გლობალური სანედლეულო პრობლემების ეკოლოგიური ასპექტები ნიკა ჩიტაძე გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი შესავალი. სანედლეულო პრობლემების ზოგადი ნიშნები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას კაცობრიობის ნედლეულით მაქსიმალური უზრუნველყოფა წარმოადგენს. მოცემული საკითხი, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ გლობალური მნიშვნელობა მან უკანასკნელ ათწლეულებში შეიძინა, როდესაც მოსახლეობის რაოდენობისა და წარმოების მოცულობის უპრეცენდენტო ზრდამ მთელი სიმწვავით წამოჭრა სანედლეულო პრობლემა. გლობალური სანედლეულო პრობლემები დაკავშირებულია ნედლეულზე (როგორც ენერგეტიკულ, ასევე ლითონურ და არალითონურ წიაღირსეულზე) მოთხოვნილების ძალიან სწრაფ, ხშირ შემთხვევაში სტიქიურ ზრდასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოე...