Skip to main content

რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სავარაუდო სცენარები

                     რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სავარაუდო სცენარები  


ნიკა ჩიტაძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის დირექტორი


მოკლედ განვიხილოთ რუსეთ - უკრაინის ომის ფარგლებში მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მაგალითების გათვალისწინებით, რუსეთის პოზიციები გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საინფორმაციო და სხვა თვალსაზრისით დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეირყა, ფაქტია, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და როგორც ჩანს, რუსეთის დიქტატორი პუტინი აპირებს საკუთარი სამხედრო, ადამიანური თუ ეკონომიკური რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, რათა უკრაინაში ომი გაგრძელდეს და პუტინის რეჟიმმა მაქსიმალური დროის განმავლობაში შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია განხილულ იქნეს მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, კერძოდ.  

პესიმისტური

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთი შეეცდება კავშირების გარღმავებას მის პოტენციურ პარტნიორებთან, პირველ რიგში კი ირანთან, ჩინეთთან და ინდოეთთან, რაც მას შესაძლებლობას მისცემს ნაკლები დანაკარგებით აიცილოს მის წინააღმდეგ დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს მიერ დაწესებული სანქციები და აღნიშნულ და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის შედეგად მიღებული ფინანსური რესურსი უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაგრძელების მიზნით წარმართოს და მრავალი სამხედრო დანაშაული კვლავ ჩაიდინოს.

მეორე პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოცილების შემთხვევაშიც, დღევანდელი რუსი დიქტატორის ადგილს სხვა დიქტატორი დაიკავებს, რისი მიზეზიც გახლავთ ის, რომ რუსეთში მოქმედ დემოკრატიულ ძალებს მხარს უჭერს რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 2-3%, ხოლო პუტინის მხარდამჭერი მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ (ერთიანი რუსეთი) მთავარ ოპოზიციურ ძალებად განიხილებიან „კომუნისტური პარტია“ და „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, ანუ ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებიც  პუტინთან და მის პარტიასთან ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, შეიძლება კიდევ უფრო მეტად უჭერდნენ მხარს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს და სისხლიან ომს უკრაინაში. შესაბამისად, რუსეთის ომში დამარცხების შემთხვევაშიც, რაც იმედია მალე მოხდება, რუსეთში ხელისუფლების სათავეში კვლავ დარჩებიან რევანშისტული ძალები, რომლებსაც მუდმივად ექნებათ სურვილი გაძლიერების შემთხვევაში კვლავ გააჩაღონ ომი და არ დაუშვან რუსეთში დემოკრატიული პროცესების განვითარება. თუ ჩვენ გავავლებთ გარკვეულ პარალელს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიასთან, იქ ნათლად გამოჩნდა, რომ გერმანიისა და მისი მმართველი ძალის, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის განადგურების შემდეგ, დასავლეთის (ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ) საოკუპაციო ზონაში შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და აღნიშნული ქვეყნის სათავეში მოვიდა დემოკრატიული ძალა-ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. ანუ, დასავლეთ გერმანიაში გამოჩნდა ის დემოკრატიული ძალა (სხვა, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან ერთად), რომელმაც დასავლეთ გერმანიის დემოკრატიულ და მშვიდობიან განვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღო. რუსეთში ესეთი ძალა არ ჩანს, მითუმეტეს რომ დასავლეთის მიზანი არ გახლავთ საბრძოლი ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა და რუსეთში არსებული რეჟიმის ძალით დამხობა.

ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკრაინაში თავისი წარუმატებლობის ფონზე, კრემლმა აღნიშნული ფაქტორის კომპენსირების მიზნით შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების, მათ შორის (ან პირველ რიგში) აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე დიდი ალბათობით ბელარუსის რუსეთთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია, ან განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია იგივე საქართველოს ან სხვა რომელიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ.  

