიანის ენერგიულ აქტიურობას სულ რაღაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა, რომ გლობალური დათბობა მომხდარიყო ხოლო მისი შედეგები კატასტროფული ყოფილიყო.

ატმოსფეროს ზედაპირული ფენის ტემპერატურის ზრდა იწვევს კლიმატური ზონების ცვლილებას, რაც არქტიკისა და ანტარქტიდის რეგიონებში ყინულის დნობას და შესაბამისად, მსოფლიო ოკეანის დონის მატებას განაპირობებს.

კლიმატის ცვლილება ასევე მოქმედებს ცხოველთა სამყაროზეც. ბევრი სახეობა იღუპება, სხვები ცვლიან თავიანთ ტრადიციულ ჰაბიტატებს. ტროპიკების მაცხოვრებლების ზომიერ განედებზე გადასახლების პროცესის საშიშროება გახლავთ ის, რომ ტროპიკული ცხოველები არიან ისეთი დაავადებების მატარებლები, როგორიცაა მალარია. გარდა ამისა, დათბობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციების, ასთმის, ალერგიის და რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდა.

კლიმატის ცვლილება საზიანო გავლენას მოახდენს ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი და ბევრ ქვეყანაში ცხოვრების პირობებს გააუარესებს. გაერო და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება იმედოვნებს, რომ 21-ე საუკუნის შუა პერიოდისთვის „კლიმატის ლტოლვილთა“ რაოდენობა 200 მილიონ ადამიანს მიაღწევს (ოზონის პროგრამა, 2020).

 

2. მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.

ჩვენი პლანეტის ნახევარზე მეტი (უფრო ზუსტად, 70%) წყლით არის დაფარული (ჩიტაძე, 2017). ოკეანე გახლავთ ის მთავარი ფაქტორი, რომელიც დედამიწაზე კლიმატს აყალიბებს: ოკეანის და ზღვის დინებები განაპირობებს სითბოს ან სიგრილეს, ხოლო აორთქლებული წყალი ქმნის ღრუბლებს და იწვევს ნალექებს.

ასეულ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ზღვისა და ოკეანის სანაპიროებთან, მათი ცხოვრება უშუალოდ არის დაკავშირებული წყლის ობიექტებთან. რეალურად, ოკეანური რესუსებს პირდაპირი გავლენა გააჩნია თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე. კერძოდ,  ნალექებ წარფმოშობა, კონტინენტებს შორის საქონლის გადაადგილება, თევზისა და სხვა ზღვის პროდუქტების მიღება და ა.შ. კაცობრიობის მოღვაწეობაში უდიდეს როლს ასრულებს. თუმცა, დღევანდელ ეტაპზე მსოფლიო ოკეანეებს საფრთხე ემუქრება, რისი მიზეზებიც შეიძლება იყოს ტანკერების ავარია, კანალიზაციისა და სამრეწველო ნარჩენების ზღვაში მოხვედრა და სხვა.

ნაგავი, განსაკუთრებით პლასტმასი, რომელიც პრაქტიკულად არ იშლება, ოკეანეების ეკოლოგიისთვის უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. ოკეანეების ზედაპირზე მილიონობით ტონა პლასტმასის ნარჩენები იფანტება და, ექსპერტების აზრით, ამ ნაგვის 80% ოკეანეში ხმელეთიდან მოხვდა და მხოლოდ 20% იქნა გემებიდან გადაყრილი. ნაგავს - ტოქსიკური ნივთიერებების წყალში მოხვედრის შედეგად, ზიანი მოაქვს 250-ზე მეტ სახეობის ზღვის ცხოველათვის და ფრინველათვის.

ოკეანის დაბინძურების ყველაზე სერიოზული შემთხვევები ნავთობთანაა დაკავშირებული. ტანკერების საწყობების რეცხვის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შედეგად, ყოველწლიურად 8-დან 20 მილიონ ბარელამდე ნავთობი ოკეანეში მიზანმიმართულად იყრება. წინა პერიოდებში ასეთი ხშირი დარღვევები დაუსჯელი რჩებოდა, მაგრამ დღეს თანამგზავრებს შეუძლიათ შეაგროვონ საჭირო მტკიცებულებები და სასამართლოს წინაშე წარდგინონ.  ნავთობპროდუქტების ქვედა ნალექის დაბინძურების პრობლემა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ზღვის ზედაპირზე ავარიის შემთხვევაში, ნავთობპროდუქტები საკმაოდ სწრაფად აღწევს ფსკერს. ზომიერი კლიმატის ზონებში, ნავთობის დაღვრის შედეგები შეიძლება 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. ნეგატიური შედეგები გაცილებით მეტხანს არქტიკულ ზონაში აისახება (Comsomolskaia Pravda, 2019).

3. ოზონის შრის განადგურება.

ოზონი სტრატოსფეროს (ატმოსფეროს ფენა 12-50 კილომეტრის სიმაღლეზე) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჟანგბადის ერთ-ერთი სახეობაა. ადამიანებისთვის ოზონის ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ის ბლოკავს ზოგიერთ ულტრაიისფერ სხივებს, იცავს ყველა ცოცხალ არსებას მზის პირდაპირი სხივებისგან და ა.შ. (Ozone Basics, 2017).

ოზონის შრე (ასევე უწოდებენ "ოზონოსფეროს") ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ნაწილია. ის სტრატოსფეროსა და ტროპოსფეროს შორის ტროპიკულ განედებში 25-30 კმ სიმაღლეზეა განთავსებული, ზომიერ განედებში 20-25 კმ-ის, ხოლო არქტიკულ ზონაში 15-25 კმ. სიმაღლეზე. როგორც თვით სახელი მიუთითებს, შრის უმეტესი ნაწილი შედგება ოზონისგან - რომელიც ჟანგბადის ერთ-ერთ ცნობილ მოდიფიკაციას წარმოადგენს, რომელიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების დროს წარმოიქმნება (Ozone Basics, 2017).

1000 კმ-ზე მეტი დიამეტრის ოზონის ხვრელი პირველად 1985 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში, ანტარქტიდის თავზე აღმოაჩინეს. მასზე დაკვირვება აწარმოა ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა: ჯოზეფ ფარმანის, ბრაიან გარდინერის და ჯონათან შანკლინის მეთაურობით, რომლებმაც გამოაქვეყნეს შესაბამისი სტატია ჟურნალში Nature. არქტიკაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე მრავალი მინი-ოზონის ხვრელია. ასეთი ხვრელის ფართობი 2 მილიონ კმ²-ს არ აღემატება (Chemistry, 2019).

