Skip to main content

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ირანის ბირთვული პროგრამის დატოვების თაობაზე და მისი შესაძლო ასახვა მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე

ავტორები: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეთან არსებული საერთაშორისო სწავლების ცენტრის მკვლევარები:
ქეთევან ჯებისაშვილი
ნიკა ჩიტაძე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ირანის ბირთვული პროგრამის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების ერთ-ერთ საბაბად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისრაელის სახელმწიფოს მიერ გარცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა, რომ იგი ფლობს შესაბამის დამამტკიცებელ მასალას, რომელიც შესაბამის არქივშია მოთავსებული, სადაც ირანის ბირთვული გეგმების შესახებ მოპოვებული ინფორმაციაა დაცული. ისრაელის უმაღლესმა თანამდებობის პირმა ირანი ბირთვული პროგრამის გეგმების შესახებ საერთაშორის საზოგადოების სიცრუეში შეყვანაში დაადანაშაულა. ნივთმტკიცებად კი   "მოსადის" აგენტების მიერ თეირანში მდებარე საიდუმლო საწყობიდან მოპარული 55 000-გვერდიანი დოკუმენტი და 183 დისკი წარუდგინა ტრამპის ადმინისტრაციას. ირანში ნეთანიაჰუს განცხადებებს "ბავშვური და სასაცილო თამაში" უწოდეს და ის შეაფასეს როგორც წინასწარ დადგმული შოუ რომელიც მიზნად ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენასა და ირანის საერთაშორისო პრესტიჟის შელახვას ისახავდა. გამოითქვა ბევრი მოსაზრება, რომ უშუალოდ დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ებრაული ლობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება ევროპის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციების გამართვის გარეშე განხორციელდა, რაც საბოლოო ჯამში საერთაშორისო ვითარებაზე ნეგატიურად აისახება.

დონალდ ტრამპის, რამდენიმე ბოლო გადაწყვეტილება პოლიტოლოგთა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტთა ნაწილმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სახელმწიფოთა უმრავლესობამ მნიშვნელოვან შეცდომად აღიქვა.  ირანის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას წინ აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი უძღოდა. ჩვენის აზრით, დიპლომატიურ ასპარეზზე ამერიკა წინასწარ  წაგებულ ბრძოლაში ჩაერთო, რადგანაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აღნიშნულ ინივიატივას მხოლოდ 9 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, ხოლო100-ზე მეტმა სახელმწიფომ - მათ შორის აშშ-ის უახლოესმა ევროპელმა მოკავშირეებმა ოფიციალური ვაშინგტონის საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა. აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შედეგად, სავსებით შესაძლებელია, რომ ამერიკას მთელს ისლამურ სამყაროსთან დაეძაბოს ურთიერთობა, როგორც ცნობილია, მსოფლიოში დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანია ისლამის (როგორც სუნიტური, ასევე შიიტური მიმართულების) მიმდევარი. ტრამპის ადმინისტრაციის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ვერც დე-ფაქტო რეალობა შეცვალა, რადგანაც ისრაელი 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისედაც აკონტროლებდა მთელს იერუსალიმს. ვითარება ღაზას სექტორშიც დაიძაბა. ტრამპის განცხადებას მოყვა მასობრივი გამოსვლები ისლამურ სამყაროში და მათი მხრიდან ამერიკის ინიციატივა დაგმობილ იქნა.
აღნიშნული ქმედების შედეგად, აშშ-ის ურთიერთობა დაეძაბა სპარსეთის ყურის ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი და ბაჰრეინი, საერთო ჯამში კი, ტრამპის განცხადებას მოყვა მასობრივი გამოსვლები ისლამურ სამყაროში და მათი მხრიდან ამერიკის ინიციატივა დაგმობილ იქნა.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის მეორე, ჩვენის აზრით მცდარ გადაწყვეტილებას, იგი ირანის ბირთვული პროგრამიდან აშშ-ის გამოსვლის საკითხს უკავშირდება. აღნიშნულმა ნაბიჯმა თავის მხრივ შესაძლოა დაძაბოს ვითარება ახლო აღმოსავლეთში და გაზარდოს უთანხმოება ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის.   
იმ პერიოდში, როდესაც ირანის ხელისუფლების სათავეში რადიკალი ლიდერი აჰმადინეჯადი იმყოფებოდა, რომლის დროსაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობროიბის მხრიდან მრავალი კითხვა არსებობდა, აშშ-სა და ირანის შორის არსებული დაძაბულობა სრულიად გასაგები იყო. თუმცა, მოგვიანებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეში შედარებით ზომიერი ჰასან როუჰანის მოსვლამ დასავლეთსა და ირანს შორის დიალოგის წარმართვა, მათ შორის ბირთვული პროგრამის საკითხებზე სავსებით  რეალური გახდა. შედეგად, 2015 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ ექვსმხრივ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ირანი, ქვეყანაზე დაწესებული სანქციების ეტაპობრივი შემსუბუქების სანაცვლოდ საკუთარ ბირთვულ პროგრამას უფრო გამჭვირვალეს გახდიდა. აღნიშნულმა შეთანხმებამ ირანს საშუალება მისცა დამატებითი მოცულობის ნავთობი გაეტანა საერთაშორისო ბაზარზე, რამაც საერთო ჯამში მსოფლიოში ნავთობზე ფასების კლებას ხელი შუეწყო, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახა რუსეთის ეკონომიკაზე.          
 