ოპტიმისტური

რუსეთი, ეკონომიკური და სამხედრო დასუსტების ფონზე, საბოლოო ჯამში იძულებული გახდება უარი თქვას საკუთარ იმპერიალისტურ ამბიციებზე, რაც შექმნის კიდეც ნაყოფიერ ნიადაგს, რომ მსოფლიო იყოს გაცილებით მშვიდობიანი. მითუმეტეს ისტორიულად კარგად არის ცნობილი, რომ სწორედ გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა იმპერიის ავღანეთის ომში ჩართვამ და მოგვიანებით ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემამ აიძულა საბჭოთა იმპერია, რომ კრემლს უფრო დამთმობი პოლიტიკა გაეტარებინა საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროს მიმართ. დასავლეთის, პირველ რიგში კი აშშ-ის ავღანელი მოჯაჰედებისადმი სამხედრო დახმარების მოცულობა წელიწადში 2 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, ხოლო 1985-1987 წლებში, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ნავთობის სფეროში გარიგების დადების შედეგად, მსოფლიო ფასები ნავთობზე დაახლოებით 2,5-ჯერ შემცირდა, რისი შედეგიც გახლდათ ის, რომ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის დეფიციტი 1985-1988 წლებში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა, ხოლო საბჭოთა იმპერიის - ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 73%-ით შემცირდა. ყველაფერმა ზემოაღნიშნულმა საბოლოო ჯამში გამოიწვია მსოფლიოს კომუნისტური სისტემისა და საბჭოთა იმპერიის დაშლა. დღევანდელ დღესაც, დაახლოებით იგივე სიტუაცია მეორდება, კერძოდ, დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებული ემბარგოს შედეგად, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დეფიციტმა 2023 წლის იანვარ-მარტში 34 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხება შექმნის წინაპირობას, რომ მსოფლიოში არსებული, პირველ რიგში კი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტები გადაიჭრას მშვიდობიანი გზით და კაცობრიობამ იცხოვროს ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში, სადაც ომსა და კონფლიქტებს შეცვლის ერთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობის და საერთაშორისო მშვიდობის პრინციპი. 

 

 

 

Comments

Popular posts from this blog

The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025

  The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025.   By: Nika Chitadze. Professor of the International Black Sea University The paper discusses all the important domestic and foreign policy priorities that the newly elected US President, Donald Trump, has pursued or his future goals during the first months of his presidency.   As is known, the future development of the world largely depends on the policy pursued by the only superpower on our planet, the United States.   Keywords: Donald Trump, Presidency, USA, Internal Policy, Foreign Policy, National Security   Introduction    As is well known, the second presidency of the 47th President of the United States, Donald Trump, began on January 20, 2025, following his inauguration (The White House, 2025). Trump assumed office following the 2024 presidential election, in which he defeated the Democratic Party candidate, Vi...

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

  ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ავტორი: ნინო დვალიძე შესავალი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დინამიკაა თანამედროვე გლობალურ წესრიგში. როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, მათი ურთიერთქმედება გამოირჩევა ინტენსიური კონკურენციისა და შემთხვევითი თანამშრომლობის კომბინაციით. ეკონომიკური დაძაბულობა, სამხედრო მეტოქეობა და იდეოლოგიური განსხვავებები ქმნიან მათი მუდმივი ბრძოლის ხერხემალს დომინირებისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობასა და მმართველობაზე. ეს განვითარებადი ურთიერთობა ცენტრალურ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში, სავაჭრო დავებიდან დაწყებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბირთვული უსაფრთხოება, ძირეული სტრუქტურული კონფლიქტები აგრძელებს გამოწვევას მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ ძალისხმევაზე. როდესაც ...

Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia

  Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia        Nika Chitadze. Ph.D.       Director of the Center for International Studies       President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research         Center       \ As it is known, US Secretary of State Michael Pompeo visits Georgia on November 17-18. He will hold meetings with the representatives of the Georgian government and the non-governmental sector. Mike Pompeo will also meet with the Catholicos-Patriarch in Tbilisi. Overall, it is noteworthy that in the aftermath of Georgia's restoration of state independence, the United States provided significant political or economic support to Georgia. In particular, under various programs, the total volume of financial assistance of the United States for Georgia has exceeded $ 4 billion. Given Georgia's ...