ჩვენმა მეცნიერებამ ოზონის არსებობის შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიტყო, თუმცა ოზონი კაცობრიობაზე საუკუნეების მანძილზე უარყოფითად მოქმედებდა, რის მთავარ მიზეზს  ოზონის ფენაში ნივთიერების დეფიციტის გამო შრეში გაჩენილი ხვრელები წარმოადგენს.

ოთხმოციან წლებში კაცობრიობამ ოზონის შრის აღდგენის მიზნით პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეკოლოგიური პროგრამების შემუშავება სახელმწიფო დონეზე დაიწყო და მათში მსოფლიოს წამყვანმა არაკომერციულმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ მიზანს ოზონის შრის დაცვის პროექტების განხორციელება წარმოადგენდა. სამწუხაროდ, აღნიშნული პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვან თანხებს მოითხოვდა და საბოლოო ისინი ნაწილობრივ იქნა დაფინანსებული.

ოზონის ფენის გარეშე, ჩვენს პლანეტაზე ასეთი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა: ჟანგბადის მსგავსად, ოზონი შთანთქავს ულტრაიისფერ ხივებ და მზიდან წამოსული გამოსხივების გარკვეულ ნაწილს, იგი იცავს ადამიანებსა და ცხოველებს უარყოფითი ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული რაოდენობა მცენარეებში ფოტოსინთეზპროცესს აფერხებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება.

გარდა ამისა, ოზონის მუშაობის რეჟიმს შემდეგი ფუნქციები გააჩნია:

• ანეიტრალებს ნახშირორჟანგს;

• აკავებს კოსმოსურ გამოსხივებას;

• არეგულირებს ტემპერატურას დედამიწის ზედაპირზე;

უწყობს ხელს ჟანგბად შენარჩუნებას.

თავის მხრივ, ოზონის ხვრელის შექმნის მიზეზებს წარმოადგენენ:

• სამრეწველო საწარმოები - შესაბამისი გამწმენდი საშუალებების გარეშე მომუშავე ქარხნები და ფაბრიკები;

• მინერალური სასუქები;

• თბოელექტროსადგურები;

• ბირთვული აფეთქებები;

• კოსმოსში რაკეტების და თანამგზავრების გაშვება;

• რეაქტიული თვითმფრინავების გადაადგილება.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ოზონის შრის განადგურების მთავარი მიზეზი ფრეონებია (ქლოროფტორკარბონები ან CFC). ისინი წარმოდგენენ გამაგრილებელი ნივთიერებების მთელ ჯგუფ, რომლებიც ძირითადად მაცივრებისა და საყინულეების წარმოებაში გამოიყენება. შედარებით ადრე, აღნიშნული მიზნებისათვის გამოიყენებოდა ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, როგორებიცაა ამიაკი ან გოგირდის დიოქსიდი. გარდა ამისა, ქლოროფტორნახშირბადები აეროზოლების, გამხსნელების, აფეთქების აგენტების წარმოებაში, ასევე პარფიუმერიაში და კვების მრეწველობაში გამოიყენება.

გარკვეული სარგებლის მიუხედავად, ფრეონები აზიანებენ ოზონის შრეს: მზის რადიაციის ზემოქმედებისას ისინი იშლება ნივთიერებებად, რომლებიც არღვევს ოზონშრეს და მას ჟანგბადად გარდაქმნის. როდესაც მეცნიერებმა ეს რეაქცია შენიშნეს და განგაში ატეხეს, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ (UNEP), მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან ერთად, ე.წ. მონრეალის პროტოკოლის ხელმოწერა მოახდინა. მრეწველები, დიპლომატები, პოლიტიკოსები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან კანადის ქალაქ მონრეალში შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ მათ ქვეყნებში ფრეონების თანდათანობითი გაუქმება და ახალი, უსაფრთხო ალტერნატივების ძიება დაიწყებოდა. პროტოკოლს ხელი მოეწერა 1987 წელს და ძალაში ორი წლის შემდეგ, 1989 წელს შევიდა (ავსტრალიის მთავრობა, 2021).

ოზონის დაშლის ეფექტები

როგორც ზემოთ იქნა განხილული, ოზონი შთანთქავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მნიშვნელოვან ნაწილს. ცხადია, ატმოსფეროში ოზონის კონცენტრაციის დაქვეითებით, ადამიანი იღებს ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდილ დოზას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს იწვევს კანის კიბოს და ავთვისებიან მელანომას, ასევე თვალის ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კატარაქტა და თვალის ლინზების დაბინდვა.

ატმოსფეროში ოზონის შემცირებული კონცენტრაცია საზღვაო სივრცეშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფიტოპლანქტონი, საზღვაო ცხოვრების კვების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, წყლის სივრცის ზედა ფენებში ბინადრობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის გადაჭარბებული გამოსხივება ხელს უშლის მას ცხოვრებაში. ასევე, კვლევებმა ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობისა და ფიტოპლანქტონის გადარჩენის ერთმანეთთან დამოკიდებულება დაადასტურა.

ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული რაოდენობა ასევე უარყოფითად მოქმედებს მცენარეებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ბევრად უფრო ადვილად ეგუებიან გარე ფაქტორებს, ვიდრე სხვა ცოცხალ ორგანიზმებ. ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მცენარეების ფორმასა და ზომაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მეორად მეტაბოლიზმზე და მცენარის შიგნით საკვები ნივთიერებების განაწილება შეცვალოს.

ამავე დროს, თუ კაცობრიობა დროულად არ გააცნობიერებდა ისეთი პრობლემის სერიოზულობას, როგორიცაა ოზონის შრის დაშლა, შედეგები ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა. ოცდამეერთე საუკუნის შუა ხანებისთვის ჩვენი პლანეტის ოზონოსფეროს 60%-ზე მეტი გაქრებოდა, რის შედეგადაც დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივება იმდენად ძლიერი გახდებოდა, რომ რამდენიმე წუთში შეძლებდა ადამიანებში მზის დამწვრობგამოწვევას და მზის რადიაციის გავლენის ქვეშ მუტაციის ალბათობა ექვსჯერ მეტი იქნებოდა (National Geographic, 2021).

4. ჰაერის დაბინძურება.

