Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2023

რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სავარაუდო სცენარები

                      რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სავარაუდო სცენარები   ნიკა ჩიტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის დირექტორი მოკლედ განვიხილოთ რუსეთ - უკრაინის ომის ფარგლებში მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მაგალითების გათვალისწინებით, რუსეთის პოზიციები გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საინფორმაციო და სხვა თვალსაზრისით დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეირყა, ფაქტია, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და როგორც ჩანს, რუსეთის დიქტატორი პუტინი აპირებს საკუთარი სამხედრო, ადამიანური თუ ეკონომიკური რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, რათა უკრაინაში ომი გაგრძელდეს და პუტინის რეჟიმმა მაქსიმალური დროის განმავლობაში შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია განხილულ იქნეს მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, კერძოდ.    პესიმისტური რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთი შეეცდება კავშირების გარღმავებას მის პოტენციურ პარტნიორებთან, პირვე

რუსეთ-უკრაინის ომი და გლობალური ეკონომიკა

 რუსეთი და გლობალური ეკონომიკა   ნიკა ჩიტაძე  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი  საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი   მოსალოდნელია, რომ 2022 წელს დაწყებული ეკონომიკური რეცესია 2023 წელსაც გაგრძელდეს, რადგან მასიური და ისტორიული ენერგეტიკული შოკი, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ, განაგრძობს ინფლაციურ ზეწოლას, ამცირებს ნდობას და შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობას და ზრდის რისკებს მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ხაზს უსვამს გლობალური ეკონომიკის უჩვეულოდ გაუწონასწორებელ და მყიფე პერსპექტივებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. კერძოდ, 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2,2%-მდე შენელდება, ხოლო  2024 წელს ზომიერად აღდგება 2,7%-მდე ტემპით. თავის მხრივ, მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა მსოფლიო ბანკმაც. WB-ის პროგნოზით, 2023-ში ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება, ეს კი თითქმის ნახევარია 3%-იანი ეკონომიკუ

რუსეთის აგრესიის ეკონომიკური ფაქტორები

  რუსეთის აგრესიის ეკონომიკური ფაქტორები ნიკა ჩიტაძე საერთაშორისო საკითხების კვლევიუს ცენტრის დირექტორი შავი ზვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი  ომმა გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის იზოლაცია, კერძოდ, დასავლური სანქციების გამოცხადების გამო რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის განმავლობაში რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით 2,1%-ით შემცირდა, თუმცა მსოფლიო ბანკის ექსპერტების მტკიცებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 3%-ზე უფრო მეტად შემცირდა. 2023 იანვარში რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით შემცირდა 46%-ით, ხოლო სხვა პროდუქციის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 20-%-ზე მეტად იქნა შემცირებული. რაც შეეხება 2022 წელს, მოცემულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დეფიციტმა 3,3 ტრილიონი რუსული რუბლი, ანუ დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ-ის 2,3%-ს შეადგენს. რუსეთის მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბევრი ქვეყანა სანქციებს არ