რამდენიმე მოსაზრება საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ
ნიკა ჩიტაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი
შესავალი
მოსახლეობის დემოგრაფიულ დინამიკას ორი ფაქტორი განსაზღვრავს
- ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა. იმის და მიხედვით, თუ როგორია მოსახლეობის ბუნებრივი
და მექანიკური მოძრაობა, იზრდება ან მცირდება მოსახლეობა.
მოსახლეობის რიცხოვნობა, სახელმწიფოს
სიძლიერეა. ერის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე ძირითადად მისი მოსახლეობის
რიცხოვნობაშია. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა განაპირობებს ასევე ქვეყნის დემოგრაფიულ
უსაფრთხოებას. მოსახლეობის ასეთი დაბალი ბუნებრივი მატება, როგორიცაა პოსტსაბჭოთა საქართველოში,
მას არ ჰქონია მთელი მისი ისტორიის მანძილზე. მიუხედავად მრავალი გამანადგურებელი შემოსევისა,
შობადობის დონე და ბუნებრივი მატება ყოველთვის უზრუნველყოფდა მოსახლეობის გაფართოებულ
კვლავწარმოებას, როდესაც შვილების თაობა რიცხობრივად აღემატებოდა მშობლების თაობას.
პოსტსაბჭოთა საქართველოში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. შვილების თაობა მშობლების
თაობასთან შედარებით ნაკლები იბადება. თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის ინტენსიურ ემიგრაციასაც,
მივიღებთ მწვავე დემოგრაფიულ კრიზისს. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრულად. საქართველოს
მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა და კვლავწარმოება ისტორიულად იყო ევროპული ტიპის.
XIX საუკუნესა და თვით XX საუკუნეში, ეკონომიკურად გაცილებით დაბალი დონის მქონე საქართველო
განვითარებული ქვეყნების დემოგრაფიული პარამეტრებით ხასიათდებოდა, რაც საქართველოს
თავისებურებას წარმოადგენდა. კონკრეტულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ შობადობის დონე
XIX საუკუნის საქართველოში ევროპის ქვეყნებთან და რუსეთთან შედარებით დაბალი იყო, მაგრამ
უფრო დაბალი იყო სიკვდილიანობაც, რის შედეგადაც
მოსახლეობის ბუნებრივი მატება აღნიშნულ ქვეყნებზე დაბალი არ იყო (Khmaladze, 2018). შესაბამისად,
მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიურია,
ე.ი. საქართველოში შობადობის და მოკვდაობის ჯამის უფრო მეტი წილი მიდიოდა ბუნებრივ
მატებაზე, ვიდრე ევროპაში.
საქართველოს მოსახლეობის
რაოდენობასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორიული ასპექტები
ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1 289 200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1 919 400 ადამიანი, 1914 წელს კი 2 600 400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. დემოგრაფთა ცნობის თანახმად, 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3 365 000 ადამიანს (Ingorokva, 1990). საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს (Chitadze, 1993).
თუ განვიხილავთ აღნიშნულ
აღწერებს, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ 1926 წელს საქართველოს მოსახლეობამ
შეადგინა 2 677 ათასი, ხოლო 1959 წელს 40 44 ათასი კაცი. მე-20 საუკუნის 60-80-იან
წლებში საქართველოში მექანიკური მოძრაობა უარყოფითი გახდა, ე.ი. ქვეყნიდან უფრო
მეტი ადამიანი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის რაოდენობა
მაინც იზრდებოდა, ვინაიდან ბუნებრივი მატება საგრძნობლად სჭარბობდა მექანიკურ
კლებას. 1989 წელს საქართველოს მოსახლეობამ 5 443 ათასს მიაღწია (Chitadze, 1993).
1990-1996 წლებში ბუნებრივი
მატება შემცირდა, თუმცა დაბადებულთა რიცხვი მაინც სჭარბობდა გარდაცვლილთა
რაოდენობას. 1997-2004 წლებში კი სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას. ამას
დაემატა ინტენსიური მექანიკური კლება, ყოველივე ამის გამო საქართველოს მოსახლეობა
მკვეთრად შემცირდა. 2011 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობამ შეადგინა 4469,2 ათასი
კაცი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე), რაც თითქმის მილიონით ნაკლები
მცხოვრებია 1989 წლის მაჩვენებელთან შედარებით (National Statistics Office of Georgia, 2023).
მდგომარეობა კიდევ უფრო
გაუარესდა შემდგომ წლებში. 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 713
804 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის 57,2% ცხოვრებდა
ქალაქში (National Statistics Office of Georgia, 2023).
საქართველოში მოსახლეობის კვლავწარმოების
ძირითადი ასპექტები
ზემოაღნილზე ფაქტორებზე დაყრდნობით შეგვიძლია
საქართველოში არსებული კვლავწარმოების (ბალანსი მოსახლეობის შობადობასა და
სიკვდილიანობას შორის) ძირითადი მაჩვენებლები განვიხილოთ.
მე-20 საუკუნის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი
საქართველოში თანდათან მცირდებოდა, რაც ბუნებრივი მოვლენა იყო. იგი დაკავშირებული
იყო მრექველობის განვითარებასთან, ქაალქის მოსახლეობის ზრდასთან, ქალთა ფართო
დასაქმებასთან და ა.შ.
1991 წლის შემდეგ საქართველოში უმძიმესი
დემოგრაფიული მდგომარეობა შეიქმნა. ეს გამოიწვია რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა
ვითარებამ. ქვეყნის გარეთ სამუსაოდ წასულთა რიცხვმა შეადგინა რამდენიმე ასეული
ათასი, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა. ამან კი მკვეთრად შეამცირა შობადობა -
1992 წელს ეს მაჩვენებელი 14,9, ხოლო 2002 წელს 10,7 პრომილემდე შემცირდა. 2002
წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა
პირველად განხორციელდა, გაირკვა რომ იმავე 2002 წელს საქართველოში ორჯერ ნაკლები
ბავშვი დაიბადა, ვიდრე 1989 წელს. ამავე დროს იზრდებოიდა სიკვდილიანობის
კოეფიციენტი ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდის გამო. ბუნებრი მატების კოეფიციენტი
1992 წელს არ აღემატებოდა 5,3 პრომილეს, ხოლო 1994 წელს 2,1 პრომილეს, ხოლო 1997
წელს ნულოვანი გახდა. აღნიშნული მდგომარეობა გარკვეულწილად გამოსწორდა 21-ე
საუკუნის პირველი დეკადის დასასრულს, როდესაც 2010 წლისათვის ბუნებრივი მატების
კოეფიციენტმა 3,8 პრომილე შეადგინა
(Davitashvili, Elizbarashvili, 2018).
მეტად არათანაბარი დემოგრაფიული მდგომარეობაა
საქართველოს პროვინციებში. შობადობის მაღალი დონით გამოირჩევა შიდა აჭარა და ქვემო
ქართლი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, აგრეთვე ჯავახეთი, სადაც მოსახლეობის
დიდ უმრავლესობას სომხები შეადგენენ. სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა
კავკასიონის მთიან პროვინციებში - თუშეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში,
შსავ-ხევსურეთში, ხევსა და მთიულეთში. ახალგარდობამ დატოვა ეს კუთხეები, ამან კი
ძალზე შეამცირა შობადობა. აქ სიკვდილიანობა საგრძნობლად აჭარბებს შობადობას. ამას
ემატება მექანიკური კლებაც, რის შედეგადაც ზოგიერთი პროვინცია თითქმის
გაუკაცრიელდა (თუშეთი, ფშავ-ხევსურეთი).
მოსახლოების ბუნებრივი მატების ხასიათი
განსაზღვრავს მოსახლოების აღწარმოების (კვლავწარმოების) ტიპს. მოსახლეობის
კვკავწარეობა თაობათა მუდმივი ცვლისა და გნახლების პროცესს. განასხვავებენ
გაფდართოებულ კვლავწარებას, როცა გარკვეული ასაკის მოსახლეობის რიცხვი
მნიშვნელოვნად აღემატება ერთი თაობის წინ არსებული იმავე ასაკის მოსახლეობის
რაოდენობას და მარტივ აღწარმოებას - როცა
განხვავება უმნიშვნელოა (ე.ი. როცა შვილების თაობა დაახლოებით იმავე რაოდენობითაა,
რამდენიც მათი მშობლების თაობა იყო იმავე ასაკში). არსებობს შეზღუდული
აღწარმოებაც, როცა ყოველი შემდგომი თაობა უფრო ნაკლებია წინა თაობებთან შედარებით.