ატმოსფერული დაბინძურების ყველაზე აშკარა საფრთხე სუფთა ჰაერის ნაკლებობაა, მაგრამ არანაკლებ სერიოზული პრობლემაა პლანეტის კლიმატის ცვლილება და ამ პროცესის შემდგომი შედეგები. ძირითადი ელემენტები, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს, გახლავთ:

• სამრეწველო საქმიანობის შედეგად მიღებული ემისიები;

• შიაწვის ძრავით მოძრავი და სხვა მანქანების გამონაბოლქვი;

• რადიოაქტიური ობიექტები;

• ნარჩენები (საყოფაცხოვრებო და სამრეწველო).

გარდა ამისა, მოცემული ფაქტორები იწვევს ჩვენს მიერ უკვე ნახსენები პრობლემების წარმოქმნას - ოზონის შრის განადგურებას და გლობალურ დათბობას, ასევე სხვა კლიმატური ცვლილებებ ჩვენს პლანეტაზე.

• 2016 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 91% ცხოვრობდა ისეთ ადგილებში, სადაც დაბინძურების დონე აღემატებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოში დადგენილ მაჩვენებლებს (WHO, 2018).

• ჰაერის დაბინძურების გარდა, შიდა კვამლი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს, რომლებიც სახლებს ბიომასის საწვავითა და ნახშირით ათბობენ.

• ჰაერის დაბინძურება გახლავთ ეკოლოგიური გარემოს მთავარი პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც განვითარებულ,  ასევე განვითარებად ქვეყნებში არსებულ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

• 2016 წელს საქალაქო და სასოფლო დასახლებებში ჰაერის დაბინძურებამ მთელ მსოფლიოში 4,2 მილიონი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია; ეს სიკვდილიანობა გამოწვეულია 2.5 მიკრონი ან ნაკლები (PM2.5) დიამეტრის წვრილი ნაწილაკების ზემოქმედებით, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორულ და კიბოს დაავადებებს (WHO, 2018).

ჰაერის დაბინძურების ტვირთი არაპროპორციულად მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამრიგად, ნაადრევი სიკვდილის 4,2 მილიონი შემთხვევიდან 91% სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

პრობლემა ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში. დაავადების სიმძიმის ბოლო შეფასებები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასა და სიკვდილიანობაში ჰაერის დაბინძურების ძალიან მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.

. არსებობს რეალური მტკიცებულება, მათ შორის კვლევები, რომელიც უაღრესად დაბინძურებული ტერიტორიებიდანაა მოპოვებული და ჰაერის დაბინძურებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს შორის კავშირზე მიუთითებს (WHO, 2018).

• ჯანმო-ს შეფასებით, 2016 წელს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ნაადრევი სიკვდილიანობის დაახლოებით 58% გამოწვეული იყო გულის კორონარული დაავადებით და ინსულტით, 18% - ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების შედეგად, ხოლო 6% - ფილტვის კიბოს შედეგად (WHO, 2018).

გარდაცვალების ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს ერთზე მეტ რისკ-ფაქტორთან ერთდროულად. მაგალითად, მოწევა და გარე ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს ფილტვის კიბოს განვითარებას. ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილის პრევენცია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით ან თამბაქოს მოწევის შემცირებით შეიძლებოდა.

• ჯანმო-ს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) 2013 წელს შეაფასა, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანისთვის კანცეროგენულია და ჰაერის ნაწილაკებით დაბინძურება ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული კიბოს, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს გახშირებასთან. ასევე არსებობს კავშირი გარე ჰაერის დაბინძურებასა და საშარდე გზების / შარდის ბუშტის კიბოს სიხშირეს შორის.

ამავე დროს, შესაბამისი პოლიტიკა და სუფთა ტრანსპორტის, ენერგოეფექტური საცხოვრებლის, ენერგიის წარმოებისა და მრეწველობის  და ურბანული ნარჩენების გაუმჯობესებული მენეჯმენტის მხარდასაჭერად ჩადებული ინვესტიციები ხელს უწყობს ურბანული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შემცირებას.

5. ნიადაგის დაბინძურება

ნიადაგი არის რესურსი, რომელიც აღუდგენადი რესურსების კატეგორიას მიეკუთვნება, მისი ეროზიის ან დეგრადაციის შემთხვევაში, მისი აღდგენა შეუძლებელი გახდება. ნიადაგის მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს საკვებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, წყალს, რომელსაც ვსვამთ და ჩვენს ჯანმრთელობაზე - ჩვენს შინაგან ორგანოებსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ყველაფრის 90 პროცენტზე მეტი, რითაც ჩვენ ვიკვებებით, პირდაპირ თუ ირიბად ნიადაგიდან მოდის (ჩიტაძე, 2017).

ნიადაგის დაბინძურების მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

• ლოკალიზებული ნაგავსაყრელები, რომლებიც სარემონტო სამუშაოების შემდეგ დარჩენილი საკვების ნარჩენების, სამშენებლო მასალების, მასალების გასატანად გამოიყენება;

• მძიმე მრეწველობა - მეტალურგია და მანქანათმშენებლობა, რომლის საქმიანობა გულისხმობს მავნე ლითონების: ბერილიუმის, დარიშხანის, ციანიდების, კადმიუმის, ვერცხლისწყლის და ტყვიის მარილების გამოყოფას;

• ტყვიის, აზოტის და ნახშირწყალბადის ოქსიდების გარემოში გამოსხივება;

• სოფლის მეურნეობაში პესტიციდების და მინერალური სასუქების გამოყენება.

ჯანსაღი ნიადაგი არის სასურსათო უსაფრთხოებისა და ჩვენი მდგრადი მომავლის გასაღები. ის ხელს უწყობს საკვების წარმოების შენარჩუნებას, კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული შედეგების შერბილებას, წყლის გაფილტვრას, წყალდიდობისა და გვალვის მიმართ მდგრადობის გაზრდას და მრავალი სხვა. მაგრამ არსებობს უხილავი საფრთხე, რომელიც საფრთხეს უქმნის ნიადაგს და ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული.

ნიადაგის დაბინძურება იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ის გავლენას ახდენს ნიადაგის ბიომრავალფეროვნებაზე, ამცირებს ნიადაგის ორგანული ნივთიერებების მარაგს და მისი ფილტრაციის შესაძლებლობებს. ნიადაგის დაბინძურების გამო ბინძურდება ნიადაგის ტენიანობა და მიწისქვეშა წყლები, ირღვევა ნიადაგში საკვები ნივთიერებების ბალანსი. ნიადაგის ყველაზე გავრცელებულ დამაბინძურებლებს მიეკუთვნება მძიმე ლითონები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, როგორებიცაა ფარმაცევტული და პირადი მოვლის საშუალებები.

