Skip to main content

საპროტესტო აქციები სომხეთში  - ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური ასპექტები

შესავალი
მიმდინარე წლის აპრილში სომხეთში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ცნობილია, ერევნის ცენტრში და ქვეყნის სხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგე, ახლადდანიშნული პრემიერ მინისტრის - სერჟ სარქისიანის გადადგომას მოითხოვდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა   პროტესტანტების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და თანამდებობიდან გადადგა.
პრემიერ - მინისტრის გადადგომის შემდეგ, დემონსტრაციები გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეების ახალ მოთხოვნას  ვადანდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა წარმოადგენს.
სომხეთში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები
უნდა აღნიშნოს, რომ მასობრივი დემონსტრაციების დაწყებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი გააჩნდა: პირველი და მნიშვნელოვანია პოლიტიკური საკითხი. 1991 წლიდან, ანუ სომხეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან, ქვეყანაში ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა ფუნქციონირებდა, ანუ პრეზიდენტის არჩევა  პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ ხდედბოდა. სომხურმა საზოგადოებამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ ძალიან ხშირად, მოსახლეობას აქვს იმის პოტენციალი, რომ გაილაშქროს ქვეყნის ხელისუფლების იმ პოზიციის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოების აზრით მოსახლეობის უმრავლესობის ნებას არ ემთხვევა. მაგალითად, საზოგადოების ზეწოლის   შედეგად, სომხეთში ხელისუფლების ცვლა რამდენჯერმე განხორციელდა. 1998 წელს, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ  აზერბაიჯანიდან ნავთობსადენების გაყვანის სანაცვლოდ, სომხეთს უნდა დაეწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან მთიანი ყარაბაღის მეზობელი ქვეყნისთვის შესაძლო დაბრუნების თაობაზე, საბოლოო ჯამში ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის პოისტი შეიწირა. საზოგადოების მხრიდან პროტესტის შედეგად, პეტროსიანი იძულებული გახდა გადამდგარიყო თანამდებობიდან რობერტ ქოჩარიანის სასარგებლოდ. სწორედ ამ პერიოდიდან, ერევანში ძალაუფლება გაიმყარა „ყარაბაღის კლანმა“ (ქოჩარიანი ყარაბაღიდან იყო წარმოშობით). საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც ქოჩარიანმა ორი ვადით დაიკავა, მან დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა.

2009 წელს გამართული ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსახლეობის დიდი ნაწილი სარქისიანის პრეზიდენტად არჩევას ეწინააღმდეგებოდა. სარქისიანი თავდაპირველად სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის თანამდებობას იკავებდა. მოსახლეობამ მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის გუნდის წევრის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლა მოხდა არჩევნების გაყალბების გზით. 2009 წელს დაიწყო დემონსტრაციები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სარქისიანის პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებდა. ხელისუფლებამ მომიტინგეების დასარბევად ძალა გამოიყენა, სხვადასხვა მონაცემებით ასეულობით მომიტინგე დაშავდა, ხოლო რამდენიმე გარდაიცვალა.

ასევე აღსანიშნავია, სერჟ სარქისიანის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები. საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა ის ფაქტი,რომ კონსტიტუციუაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, როდესაც სომხეთი ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმარტელობაზე გადავიდა, მოსახლეობას აღარ შეეძლო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წმინდა საპარლამენტო ტიპის მმართველობაზე გადავიდა, არ შეცვლილა პოლიტიკური რეჟიმი და მმართველი ელიტა იგივე დარჩა. პარლამენტის მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევის დროს, მმართველი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატურას ალტერნატივა არ გააჩნდა. მანამდე არმენ სარქისიანი პრემიერის პოსტს იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. მის კანდიდატურას 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მან პრეზინდენტის პოსტზე სერჟ სარქისიანი ჩაანაცვლა.
 
დაძაბულობამ კულმინაციას იმ დროს მიაღწია, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, სერჟ სარქისიანმა პრემიერის პოსტის დაკავება გადაწყვიტა, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, როგორც ერთი კონკრეტული პირის მიერ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კონსტიტუციის თავის თავზე მორგება. სარქისიანის ავტორიტეტის დაცემას ასევე განაპირობებდა მისი ძმის გარშემო აგორებული სკანდალი, იმ პირობებში, როდესაც სომხეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია, მისმა ძმამ ათობით ათასი დოლარი წააგო კაზინოში.

ასევე, უახლოეს წარსულში სერჟ სარქისიანის რეიტინგის ვარდნა მთიან ყარაბაღში მიმდინარე უკანასკნელმა მოვლენებმა განაპირობა. 2016 წლის აპრილში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები განახლდა. შედეგი გახლდათ ის, რომ აზერბაიჯანმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე დაამყარა კონტროლის დამყარება მოახერხა, რაც სომხურ საზოგადოებაში აღქმულ იქნა როგორც ქვეყნის მიერ პოზიციების დათმობა და ხელისუფლების სისუსტედ.