ამჟამად საქარტველკო მარტივი აღწარმოების სტადიიდან გადავიდა შეზღუდული
აღწარმოების სტადიაში. 1960 წელს ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა 102 ათასი
იყო, 21-ე საუკუნის დასაწყისში კი მხოლოდ 46 ათასი (Davitashvili, Elizbarashvili, 2018). ეს ციფრები ქვეყნაში არსებულ
მწვავე დემოგრაფიულ ვითარებაზე თავისთავად მეტყველებს.
საქართველოში არსებული
დღევანდელი დემოგრაფიული ვითარება
2023 წლის 1-ლი იანვრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 400 კაცი შეადგინა, რაც
წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი
მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).
„2023 წლის 1-ლი იანვრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო
დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს
შეადგენს.
2023 წლის 1-ლი იანვრის
მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს
შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი
ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6
პროცენტს.
2023 წლის 1-ლი იანვრის
მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793 800 შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ
– 1 942 500. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52
პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს,
რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35
წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის
ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით
ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
წინა წელთან შედარებით,
2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი
შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი (National Statistics Office of Georgia, 2023).
2023 წლის 1-ლი იანვრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ
125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო
იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი,
შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი)
წარმოადგენენ.
2022 წელს, იმიგრანტების
30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები
წარმოადგენენ (BusinessPressNews, 2023).
გაეროს გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს ოდნავ აღემატება. გაეროსვე პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 3,4, ხოლო 2100 წლისთვის 2,4 მილიონი იქნება (Chitadze, 2016).
ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოს ტერიტორიაზე
აღნიშნული საკითხის განსახილველად პირველ რიგში აუცილებელია
განისაზღვროს, თუ ვინ არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები.
იძულებით გადაადგილებული პირი — მოქალაქე, რომელიც იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო დაპირისპირების, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის, სტიქიური ან ანთროპოგენური ხასიათის უბედურების დროს. ასეთ ვითარებაში ის არ გადაკვეთს იმ სახელმწიფო საზღვარს, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული (Oxford Learners
Dictionaries, 2023).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით, ტერმინი იძულებით გადაადგილებულ პირი განიმარტება, როგორც საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ასევე იძულებით გადაადგილებული პირიების აღსანიშნავად გამოყენება ტერმინი ადგილნაცვალი პირები, რომელთა დეფინიციაც ემთხვევა იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიციასაც. ადგილმონაცვლე პირები არიან საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, საკუთარი კარ-მიდამოდან ომის, რევოლუციის, შიმშილის ან სტიქიური უბედურების მიზეზით ადგილნაცვალი პირი (Legislative Herald
of Georgia, 2014).
1998 წლის „სახელმძღვანელო პრინციპებში იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ“ ტერმინი განმარტებულია, როგორც, პიროვნებები ან პიროვნებათა ჯგუფები, რომლებიც იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები ან მუდმივი საცხოვრებლები, პირველყოვლისა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ გამხდარიყვნენ მსხვერპლნი შეიარაღებული დაპირისპირებებისა, ძალადობისა, ადამიანის უფლებების დარღვევებსა ან/და ბუნებრივი/ხელოვნური კატასტროფებისა, თუმცა მათ საკუთარი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ გადაუკვეთავთ
(Legislative Herald of Georgia, 2014).
იძულებით გადაადგილებულ პირთა პოპულაციები
იძულებით გადაადგილებულ პირთა ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ჟენევაში 1998 წელს დააფუნეს საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის რაოდენობრივი მაჩვენებლების, ანალიტიკური მასალისა და ექსპერტიზის დოკუმენტების შექმნით, შეამციროს პირთა იძულებით გადაადგილების სამომავლო რისკები, ასევე ამ სტატუსის მატარებელი პირებისთვის გაუმჯობესდეს საყოფაცხოვრებო პირობები.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2018 წლის ანგარიშში Internal Displacement Monitoring Centre-ის მიერ მომზადებული რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, 41,3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდნენ შეიარაღებული კონფლიქტების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის მიზეზით, რაც 2017 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (Internal Displacement
Monitoring Center, 2018).
იძულებით გადაადგილებული პირის მდგომარეობა საქართველოში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 277 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია, რომლთაც ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან მოუწიათ იძულებით გადაადგილება. Internal Displacement Monitoring Centre (IDMC)-ის მონაცემებით კი ამჟამად საქართველოში 293 000 იძულებით გადაადგილებული პირია (MOH, 2023). მონაცემთა სხვაობა ძირითადად განპირობებულია განსხვავებული შეფასებისა და ანალიზის სისტემით.