ნიადაგის დაბინძურება ზიანს აყენებს გარემოს და უარყოფით შედეგებს ახდენს მის წინაშე მდგარი ცხოვრების ყველა ფორმაზე. არამდგრადი მეურნეობის პრაქტიკამ, რომელიც ნიადაგის ორგანულ ნივთიერებებს ამცირებს, შეიძლება ხელი შეუწყოს დამაბინძურებლების კვების ჯაჭვში გადატანას. მაგალითად, დაბინძურებული ნიადაგი შეიძლება მოხვდეს მიწისქვეშა წყლებში; შემდეგ მავნე ნივთიერებები კონცენტრირდებიან მცენარეულ ქსოვილებში და მათ ბალახეულით მკვებავი ჩლიქოსანი ცხოველები, ფრინველები და ბოლოს ადამიანები ღებულობენ, რომლებიც შესაბამისი მცენარეებით იკვებებიან. ნიადაგის, მიწისქვეშა წყლების და კვების ჯაჭვის დამაბინძურებლებს შეუძლიათ მთელი რიგი დაავადებები გამოიწვიონ და ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდონ. დამაბინძურებლების ქმედებებს შეიძლება მოყვეს როგორც მწვავე მოკლევადიანი შედეგები - მაგალითად, სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია ან დიარეა - ასევე ქრონიკული დაავადებები, მათ შორის კიბო.

გარემოზე ზემოქმედების გარდა, ნიადაგის დაბინძურება მაღალ ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც პირველ რიგში დაბალი მოსავლიანობითა და მოსავლის ხარისხის დაქვეითებითაა გამოწვეული. ნიადაგის დაბინძურების პრევენცია კაცობრიობის ერთ-ერთ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.  დამაბინძურებლების არსებობის აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანის აქტივობის შედეგია, ამიტომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა შევიტანოთ ცვლილება, უზრუნველვყოთ დაბინძურების შემცირება და ჩვენი პლანეტის უსაფრთხო მომავალი.

უნდა იყოს აღიარებული ნიადაგების ღირებულება, მისი პროდუქტიული პოტენციალი და მისი წვლილი სასურსათო უსაფრთხოებასა და ძირითადი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნებაში. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ  უნდა შეფასდეს გლობალურ დონეზე ნიადაგის დაბინძურების პრობლემა:

• ნიადაგის დაბინძურება ირგვლივ ყველაფერს მოქმედებს. საკვები, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ - ჩვენი ჯანმრთელობა და პლანეტაზე მთელი სიცოცხლის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ნიადაგის ჯანმრთელობაზე. მცენარის ქსოვილების საკვები ნივთიერებების შემცველობა პირდაპირ კავშირშია ნიადაგში მათ შემცველობასთან და მის უნართან, გაცვალოს საკვები ნივთიერებები და წყალი მცენარის ფესვებთან.

• ნიადაგის დაბინძურება უხილავია. დღეს პლანეტის ნიადაგების ერთი მესამედი ზომიერად ან ძლიერ დეგრადირებულია ეროზიის, ნიადაგის ორგანული ნახშირბადის დაკარგვის, დამლაშების, მჟავიანობის და ქიმიური დაბინძურების გამო. ნიადაგის ზედა ფენის ერთი სანტიმეტრის ჩამოყალიბებას ათასი წელი სწირდება; ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ნიადაგის ფენის ჩამოყალიბებას ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნიადაგის დაბინძურების მასშტაბები აგრძელებს ზრდას. მიწის დეგრადაციის ამჟამინდელი ტემპი საფრთხეს უქმნის მომავალი თაობის უნარს დააკმაყოფილოს მათი ყველაზე აქტუალური საჭიროებები.

. ნიადაგის დაბინძურება გავლენას ახდენს მისი ფილტრაციის შესაძლებლობებზე. დამაბინძურებლებისთვის ნიადაგი ფილტრისა და ბუფერის ფუნქციას ასრულებს. მაგრამ ნიადაგის შესაძლებლობები გაუმკლავდეს დამაბინძურებლების წნევას უსაზღვრო არ არის. თუ ნიადაგის დამცავი პოტენციალი ამოიწურება, დამაბინძურებლები დაიწყებენ შეღწევას (და უკვე შეაღწევენ) გარემოში, კერძოდ კვებით ჯაჭვში.

• ნიადაგის დაბინძურება გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე, ამცირებს მოსავლიანობას და კულტურების ხარისხს. უსაფრთხო, ნოყიერი და ხარისხიანი საკვების წარმოება მხოლოდ ჯანსაღ ნიადაგშია შესაძლებელი. ჯანსაღი ნიადაგის გარეშე, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ საკმარის საკვებს.

. ნიადაგის დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს არასათანადო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. არასწორად მეურნეობის წარმართვა ნიადაგის ორგანული ნივთიერებების მარაგს ამცირებს და ნიადაგის დეგრადაციას უწყობს ხელს. ბევრ ქვეყანაში ინტენსიური კულტურების წარმოება ანგრევს ნიადაგის სტრუქტურას.  აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მეთოდების მდგრადობა დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის ნიადაგის დეგრადაციის ტენდენციის პრევენციისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს.

ნიადაგის დაბინძურებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას, რადგანაც მოცემული პროცესი სხვადასხვა ბაქტერიების წარმოქმნას უწყობს ხელს. ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათასი სიკვდილი სწორედ ასეთი ბაქტერიებით არის გამოწვეული. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ პრობლემას, მაშინ 2050 წლისთვის სხვადასხვა ბაქტერიები უფრო მეტი ადამიანის სიკვდილს  გამოიწვევს, ვიდრე კიბო და აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა მსოფლიოს უფრო მეტი დაუჯდება, ვიდრე მსოფლიო მასშტაბით დღევანდელ დღეს ჯანდაცვაზე გამოყოფილი ფინანსური რესურსები (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, 2021).

პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდს ადამიანს გადააჭარბებს (გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდი, 2021). აქედან გამომდინარე, დღევანდელი და მომავალი სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავზარდოთ მოსავლიანობა და საკვების ხარისხი იმ ნიადაგის გამოყენებით, რომლის რესურსიც კაცობრიობას დღევანდელ ეტაპზე გააჩნია. 

ნიადაგის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების გააზრება. ნიადაგის დაცვა და კონსერვაცია იწყება თითოეული ადამიანის შეგნებით, გაუფრთხილდეს გარემოს.

