Skip to main content

რამდენიმე მოსაზრება პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად ცესკოს მზაობის შესახებ

 

რამდენიმე მოსაზრება პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად ცესკოს მზაობის შესახებ

 

 

ნიკა ჩიტაძე. 30 ოქტომბერი, 2020

შესაძლებელია ითქვას, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში  არჩევნებისათვის მომზადების მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია. აღნიშნულის მაგალითს კი წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა. ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენს კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის შესაძლო გავრცელებას.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

ასევე აღსანიშნავია, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთის 38 სახელმწიფოში. გარდა ამისა, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც  სპეციალური ხმის მიცემის კაბინებითაა აღჭურვილი.

 

არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად ცესკომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაარეგისტრიტა 3 526 023 ამომრჩეველი, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170.

 

ცესკოს თავმჯდომარის, ქალბატონ თამარ ჟვანიას განცხადების თანახმად, არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ოლქებმა უკვე მიიღეს შესაბამისი ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი.  გარდა ამისა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა შესაბამისი ტრენინგები გაიარეს.

 

გარდა ამისა, ცესკომ არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ინფომაცია მიაწოდა მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

 

რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, არჩევნების მიმდინარეობის ფარგლებში ინფორმაციის ოპერატიულად მიღების მიზნით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია თავის მხრივ 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე იქნება განხორციეოლებული.

Comments

Popular posts from this blog

The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025

  The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025.   By: Nika Chitadze. Professor of the International Black Sea University The paper discusses all the important domestic and foreign policy priorities that the newly elected US President, Donald Trump, has pursued or his future goals during the first months of his presidency.   As is known, the future development of the world largely depends on the policy pursued by the only superpower on our planet, the United States.   Keywords: Donald Trump, Presidency, USA, Internal Policy, Foreign Policy, National Security   Introduction    As is well known, the second presidency of the 47th President of the United States, Donald Trump, began on January 20, 2025, following his inauguration (The White House, 2025). Trump assumed office following the 2024 presidential election, in which he defeated the Democratic Party candidate, Vi...

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

  ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ავტორი: ნინო დვალიძე შესავალი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დინამიკაა თანამედროვე გლობალურ წესრიგში. როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, მათი ურთიერთქმედება გამოირჩევა ინტენსიური კონკურენციისა და შემთხვევითი თანამშრომლობის კომბინაციით. ეკონომიკური დაძაბულობა, სამხედრო მეტოქეობა და იდეოლოგიური განსხვავებები ქმნიან მათი მუდმივი ბრძოლის ხერხემალს დომინირებისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობასა და მმართველობაზე. ეს განვითარებადი ურთიერთობა ცენტრალურ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში, სავაჭრო დავებიდან დაწყებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბირთვული უსაფრთხოება, ძირეული სტრუქტურული კონფლიქტები აგრძელებს გამოწვევას მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ ძალისხმევაზე. როდესაც ...

Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia

  Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia        Nika Chitadze. Ph.D.       Director of the Center for International Studies       President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research         Center       \ As it is known, US Secretary of State Michael Pompeo visits Georgia on November 17-18. He will hold meetings with the representatives of the Georgian government and the non-governmental sector. Mike Pompeo will also meet with the Catholicos-Patriarch in Tbilisi. Overall, it is noteworthy that in the aftermath of Georgia's restoration of state independence, the United States provided significant political or economic support to Georgia. In particular, under various programs, the total volume of financial assistance of the United States for Georgia has exceeded $ 4 billion. Given Georgia's ...