გარდა ამისა, სერჟ სარქისიანი გახლავთ ე.წ. „ყარაბაღის კლანის“ წევრი და მოსახლეობის ნაწილისთვის არასასიამოვნო ფაქტორი აღმოჩნდა, ის რომ ქვეყნის ლიდერის პოსტზე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან დაწყებული, ამ ჯგუფის ინტერესების გამტარებელი პიროვნებები გვევლინებოდნენ. სარქისიანი თავის მხრივ თავისი „კლანის“ წარმომადგენლებს მფარველობდა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ასუსტებდა და კორუფციას აძლიერებდა.  

სომხეთში საპროტესტო ტალღის აგორების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ  ეკონომიკური პრობლემები. სომხეთი გეოგრაფიულად იზოლაციაშია მოქცეული. ერთის მხრივ, მას საზღვარი ჩაკეტილი აქვს თურქეთთან და მეორეს მხრივ აზერბაიჯანთან, ამ ფაქტმა კი სომხეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუშალა. 2006 წელს სომხეთის მშპ 14%-ით გაიზრდა, მაგრამ 2009 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მშპ 16%-ით შემცირდა. პოსტ - საბჭოთა სივრცეში, მშპ-ს ერთ სულზე გაანგარიშებით (3000$), სომხეთი  ბევრ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას ჩამორჩება. შესაბამისად, სომხეთის მოსახლეობის ნახევარმა ქვეყანა დატოვა, ქვეყნის ბევრი მოქალაქედ იძულებული გახდა რუისეთში, ევროპაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში წასულიყო სამუშაოს საშოვნელად. სარქისიანის მმართველობის პერიოდში, რომელიც 10 წლის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს, ზემოაღნულ მიზეზთა გამო, ქვეყნის სოციალ - ეკონომიკური განვითარება ვერ მოხერხდა.

მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები და სომხეთის საგარეო-პოლიტიკური ორინტაცია

დღევანდელი მონაცემებით, მას შემდეგ,რაც სერჟ  სარქისიანი გადადგა და არმენ სარქისიანმა  მთავრობა გადააყენა, მმართველ ძალად მაინც რესპუბლიკური პარტია რჩება.
ოპოზიციის და მათი ლიდერის ნიკოლ პაშინიანის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას (ოპოზიციური პარტიების პოზიციების განმტკიცების მიზნით),  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება წარმოადგენს.

საინტერესოა თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ხელისუფლების შესაძლო ცვლილებების შემდეგ.
სომხეთშიც და საქართველოშიც, ნებისმიერი მთავრობის პირობებში, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება მოხდება, იმის გათვალისწინებით, რომ  სომხეთი საკუთარი საგარეო სავაჭრო ოპერაციების დაახლოებით 70%-ს საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს. ერთის მხრივ, იზოლაციისგან თავის დაღწევის მიზნით, სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველო დაინტერესებულია საქართველოში მცხოვრები - სამხრეთ - ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწუყობაში და სეპარატიზმის პროვოცირების თავიდან აცილებაში. ამ მიმართულებით, საქართველო გარკვეულწილად სომხეთის მხარდაჭერას საჭიროებს.  

იმის მიუხედავად, რომ შესაძლეებლია ლიბერალური პარტიის (ნიკოლ პაშინიანის პარტია) მდგომარეობა სომხურ პოლიტიკურ ასპარეზზე განმტკიცდეს, თუმცა, საგარეო პოლიტიკაში უახლოეს მომავალში რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. კერძოდ, სომხეთსა და თურქეთს შორის ვერ იქნება დამყარებული კეთილმეზობლური ურთიერთობა იმ დრომდე, სანამ თურქეთი არ აღიარებს სომხების 1915 წლის  გენოციდს (ეს გახლავთ სომხეთის პოზიცია, თუმცა თურქეთი გენოციდის ფაქტს უარყოფს). რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, სომხური საზოგადოება თვლის, რომ ყარაბაღი წარმოადგენს უძველეს სომხურ რეგიონს და მასზე სომხეთის დე ფაქტო კონტროლი უნდა შენარჩუნდეს, თუმცა შესაძლებელია გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნეს ყარაბაღის გარშემო სომხეთის ძალების მიერ დაკავებული 7 რეგიონის გარშემო.

როგორც აღინიშნა, ოფიციალური ერევანის საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლა მოსალოდნელი არ არის. ლიბერალური პარტიის ხელისუფლების სათავეში შესაძლო მოსვლამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით სომხეთი იძულებული იქნება რუსეთის ინტერესებს ანგარიში გაუწიოს. თუკი მაგალითად სომხეთი გამოვა ევრაზიული კავშირიდან, კრემლმა შესაძლოა „მთიანი ყარაბაღის“ კონფლიქტში მხარი აზერბაიჯანს დაუჭიროს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2014-2016 წლებში რუსეთმა დაახლოებით 2 მლრდ. დოლარის შეიარაღება გადასცა აზერბაიჯანს, რამაც  საშუალება მისცა ბაქოს, განეახლებინა კონფლიქტი „მთიან ყარაბაღში“. სომხეთისათვის აღნიშნულ რეგიონზე კონტროლის შენარჩუნების მთავარი გარანტორად რუსეთი გვევლინება.