ჯანსაღი ნიადაგი არის ძვირფასი არაგანახლებადი რესურსი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა მზარდი დესტრუქციული ქცევის შედეგად. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმ ნიადაგების პროდუქტიულობაზე, რომლებიც გვაწვდიან საკვებს, წყალს და სუფთა ჰაერს და დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ნიადაგის სხვადასხვა სახეობა იყოს ჯანსაღი მდგრადი მომავლისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის.

6. ტყეების განადგურება და გაუდაბნოება.

ოკეანის მსგავსად, ტყე გახლავთ ის რთული, მრავალფეროვანი ეკოსისტემა, რომელიც მოქმედებს საკუთარი კანონების მიხედვით და საკუთარ სივრცეში აერთიანებს მცენარეებს, სოკოებს, ცხოველებსა და მიკროორგანიზმებს, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ ჩვენი პლანეტის კლიმატზე, სასმელი წყლის ხარისხზე და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ. სულ რამდენიმე ათასწლეულის წინ დედამიწის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებით იყო დაფარული. მაგრამ როდესაც ადამიანებმა საკუთარი საჭიროებისათვის მიწის დამუშავება დაიწყეს, ტყის გაჩეხვის პრობლემა წარმოიქმნა.

დიახ, ტყე განახლებადი რესურსია, მაგრამ ტყის ჩეხვის ინტენსივობა თანამედროვე სამყაროში ახალი ხელოვნური ტყეების შექმნის ინტენსოვობას მნიშვნელოვნად აღემატება. დღემდე, ტყის გაჩეხვის ან ტყის ხანძრის შემდეგ, მნიშვნელოვანი ტერიტორიები უდაბნოებად იქცევა, რაც იწვევს არა მხოლოდ ბიოლოგიურ კატასტროფებს (სახეობათა განადგურებას), არამედ ადამიანთა სიკვდილს და უარეს შემთხვევაში, მთელი ეთნიკური ჯგუფების გაქრობას.

ტყეების გაჩეხვის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა პლანეტაზე. ტყის გავლენა გარემოზე ძნელად შეიძლება გადაჭარბებული იყოს. ტყუილად არ არის, რომ ხეებს დედამიწის ფილტვებს უწოდებენ. მთლიანობაში, ისინი ერთ ეკოსისტემას აყალიბებენ, რომელიც გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის ფლორის, ფაუნის, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყლის რეჟიმზე.

სამწუხაროდ, დღევანდელ ეტაპზე ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თუ ეს პროცესი ვერ შეჩერდება, რა სახის კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ტყეების გაჩეხვას.

ამ დროისთვის ხეების მოჭრის პრობლემა დედამიწის ყველა კონტინენტისთვისაა აქტუალური, მაგრამ ის ყველაზე მწვავედ დგას დასავლეთ ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნებში. ხეებისგან გათავისუფლებული ტერიტორია ღარიბ ლანდშაფტად იქცევა და საცხოვრებლად უვარგისი ხდება.

იმის გასაგებად, თუ რამდენად ახლოსაა კატასტროფა, ყურადღება უნდა მივაქციოთ უამრავ ფაქტს:

• მსოფლიოს ტროპიკული ტყეების ნახევარზე მეტი უკვე განადგურებულია და მათ აღდგენას ასი წელი დასჭირდება;

• ამჟამად მიწის მხოლოდ 30% უკავია ტყეებს;

• ხეების რეგულარული ჭრა იწვევს ატმოსფერული ნახშირბადის მონოქსიდის 6-12%-ით მატებას;

• ყოველ წუთს ქრება ტყის ტერიტორია, რომელიც ზომით რამდენიმე ფეხბურთის მოედნის ტოლია (ჩიტაძე, 2017).

ტყეების გაჩეხვის მიზეზები

ხეების მოჭრის ძირითადი მიზეზებია:

• ხე წარმოადგენს მაღალ ღირებულებას, რადგან ის გამოიყენება როგორც სამშენებლო მასალა და ნედლეული ქაღალდის, მუყაოს, საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად;

• ხშირად ტყეებს ახალი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფართოების მიზნით ანადგურებენ;

• ტყის გაჩეხვა საკომუნიკაციო ხაზებისა და გზების გაყვანას ემსახურება.

გარდა ამისა, ხეების დიდი რაოდენობა ტყის ხანძრის შედეგად ზიანდება, რომელსაც მუდმივად აქვს ადგილი ადამიანის მიერ ბუნების არასათანადო მოპყრობის გამო. ტყეები ასევე ხშირად იწვის მშრალი სეზონის პერიოდში.

ტყეების უკანონო ჩეხვა

ძალიან ხშირად ხეების ჭრა უკანონო საქმიანობას წარმოადგენს. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა განიცდის იმ შესაბამისი ინსტიტუტებისა და ადამიანების დეფიციტს, რომლებსაც შეუძლიათ ტყეების გაჩეხვის პროცესი გააკონტროლონ. თავის მხრივ, რიგ შემთხვევებში მოცემულ სფეროში დარღვევებს მეწარმეები სჩადიან, რაც  ყოველწლიურად ზრდის ტყეების გაჩეხვის მოცულობას. ასევე ითვლება, რომ სასაქონდლო ბაზარზე ხშირად შემოდის ბრაკონიერების მიერ დაჩეხილი ხე-ტყე, ანუ უკანონო ვაჭრობას ის ადამიანები ეწევიან, რომლებსაც საქმიანობის ნებართვა არ გააჩნიათ. არსებობს მოსაზრება, რომ ხე-ტყის პროდუქციაზე მაღალი გადასახადის შემოღება მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის რეალიზაციას საზღვარგარეთ და შესაბამისად შეამცირებს მოჭრილი ხეების რაოდენობას.

7. მჟავური წვიმა

ტერმინით „მჟავური წვიმა“ მეცნიერებაში იგულისხმება ნებისმიერი მეტეოროლოგიური ნალექი (თოვლისა და სეტყვის ჩათვლით), რომლის დროსაც ძლიერი „მჟავე“ რეაქცია ხორციელდება. ამ ფენომენის წყაროებს შორისაა მძიმე მრეწველობის საწარმოების საქმიანობა (განსაკუთრებით მეტალურგიული), რომლებიც ატმოსფეროში აზოტის ოქსიდისა და გოგირდის სერიოზულ რაოდენობას გამოყოფენ. გარდა ამისა, თბოელექტროსადგურების საქმიანობა და მანქანების გამონაბოლქვი აირები ასევე იწვევენ მჟავურ წვიმებს.