კანონს, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი ეწოდება, რომლის მიხედვითაც ტერმინი - იძულებით გადაადგილებული პირი, ტერმინ - დევნილთან არის გათანაბრებული და იდენტური სამართლებრივი მდგომარეობა აქვს. ამიტომ, ქართულენოვან წყაროებში იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილებადაც მოიხსენიებენ.
ვინ არის ლტოლვილი?
ლტოლვილი ეს არის პირი…რომელიც მოექცა ძალადობის, დევნის ქვეშ ან რომელსაც საფუძვლიანად ეშინია გახდეს რასობრივი თუ ეროვნული მიკუთვნებულობის, მრწამსის, ენის, კარკვეული სოციალური ჯგუფისა თუ პოლიტიკური მრწამსის ნიშნით დევნის ობიექტი და იძულებულია დატოვოს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღმოჩნდა ან განზრახული აქვს აღმოჩნდეს, რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქესაც ის არ წარმოადგენს. გარდა ამისა, მიზეზები, რომლის გამოც ლტოლვილი ტოვებს თავის ქვეყანას შეიძლება იყოს გარეშე აგრესია, ოკუპაცია, უცხოელთა ბატონობა ან მოვლენები, რომლებმაც სერიოზულად დაარღვიეს წესრიგი ამ ქვეყანაში ან ბუნებრივი ხასიათის მოვლენები (გვალვა, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) როცა შერყეულია ამ ქვეყანაში ადამიანთა არსებობის მატერიალური ან სხვა პირობები. ლტოლვილად არ შეიძლება ცნობილ იქნეს პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამყაროს წინააღმდეგ, სამხედრო დამნაშავეები ან ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებსა და პრინციპებს, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირები. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აკრძალულია ლტოლვილის დისკრიმინაცია ნებისმიერი მოტივით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კანონს ლტოლვილთა შესახებ (UNHCR, 2023).
როგორც ვარაუდობენ, ჩვენი
ქვეყნის ფარგლებს გარეთ 100 ათასამდე ლტოლვილი ცხოვრებს (National Library of Georgia, 2023). ამავე დროს, თვითონ
საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე საქართველოში 17 000 უკრაინელი ლტოლვილი რჩება
კვლევითი
ორგანიზაცია PMC მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის
შემდეგ, უკრაინის ტერიტორია ჯამში
18.4 მილიონმა
მოქალაქემ დატოვა. აქედან
10.8 მილიონი
სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო
8 მილიონზე მეტი, ანუ
მთლიანი მოსახლეობის 18.4% კვლავ ლტოლვილის სტატუსით
რჩება. კვლევის მიხედვით,
საქართველოში 17 000 უკრაინელი ლტოლვილი
ცხოვრობს (Business Formula, 2023).
ანგარიშის თანახმად,
გამოკითხულ უკრაინელთა 65% მასპინძელ ქვეყანაში დარჩენას
გეგმას. 9%-ს უჭირს
გადაწყვეტილების მიღება, 10% ქვეყნის შეცვლას
აპირებს. ხოლო დარჩენილი 16% უკრაინაში დაბრუნებას ფიქრობს (Business
Formula, 2023).
"უკრაინელთა ნაწილი
სამშობლოში დაბრუნებას ომის
დასრულებამდევე იმედოვნებს. ნაწილი
კი ევროპის ქვეყნებში დარჩენას
აპირებს. მათი თქმით,
ისინი ამ ქვეყნებში დასაქმებასთან ერთად
აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში",- აღნიშნულია PMC კვლევითი
ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე
კვლევის მიხედვით, უკრაინელ
ლტოლვილთა ნაწილი, მასპინძელ ქვეყნებში დასაქმებას აპირებს.
მაგალითისთვის, გერმანიაში დასაქმების სურვილი
იქ მცხოვრებ ლტოლვილთა 90%-მა
გამოთქვა, პოლონეთში შემთხვევაში 73%-მა,
ხოლო საქართველოში 56%-მა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ
საქართველოს შემთხვევაში გამოკითხულთა 14% დისტანციურად არის
დასაქმებული.
მონაცემების მიხედვით,
გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა 22%, პოლონეთში 12%, ხოლო საქართველოში 19% დასაქმდა (Business
Formula, 2023).
