Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2021

ირანის ბირთვული სტრატეგიული პოლიტიკის რეგიონული ასპექტები - „უსაფრთხოების დილემის“ გეოპოლიტიკა

  ირანის ბირთვული სტრატეგიული პოლიტიკის რეგიონული ასპექტები - „ უსაფრთხოების დილემის “ გეოპოლიტიკა ვახტანგ მაისაია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთშორისო განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფესორი მირანდა მიქაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი   აბსტრაქტი: აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯებმა, რომლებმაც ჩააგდეს ჟენევის ფორმატი ირანის ბირთვული პროგრამასთან მიმართებაში, გაზარდა უსაფრთხოების დილემის თემა არა მარტო გლობალურ, არამედ რეგიონულ დონეზეც. საქმე იმაშია, რომ ირანზე ზეწოლის ასეთი მეთოდმა ნაკლებად გაამართლა და აბსოლუტურად მართლები გამოდგნენ ევროკავშირის მთავარი ქვეყნების საფრანგეთი და გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლებმაც გააკრიტიკეს აღნიშნული გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ ირანმა განაახლა ურანის გამდიდრების პროცესი 3%-მდე და ასევე დაიწყო ბირთვული სადგურების მშენებლობის პროექტების განახლება (მაგალითად, ბუშერის პროექტის აღორძინება). ამას გარდა, ჟენევის შეთანხმების ჩაშლამ გამოიწვია ირანის გააქტიურებ