Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2020

რამდენიმე მოსაზრება კორონავირუსის - როგორც გლობალური პანდემიის მსოფლიოში გავრცელების პირველადი წყაროს წარმოშობის შესახებ. მითები და რეალობა

ნიკა ჩიტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.    საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. საერთაშორისო და უსაფრთხოებიოს საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი შესავალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით გამუდმებული სპეკულაციები მიმდინარეობს . სხვადასხვა ქვეყნები ვირუსის წარმოშობას ერთმანეთს აბრალებენ . გარდა ამისა , ვრცელდება სკანდალური ვერსია , თითქოს ჩინეთში , უჰანის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის სახით ვირუსი ხელოვნურად იქნა შექმნილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 2018 წელს გაიხსნა . ლაბორატორიას უსაფრთხოების უმაღლესი , ანუ მეოთხე დონე მიაკუთვნეს , ხოლო მეოთხე დონის ლაბორატორიები მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. სხვადასხვა მოსაზრების თანახმად, მოცემულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტები ყველაზე საშიშ მიკროორგანიზმებთან ტარდებოდა , რომლებსაც მომაკვდინებელი დაავადებების ( ებოლას და სხვა ) გამოწვევა შეეძლოთ (ლოლაშვილი, 2020) . რამდენიმ