ასეთი წვიმების წარმოქმნა მარტივია: როდესაც წყალბადის ქლორიდი და აზოტის ან გოგირდის ოქსიდები ჰაერში იფრქვევა, ისინი მზის გამოსხივებაზე და ჰაერში წყლის წვეთებთან რეაგირებენ. შედეგად წარმოიქმნება - გოგირდის, გოგირდოვანი, აზოტის ან აზოტოვანი მჟავა. ამის შემდეგ მჟავა ნალექის სახით ეცემა მიწაზე. მჟავას შეუძლია მიიღოს წვიმის, თოვლის, სეტყვის, ნისლის ფორმა და სერიოზული ზიანი მიაყენოს რეგიონის ფაუნასა და ფლორას.

პირველად ტერმინი "მჟავური წვიმა" 1872 წელს ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ სმიტმა წიგნში "ჰაერი და წვიმა. ქიმიური კლიმატოლოგიის დასაწყისი" შემოიღო (EPA, 2013). მისი ყურადღება მანჩესტერში არსებულმა სმოგმა მიიპყრო. მჟავური წვიმები ტყეების, კულტურების და მცენარეულობის განადგურების ერთ-ერთი მიზეზია, ასევე შენობებისა და კულტურული ძეგლების, მილსადენების განადგურების ერთ-ერთი ფაქტორიც. ასეთი ტიპის წვიმა ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას და შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა, მაგალითად წყალსაცავებში.

ჩვეულებრივი წვიმის წყალიც მცირე რაოდენობით მჟავე ხსნარს შეიცავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ატმოსფეროში არსებული ისეთი ბუნებრივი ნივთიერებები, როგორიცაა ნახშირორჟანგი, წვიმის წყალთან რეაგირებს. მოცემული პროცესი წარმოქმნის სუსტ ნახშირბადის მჟავას, მაშინ როცა იდეალურად წვიმის წყლის pH (წყალბადის იონების დონე) მაჩვენებელი არის 5.6-5.7 (Environmental Literacy Council, 2006). რეალურ ცხოვრებაში, წვიმის წყლის მჟავიანობა ერთ რეგიონში, წვიმის წყლის მჟავიანობისგან სხვა რეგიონში შეიძლება განსხვავდებოდეს. ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია კონკრეტული ტერიტორიის ატმოსფეროში შემავალი ისეთი გაზების შემადგენლობაზე, როგორიცაა გოგირდის ოქსიდი და აზოტის ოქსიდები.

1884 წელს შვედმა მეცნიერმა სვანტე ავგუსტ არენიუსმა შემოიღო ორი ტერმინი - მჟავა და ფუძე (Miessler, 1999). მან მჟავები უწოდა ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას თავისუფალ დადებითად დამუხტულ წყალბადის იონებს წარმოქმნიან. ხოლო ფუძეები კი უწოდა ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას თავისუფალ უარყოფითად დამუხტულ ჰიდროქსიდის იონებს წარმოქმნიან.

გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგები

მჟავური წვიმის ეფექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეინიშნება.

მჟავური წვიმა უარყოფითად მოქმედებს წყლის ობიექტებზე - ტბებზე, მდინარეებზე, ყურეებზე, აუზებზე - ზრდის მათ მჟავიანობას იმ დონემდე, რომ მათში ფლორა და ფაუნა იღუპება.

წყლის ობიექტებზე მჟავა წვიმის ზემოქმედების სამი ეტაპი არსებობს:

 

პირველი ეტაპი 

წყლის მჟავიანობის მატებასთან ერთად (pH 7-ზე ნაკლები), წყლის მცენარეები იწყებენ სიკვდილს, სხვა ცხოველებს ართმევენ საკვების რეზერვებს, მცირდება ჟანგბადის რაოდენობა წყალში.  

მეორე ეტაპი 

მჟავიანობა იზრდება pH 5.5-მდე, ქვედა ბაქტერიები იღუპებიან, რომლებიც ანადგურებენ ორგანულ ნივთიერებებს და ფოთლებს. შემდეგ კვდება პლანქტონი - უმარტივესი ცხოველი, რომელიც წყალსაცავის კვების ჯაჭვის საფუძველს წარმოადგენს და ბაქტერიების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებით იკვებება.

მესამე ეტაპი 

მჟავიანობა აღწევს pH 4.5-ს, ყველა თევზი, ბაყაყების და მწერების უმეტესობა იღუპება.

როდესაც ორგანული ნივთიერებები გროვდება წყლის ობიექტების ფსკერზე, მათგან ტოქსიკური ლითონები გაჟონვას იწყებენ. წყლის გაზრდილი მჟავიანობა ხელს უწყობს ისეთი საშიში ლითონების მაღალ ხსნადობას, როგორიცაა კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ტყვია, რომლებიც ნალექებიდან და ნიადაგებიდან იქმნება.

ეს ტოქსიკური ლითონები სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ადამიანები, რომლებიც სვამენ ტყვიის შემცველ წყალს ან მიირთმევენ ვერცხლისწყლის შემცველ თევზს, შეიძლება მძიმედ დაავადდნენ.

მჟავური წვიმა საფრთხეს უქმნის არა მარტო წყლის სივრცეში მაცხოვრებელ ცოცხალ ორგანიზმებს. ის ასევე ანადგურებს მცენარეულობას ხმელეთზე. მეცნიერები თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მჟავური წვიმების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, „დაბინძურების რთული ნარევი, მათ შორის მჟავური ნალექი, ოზონი და მძიმე ლითონები, ტყის დეგრადაციას ერთობლივად წარმოშობს“.

8. ბიომრავალფეროვნების შემცირება.

ტერმინი „ბიომრავალფეროვნების“ წარმოშობა სადავოა. ითვლება, რომ ტერმინი  „ბიოლოგიური მრავალფეროვნება“ პირველად გამოიყენა გ.ბეიტსმა 1892 წელს (Bates, 1892). მეორე ვერსიის მიხედვით, ტერმინი „ბიომრავალფეროვნება“ პირველად დანერგა ჯ. არტურ ჰარისმა 1916 წელს გამოცემულ კვლევაში „ცვლადი უდაბნო“ (Harris, 1916).

ჩვენს პლანეტაზე ფლორისა და ფაუნის უზარმაზარი სახეობები არსებობს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებსა და ბუნებრივ ზონებში ცხოვრობენ. ცოცხალი არსებების ეს უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომელიც ისტორიის დღევანდელ ეტაპზეა წარმოდგენილი, რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

ბიოლოგიური სახეობები

სახეობა გახლავთ ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფი, რომელსაც საკუთარი თავის გამრავლება შეუძლია.

