Skip to main content

რამდენიმე მოსაზრება სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" "აღიარების" შესახებ.

ავტორები :

საერთაშორისო სწავლების ცენტრის მკვლევარები
ნიკა ჩიტაძე
ქეთევან ჯებისაშვილი

ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არსებულმა ერთ-ერთმა ყველაზე სასტიკმა - სირიის ავტორიტარულმა რეჟიმმა ცნო აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობა", კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, თუ ვინ დგას საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის აღიარების საკითხში საქართველოს გვერდზე (საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება და სხვა მრავალი ქვეყანა) და ვინ დგას რუსეთის გვერდზე. თუ ოფიციალური კრემლი ბაშარ ასადის სისხლიანი რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას თავის გამარჯვებად მიიჩნევს, ალბათ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს უნდა შევახსენოთ, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა რეჟიმმა 2011-2018 წლების განმავლობაში 400 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 11 მილიონი კი იძულებული გახადა ლტოლვილი გამხდარიყო. კონფლიქტი კი მოგეხსენებათ 2011 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ სახალხო მღელვარების ჩასახშობად მშვიდობიანი მანიფესტანტების, მათ შორის ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ძალა (მათ შორის მოგვიანებით ქიმიური იარაღი) გამოიყენა.  რაც შეეხება იმ დანარჩენ სახელმწიფოებს, ვინც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა, უნდა აღნიშნოთ იმის შესახებ, რომ ვენესუელა სამხრეთ ამერიკაში გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც "ფრიდომ ჰაუსის" მონაცემების მიხედვით არათავისუფალი ქვეყნების რიცხვშია შეყვანილი და დღევანდელ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო აღნიშნული სახელმწიფოს, ამერიკული სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან (ამ ორგანიზაციაში 30-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ, ასევე ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოა გაწევრიანებული) გარიცხვა ემუქრება. "აღიარების" საკითხში რუსეთის მეორე მოკავშირე გახლავთ ნიკარაგუა, რომელსაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარების დროს (2008 წელი) მართავდა მარქსისტული ორიენტაციის (სანდინისტური მოძრაობა) პოლიტიკოსი, დანიელ ორტეგა. კიდევ ერთი სახელმწიფო ეს არის ნაურუ, რომლის ფართობი სულ რაღაც 21 კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა 12 ათას კაცს არ აღემატება. ბუნებრივია, რომ სირიის მხრიდან აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებით არც დე-ფაქტო და არც დე-იურე ვითარება არ იცვლება, შესაბამისად, მთავარი პრობლემაა ის, რომ დღევანდელ ეტაპზე საქართველო საკუთარ ისტორიულ რეგიონებს დროებით ვერ აკონტროლებს. ასევე, როდესაც საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონში პოლიტიკურ, სამხედრო, სოციალურ თუ ეკონომიკურ ვითარებას სრულად აკონტროლებს რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არანაირ დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. რაც შეეხება რუსეთს, ბაშარ ასადის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერით, მათ შორის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" აღიარების ფარგლებში რუსეთისა და სირიის პოზიციათა დამთხვევის შედეგად, რუსეთის პრესტიჟი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ შეირყა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სირიის ქმედება სხვა არაბული სახელმწიფოების პოლიტიკაზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენს, შესაბამისად არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში (სულ 22 წევრი) შემავალი არც ერთი არაბული სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" აღიარება მოსადლოდნელი არ არის.

Comments

Popular posts from this blog

The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025

  The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025.   By: Nika Chitadze. Professor of the International Black Sea University The paper discusses all the important domestic and foreign policy priorities that the newly elected US President, Donald Trump, has pursued or his future goals during the first months of his presidency.   As is known, the future development of the world largely depends on the policy pursued by the only superpower on our planet, the United States.   Keywords: Donald Trump, Presidency, USA, Internal Policy, Foreign Policy, National Security   Introduction    As is well known, the second presidency of the 47th President of the United States, Donald Trump, began on January 20, 2025, following his inauguration (The White House, 2025). Trump assumed office following the 2024 presidential election, in which he defeated the Democratic Party candidate, Vi...

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

  ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ავტორი: ნინო დვალიძე შესავალი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დინამიკაა თანამედროვე გლობალურ წესრიგში. როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, მათი ურთიერთქმედება გამოირჩევა ინტენსიური კონკურენციისა და შემთხვევითი თანამშრომლობის კომბინაციით. ეკონომიკური დაძაბულობა, სამხედრო მეტოქეობა და იდეოლოგიური განსხვავებები ქმნიან მათი მუდმივი ბრძოლის ხერხემალს დომინირებისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობასა და მმართველობაზე. ეს განვითარებადი ურთიერთობა ცენტრალურ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში, სავაჭრო დავებიდან დაწყებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბირთვული უსაფრთხოება, ძირეული სტრუქტურული კონფლიქტები აგრძელებს გამოწვევას მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ ძალისხმევაზე. როდესაც ...

Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia

  Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia        Nika Chitadze. Ph.D.       Director of the Center for International Studies       President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research         Center       \ As it is known, US Secretary of State Michael Pompeo visits Georgia on November 17-18. He will hold meetings with the representatives of the Georgian government and the non-governmental sector. Mike Pompeo will also meet with the Catholicos-Patriarch in Tbilisi. Overall, it is noteworthy that in the aftermath of Georgia's restoration of state independence, the United States provided significant political or economic support to Georgia. In particular, under various programs, the total volume of financial assistance of the United States for Georgia has exceeded $ 4 billion. Given Georgia's ...