Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2018

რამდენიმე მოსაზრება სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" "აღიარების" შესახებ.

ავტორები : საერთაშორისო სწავლების ცენტრის მკვლევარები ნიკა ჩიტაძე ქეთევან ჯებისაშვილი ის ფაქტი , რომ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არსებულმა ერთ - ერთმა ყველაზე სასტიკმა - სირიის ავტორიტარულმა რეჟიმმა ცნო აფხაზეთისა და " სამხრეთ ოსეთის " " დამოუკიდებლობა ", კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე , თუ ვინ დგას საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის აღიარების საკითხში საქართველოს გვერდზე ( საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება და სხვა მრავალი ქვეყანა ) და ვინ დგას რუსეთის გვერდზე . თუ ოფიციალური კრემლი ბაშარ ასადის სისხლიანი რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და " სამხრეთ ოსეთის " აღიარებას თავის გამარჯვებად მიიჩნევს , ალბათ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს უნდა შევახსენოთ , რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა რეჟიმმა 2011-2018 წლების განმავლობაში 400 000- ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 11 მილიონი კი იძულებული გახადა ლტოლვილი გამხდარიყო . კონფლიქტი კი მოგეხსენებათ 2011 წელს დაიწყო , ...