ამასთან, „2022 წელს,
იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს
მოქალაქეები წარმოადგენენ
(Tabula, 2023).
დასკვნები და რეკომენდაციები
მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა და
მისი შედეგი - მოსახლეობის რიცხოვნობა, არის სახელმწიფოს სიძლიერე. ერის ეკონომიკური,
პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე ძირითადად მისი მოსახლეობის რიცხოვნობაშია. მოსახლეობის
ბუნებრივი მოძრაობა განაპირობებს ასევე ქვეყნის დემოგრაფიულ უსაფრთხოებას. როგორც უკვე აღინიშნა, მოსახლეობის
ისეთი დაბალი ბუნებრივი მატება, როგორიცაა პოსტსაბჭოთა საქართველოში, მას არ ჰქონია
მთელი ისტორიის მანძილზე. შვილების თაობა რიცხობრივად ყოველთვის აღემატებოდა მშობლების
თაობას. პოსტსაბჭოთა საქართველოში შვილების თაობა მშობლების თაობაზე ნაკლები იბადება.
საშუალოწლიურმა ბუნებრივმა მატებამ 1950-1989 წლებში შეადგინა 58,5 ათასი, ხოლო 1990- 2017 წლებში – 8,4 ათასი, ე.ი. 7-ჯერ ნაკლები (Khmaladze, 2018).
საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია შობადობის დაბალი მაჩვენებლებით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდით, მოსახლეობის დაბერების ტენდენციით. არასახარბიელო დემოგრაფიულ მდგომარეობას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, მაღალი მიგრაცია, აბორტების მაღალი მაჩვენებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა და დახმარება, სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ შემდეგი ფინანსური ღონისძიებების გატარებას: ბავშვის/ოჯახის ფინანსური დახმარება, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება, საგადასახადო შეღავათების მინიჭება და ოჯახის ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრის განსახვავებული სისტემის შექმნა. სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების (ან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულების) შესაბამისი გარანტიების შემუშავებითა და ორივე მშობლისათვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემით. განხორციელებული კვლევები ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით. საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის გათვალისწინებით და შესაბამისად, სახსრების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია სახელმწიფომ შეიმუშავოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნეს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ლიტერატურა
Khmaladze, M. 2018. Natural population movement in post-Soviet
Georgia.
Tbilisi State University. Retrieved from: https://dspace.tsu.ge/bitstream/handle/123456789/406/The%20natural%20movement%20of%20the%20population%20in%20post-soviet%20Georgia.pdf?sequence=1&isAllowed=y
Ingorokva, P. 1990. About
Historic Borders of Georgia. Tbilisi State University
Chitadze, N. 1993. National
structure of the population of Georgia. Tbilisi State University
National Statistics Office of Georgia,
2023. Retro-projection of main demographic indicators for the period 1994-2014.
Retrieved from: https://www.geostat.ge/en/single-archive/3199
Chitadze, 2017. World
Georgraphy.
BusinessPressNews, 2023.
Population of Georgia. Retrieved from:
Oxford Learners Dictionaries, 2023. internally displaced person, Retrieved from: www.oxfordlearnersdictionaries.com/definition/english/idp
Legislative Herald of Georgia, 2014. On
Internally Displaced Persons from the Occupied Territories of Georgia.
Retrieved from: https://matsne.gov.ge/en/document/view/2244506?publication=1
Internal Displacement Monitoring Center, 2018. 2018 GLOBAL REPORT ON
INTERNAL DISPLACEMENT. Retrieved from:
https://www.internal-displacement.org/publications/2018-global-report-on-internal-displacement
Ministry of Internally Displaced Persons from the
Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia, 2021. Number
of IDP-s in Georgia. Retrieved from: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2021/_Devnilta_Statistika.pdf
UNHCR, 2023. What is a refugee? Retrieved from: https://www.unrefugees.org/refugee-facts/what-is-a-refugee/
National Library of Georgia, 2023. Number of Refugees
outside of Georgia. http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/period/document/HASH018ff225178fdb8f7a1665ed;jsessionid=20B45EA2B0FE2A4A374CA4F7588A0798?ed=1
Business
Formula, 2023. There are 17 000 Ukrainian Refugees in Georgia. Retrieved from: https://businessformula.ge/News/12880
https://tabula.ge/ge/news/700521-2022-cels-emigrantebis-ritskhvi-253-it-kholo
Comments
Post a Comment