როგორც ცნობილია, რუსეთი და სომხეთი გაწევრიანებულები არიან დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ხელშეკრულების ფარგლებში წევრი სახელმწიფოები იღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ ერთ-ერთ წევრზე შეიარაღებული  თავდასხმის შემთხვევაში, დაიცვან - მათ შორის სამხედრო ძალით აღნიშნული ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, რუსეთი ვალდებულია სომხეთს ომის შემთხვევაში სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. გარდა ამისა, სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა და საზღვრის დაცვის ნაწილებია განთავსებული. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში აუცილებელია აღინიშნოს, რომ რუსეთს სომხეთის წინაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ვალდებულება აღებული, თუკი მესამე სახელმწიფო უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, მაგრამ სომხეთის მხრიდან საგარეო - პოლიტიკური კურსის შეცვლისა და აზერბაიჯანთან ომის განახლების შემთხვევაში, ოფიციალურ კრემლს შეუძლია განაცხადოს, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს „მთიან ყარაბაღში“, რომელსაც რუსეთი აღიარებს როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია და მოსკოვი ოფიციალური ერევნის წინაშე იურიდიულ პასუხისმგებლობას მოიხსნის. თუკი თვალს გადავავლებთ  უახლეს ისტორიას, იყო პერიოდი, როდესაც ოფიციალური მოსკოვი კერძოდ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება „მთიანი ყარაბაღის“ კონფლიქტში სამხედრო და სხვა სახის დახმარებას აზერბაიჯანს უწევდა. სსრკ-ის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ 1990 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ წარმოადგინა იდეა და პროექტი ახალი სამეკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოკავშირე რესპუბლიკების უფლებებები სსრკ-ის შენარჩუნების პირობით უნდა გაზრდილიყო. ამ დროისთვის სომხეთი (რომელსაც ეროვნული მთავრობა მართავდა „ყარაბაღის კომიტეტის“ თავმჯდომარის ხელმძღვანელობით), საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკასთან ერთად იყო ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას უჭერდა მხარს, ამავე დროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სათავეში იმ დროს მყოფი პრო-რუსი ლიდერი (ა. მუტალიბოვი), საბჭოთა კავშირის შენარჩუნების იდეას ემხრობოდა. ზემოაღნიშნულის ფონზე, მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერით სწორედ რომ აზერბაიჯანი სარგებლობდა. იმ დროს აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა. თუმცა, 1992 წლიდან (საბჭოთა კავშირის დაშლის დოიდან), როდესაც სომხეთი დსთ-ში გაწევრიანდა, ხოლო აზერბაიჯანის ახალი პრეზიდენტი - ეროვნული ძალების (აზერბაიჯანის „სახალხო ფრონტი“) ლიდერი  აბულფაზ ელჩიბეი  და აზერბაიჯანის მილი მეჯლისი ქვეყნის დსთ-ში გაწევრიანების თაობაზე დოკუმენტის რატიფიცირებაზე უარს აცხადებდნენ, ელცინის რუსეთმა სომხეთის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო, რამაც საბოლოო ჯამში 1994 წლის მაისში „მთიან ყარაბაღსა“ და მის გარშემო მდებარე 7 რეგიონზე სომხეთის კონტროლი განაპირობა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ეტაპზე რუსეთს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება აზერბაიჯანთან უფრო აწყობს, რათა ამ ქვეყანაში არსებული  ბუნებრივი აირისა და ნავთობის სფეროზე გარკვეული გავლენა მოახდინოს (მაგ: აზერბაიჯანული გაზის იმპორტი რუსულ ბაზარზე, რაც რუსეთმა რამდენიმე წლის წინ უკვე განახორციელა) და ხელი შეუშალოს დასავლეთისთვის და მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების (მაგ: „ტანაპის“ პროექტი) განხორციელებას.
დასკვნა

სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე მსჯელობისას უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სომხეთი ცდილობს სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას დასავლეთთან, მაგალითად სომხეთი კვლავ არის ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის წევრი, ასევე ნატო-ს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი, აუცილებელია აღინიშნოს რომ აშშ-მა სომხეთში რამდენიმე წლის წინ  „ათასწლეულის განვითარების“ პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სომხეთმა ვაშინგტონისგან  ინფგრასტრუტურული პროექტების განხორციელების მიზნით 220 მლნ ამერიკული დოლარი მიიღო.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე ძალზედ დიდია და მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის ბოლო ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა, ლორდ პალმერსტონმა განაცხადა,  რომ “პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრებიდა მეგობრები, არსებობენ სახელმწიფოს მუდმივი ინტერესები“, სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ კურსში რადიკალურ გარღვევებს არა, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ, რაზეც სომხეთის საპროტესტო დემოსტრაციების ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის 
ნიკოლ ფაშინიანის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სიტყვები მეტყველებს, რომელთა თანახმად:   მოძრაობას არავითარი საგარეო პოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნდა. არ არსებობს არავითარი საგარეო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, არ არსებობს გეოპოლიტიკური შეთქმულება. რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება, საერთოდ არაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს კითხვები, რომლებიც განხილვას ექვემდებარება.

სტატიის ავტორები:

ქეთევან ჯებისაშვილი
ნიკა ჩიტაძე

ცენტრის მკვლევარები





Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...