ამერიკის გასვლამ ბირთვული შეთანხმებიდან, შესაძლოა ამერიკის ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან რამდენიმე მიმართულებით დაძაბოს.         
უპირველეს ყოვლისა,  უთანხმოება წარმოიშვა ამერიკასა და მის ევროპელ  პარტნიორებს შორის, რადგანაც ევროკავშირმა ამერიკის ქმედებას მხარი არ დაუჭირა. თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დონალდ ტრამპს მოუწოდა ირანის ბირთვული შეთანხმება არ მიეტოვებინა.
მეორე, ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში არსებული ნავთობის მარაგების 9% და ბუნებრივი აირის 16%, ამერიკის გამოსვლამ შეთანხმებიდან,  შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობზე ფასების ზრდა, რადგანაც ირანს არ ექნება შესაძლებლობა დამატებითი რაოდენობის ნავთობი გაიტანოს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე, პრობლემა შეიძლება შეექმნას ირანიდან ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის შესაძლო ექსპორტის საკითხს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ბარელზე 80 დოლარს გადააჭარბა, აღნიშნული კი რუსეთის ეკონომიკის ავტომატურ გაძლიერებას გულისხმობს, რადგანაც რუსეთის შემოსავლების 50%-ზე მეტი ნავთობისა და გაზის ექპორტზეა დამოკიდებული. აღნიშნულ კონტექსტში ალბათ ასევე აუცილებლია გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ამერიკის და მთლიანობაში საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მთავარ  გეპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს რუსეთი და არა ირანი წარმოადგენს.

მესამე,  ამერიკის ქმედებამ შესაძლოა რუსეთისა და ირანის კიდევ უფრო დაახლოება გამოიწვიოს. მითუმეტეს ცნობილია, რომ ბირთვულ, და ასევე სამხედრო სფეროში ამ  ორ სახელმწიფოს შორის ისედაც მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდა, მაგალითად, რუსეთმა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისათვის ირანს შესაბამისი ბირთვული ტექნოლოგიები გადასცა, გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით რუსეთსა და ირანს შორის ე.წ. „საგზაო რუკა“ არსებობდა. შესაბამისად, ამერიკის ახალმა პოზიცია ირანთან მიმართებაში ხელს შეუშლის ისლამური რესპუბლიკის დასავლეთის მიმართულებით ინტეგრაციის პროცესს და პირიქით, შესაძლოა გააძლიეროს ანტი-დასავლური ბლოკი, მაგალითად:  რუსეთ-ჩინეთ-ირანის კავშირი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთი ნავთობზე საკუთარ მოთხოვნილებას დაახლოებით 15%-ით ირანიდან იმპორტირებული ნავთობით იკმაყოფილებს. გარდა ამისა, ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (რუსეთ-ჩინეთის და ცენტრალური აზიის ოთხი სახელმწფოს გაერთიანება) მეთვალყურის სტატუსით სარგებლობს.
  
ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
და საქართველო
ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით, აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უარყოფითად აისახება. კერძოდ, საქართველოსთვის ინტერესებში დასავლეთისთვის და პირველ რიგში აშშ-სათვის   დამატებითი პრობლემების გაჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე ახალი კონფლიქტური კერის შექმნა (ან ძველის თავიდან გაღვივება), დასავლეთს აიძულებს უფრო ნაკლები ყურადღება მიაპყროს პოსტ-საბჭოთა სივრცეს, ხოლო თავის მხრივ, რუსეთს აძლევს მეტ შესაძლებლობას, რომ კრემლმა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე (რომელსაც იგი პრივილეგირებულ ინტერესთა ზონად აღიქვამს) საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გააძლიეროს. რუსეთი წლების განმავლობაში უწყობდა ხელს ირანის ბირთვული საკითხის ყურადღების ცენტრში მოქცევას, რათა დასავლეთს უფრო მეტ მიმართულებაზე მოეწია ბრძოლა (მაგ: ავღანეთი, ერაყი, ჩრდ. კორეა, ლიბია, სირია, „ისლამური სახელმწიფო“ და ა.შ.) და ამის პარალელურად რუსეთს უფრო მეტი მოკავშირე გაეჩინა საერთაშორისო ასპარეზზე (გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში წლების განმავლობაში რუსეთი ჩინეთთან ერთად წინააღმდეგი იყო ირანისთვის სანქციების დაწესების).
ასევე აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასების ზრდა  ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგანაც ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტებს ქვეყნის იმპორტის სტრუქტურაში დაახლოებით 10% უკავია, შესაბამისად, იმპორტის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება, რამაც შესაძლებელია ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბალანსზე და ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. 

Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...