ჩვენი პლანეტა, დედამიწა, მილიონობით სახეობებითაა დასახლებული, რომელთაგან ბევრი სახეობა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ამჟამად ცნობილია 375000-ზე მეტი სახეობის მცენარე და 4000 სახეობის ძუძუმწოვარი და 9000 ფრინველი, ასევე თევზის 20 ათასამდე სახეობა. არსებობს ათასობით პატარა ორგანიზმი და მიკროორგანიზმი, რომელთა ნაწილის იდენტიფიცირება მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ (გაერო, 2021).

თუმცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეკოლოგიური კატასტროფა იწვევს კიდევ ერთ, მასშტაბურ და სერიოზულ კატასტროფას - ბიომრავალფეროვნების შემცირებას. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) კვლევის თანახმად, ყოველ საათში დედამიწაზე სამი სახეობა იკარგება. თუ შესაბამისი ზომები არ იქნ მიღებული, ცხოველთა თუ მცენარეთა მრავალი სახეობა სამუდამოდ განადგურდება.

შემცირების მიზეზები

ერთის მხრივ, დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებისთვის ბიოლოგიური სახეობების გადაშენება ნორმალური პროცესია. ევოლუციის პროცესში, სახეობების მასობრივი გადაშენება არაერთხელ მოხდა. ამის მაგალითია დინოზავრების გადაშენება დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ.

თუმცა, უკვე მე-17 საუკუნიდან გადაშენების დაჩქარების მთავარ ფაქტორად ადამიანის ეკონომიკური აქტივობა გადაიქცა. ამ პერიოდში გაქრა ამფიბიების 120, ფრინველის 94 და ძუძუმწოვრების 63 სახეობა (ჩიტაძე, 2017). ზოგადად, მრავალფეროვნების შემცირების მიზეზებია: რესურსების მზარდი მოხმარება, სახეობებისა და ეკოსისტემების უგულებელყოფა, არასაკმარისად გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის სფეროში, მსოფლიო მოსახლეობის მიერ ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და ზრდის მნიშვნელობის ვერ გათვითცნობიერება.

გარკვეული სახეობების გადაშენება, როგორც წესი, გამოწვეულია ჰაბიტატის დარღვევით და ჭარბი მოსავლის აღებით. ეკოსისტემების განადგურებასთან დაკავშირებით უკვე მრავალი ასეული სახეობის მცენარე და ცხოველი დაიღუპა. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მონაცემებით, 1600 წლიდან გაქრა მცენარეთა და ცხოველთა 844 სახეობა. გარეული ცხოველები, განსაკუთრებით ისეთები, რომელთა მაგალითად ბეწვი ან ტყავი საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დაფასებულია, ინტენსიური ნადირობის ობიექტები ხდებიან. იშვიათი საკოლექციო სახეობები და „ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში“ უკანონოდ გამოყენებული სახეობები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ხმელეთის მსხვილი ცხოველების სახეობების უმეტესობა (მსხვილი ჩლიქოსნები, სპილოები, მარტორქები და 20 კგ-ზე მეტი წონის სხვა ცხოველები) მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზეა (ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში) შემორჩენილი (დავითაშვილი, ელიზბარაშვილი, 2012).

ბიომრავალფეროვნების შემცირების სხვა მიზეზებია: კონკრეტულ ტერიტორიაზე შემოსული სხვა სახეობების გავლენა, საკვები მარაგის გაუარესება, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის ადგილების მიზანმიმართული განადგურება.

მსოფლიო მეცნიერების აზრით, ბოლო წლებში 33,5 ათასი მცენარის სახეობა (ცნობილი სახეობების 14%) გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება. დედამიწაზე მცხოვრები 9,6 ათასიდან ფრინველთა სახეობების 2/3 საკუთარი რაოდენობის შემცირებას განიცდის. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ყველა სახეობის 11% გადაშენების პირას და კიდევ 14% გადაშენების გზაზე იქნება. 20 ათასი თევზის სახეობიდან 30% ასევე საფრთხის ქვეშაა. ამერიკის დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიო მცენარეთა და ცხოველთა სახეობების მეექვსედი გადაშენების ზღვარზეა და ადამიანის საქმიანობა ამ პროცესს 1000-ჯერ აჩქარებს (დავითაშვილი, ელიზბარაშვილი, 2012).

ამ პრობლემის რამდენიმე მიზეზი არსებობს და თითოეული მათგანი დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან, კერძოდ:

• პლანეტის მასშტაბით ხეების ჭრა;

• დასახლებული ტერიტორიის გაფართოება;

• მავნე ქიმიური ემისიების ატმოსფეროში გაფრქვევა;

• ბუნებრივი ტერიტორიების ადაპტაცია სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებისთვის;

• ქიმიკატების გამოყენება სოფლის მეურნეობაში;

• მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა და, შედეგად, მზარდი მოთხოვნა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებზე;

• უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა;

• ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები.

სახეობების გადაშენების პრევენციის მიზნით, სახელმწიფოები და არაკომერციული ორგანიზაციები ქმნიან ბუნებრივ პარკებსა და ნაკრძალებს, რომლებშიც სპეციალისტები ცხოველთა სახეობებისათვის ხელსაყრელი სასიცოცხლო პირობების შექმნისა და სხვადასხვა სახეობების გამრავლების მიზნით მუშაობენ.

დასკვნა

გარემოსდაცვითი პრობლემების არსის შესწავლის პროცესში შეიძლება ითქვას, რომ ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მთელ კაცობრიობას პლანეტაზე ხანგრძლივი და ხელსაყრელი ცხოვრებისათვის რესურსების გამოყენების სტრატეგიის გეგმას წარუდგენს. შეიძლება ითქვას, რომ ეკოლოგია გახლავთ ერთგვარი ჰაბიტატი. გარემოს ცვლილება იწვევს კატასტროფულ შედეგებს და კრიზისებს ცხოვრების ყველა სფეროში როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სახელმწიფოს განვითარებისთვის. სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და მრავალი სხვა ასპექტი ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ეკოლოგიური პრობლემები, კატასტროფები უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფოზე, მიუხედავად იმისა, განვითარებულია თუ განვითარებადი ესა თუ ის სახელმწიფო. ეკოლოგიური კატასტროფები ყველა სახელმწიფოსა და მისი მაცხოვრებლების პრობლემაა, რადგან ეს არის გარემოს მდგომარეობა, რომელიც სასიცოცხლო კომპონენტების ერთობლიობას წარმოადგენს და ცალკეულმა პრობლემებმა შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. ეკოლოგიაზეა დამოკიდებული ადამიანის საქმიანობის და ცხოვრების ყველა სფერო. ამავე დროს, ეკოლოგიის სფეროში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარება არსებობს.  მთლიანობაში, ქვეყნის განვითარება გარემოსდაცვითი მხარდაჭერის დონეზეა დამოკიდებული. აღნიშნული ფაქტორი კი დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ცხოვრების დონესთან, შრომის ნაყოფიერებასთან, სხვადასხვა ეკონომიკურ კომპონენტებთან და ა.შ.

თითოეული გარემოსდაცვითი პრობლემის ცალ-ცალკე და მთლიანობაში განხილვის შემდეგ, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე წყლის რესურსები, ჰაერის მდგომარეობა და მსოფლიო ოკეანეების პრობლემები ყველაზე აქტუალურ პრობლემებად განიხილება. არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ასეთი პრობლემა და, უფრო მეტიც, სამივე პრობლემა ერთობლივად არ შეეხო.

გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზები არსებობს და ყოველდღიურად მუშავდება; ისინი იცვლებიან, რადგან ეკოლოგია არ არის სტატიკური. მსოფლიოში შეიქმნა და დღემდე იქმნება უამრავი ტექნოლოგია, რათა წარმოებულ იქნეს სხვადასხვა ტიპის პროდუქტები, რომლებიც ნაკლებ მავნე ნივთიერებებს შეიცავენ.

ეკოლოგია შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ იმას, რომ შეფასებულ იქნეს, თუ რა კატასტროფის მასშტაბები ემუქრება დედამიწას, არამედ შემუშავდეს რეკომენდაციები და წესები, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა გარემოსდაცვითი ხასიათის პრობლემების თავიდან აცილებას. ეკოლოგია მომავლისკენ მიმართული მეცნიერებაა, ის მიზნად ისახავს ბუნება და დედამიწაზე არსებული ცალკეული ტერიტორიები მომავალ თაობებს გადასცეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მასში შენარჩუნებულ იქნეს ის ყველაფერი, რაც ადამიანის სიცოცხლისთვისაა აუცილებელი.

ლიტერატურა:

Australian Government. Department of Water, Agriculture and Environment, 2021.

Montreal Protocol on Substances that Deplete the Ozone Layer. Retrieved from:

https://www.environment.gov.au/protection/ozone/montreal-protocol

 

Bates, 1892. The Naturalist on the River Amazons by Henry Walter Bates. Retrieved from:  http://www.gutenberg.org/ebooks/2440

 

Chemistry, 2019. How one Nature paper in 1985 led to the discovery of ozone hole. Retrieved from: https://chemistrycommunity.nature.com/posts/51095-how-one-nature-paper-in-1985-led-to-the-discovery-of-ozone-hole

 

Chitadze Nika, 2017. World Geography. Political, economic and Demographic Dimensions. Scholars Press, Germany.

 

Comsomolskaia Pravda, 2019. Pollution of the World Ocean: Causes and Consequences Retrieved from: https://www.kp.ru/guide/zagrjaznenie-mirovogo-okeana.html

 

 

Davitashvili. Z, Elizbarashvili, N. 2012. Global Geography. Tbilisi State University (in Georgian).

 

EEC, 1975. Council Recommendation of 3 March 1975 regarding cost allocation and action by public authorities on environmental matters. Retrieved from: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=CELEX%3A31975H0436

IMF, 2021. "World Economic Outlook Database. IMF.org. 

 

Harris, J. Arthur (1916). "The Variable Desert". The Scientific Monthly. 3 (1): 41–50.

 

FAO, 2021. Polluting our soils is polluting our future. Retrieved from: http://www.fao.org/global-soil-partnership/resources/highlights/detail/en/c/1127952/

 

 

Mann, Michael, Selin, Henrik. 2019. Global warming. britannica.com. Retrieved from:

https://www.britannica.com/science/global-warming

 

Miessler G.L. and Tarr D.A. 1999. Inorganic Chemistry (2nd ed., Prentice-Hall 1999) p. 154.

 

National Geographic, 2021. Ozone layer. Retrieved from: https://www.nationalgeographic.org/encyclopedia/ozone-layer/#:~:text=The%20ozone%20layer%20is%20a,damage%20to%20the%20ozone%20layer.

 

NOAA, 2008. Ozon Basics. Retrieved from:  https://web.archive.org/web/20171121051325/http://www.ozonelayer.noaa.gov/science/basics.htm

 

OECD, 2004. Program on the environment (in Russian). Retrieved from: https://www.oecd.org/env/23928290.pdf

 

Ozone Program, 2020. Reasons and consequences of global warming (in Russian). Retrieved from: http://www.ozoneprogram.ru/biblioteka/slovar/globalnoe_poteplenie/posledstvija_globalnogo_poteplenija/

 

World Health Organization. 2018. Ambient (outdoor) air pollution. Retrieved from: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/ambient-(outdoor)-air-quality-and-health

 

World Meteorological Organization, 2019. IPCC issues Special Report on Global Warming of 1.5 °C. Retrieved from: https://public.wmo.int/en/resources/bulletin/ipcc-issues-special-report-global-warming-of-15-%C2%B0c

 

UN, 2021. What is biodiversity? Retrieved from: https://www.un.org/ru/youth/cbd/biodiv.shtml

 

UN Sustainable Development Goals. 2017.  International Covenant on Environment and Development 1995. Retrieved from: https://sustainabledevelopment.un.org/index.php?page=view&type=400&nr=2443

 

United Nations, 1972. The draft Pact is based on treaties and customs in the field of international environmental law, as well as the provisions of the Stockholm Declaration 1972 Conferences | Environment and sustainable development. Retrieved from: https://www.un.org/en/conferences/environment/stockholm1972

 

United Nations, 1992. Rio de Janeiro Declaration on Environment and Development 1992 (hereinafter - the Rio Declaration) . Retrieved from: https://www.un.org/en/development/desa/population/migration/generalassembly/docs/globalcompact/A_CONF.151_26_Vol.I_Declaration.pdf

 

United Nations, 1982. The World Charter for Nature 1982. Retrieved from:   https://digitallibrary.un.org/record/39295?ln=en

 

US Environmental Protection Agency, 2013. Acid Rain in New England, A Brief History

 

 

Yukic, S.T. 1970. Fundamentals of Recreation, 2nd edition. Harpers & Row. Library of Congress 70-88646.

 

Your Footprint on the ground, 2021. Deforestation. Retrieved from: http://www.ecology.pskovlib.ru/ekologicheskie-katastrofy/2913-vyrubka-lesov

 

 

 

Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...