Skip to main content

რას იგებს და აგებს ოპოზიცია პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში?

 რას იგებს და აგებს ოპოზიცია პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში?


ნიკა ჩიტაძე

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი 


როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების წინასწარ შედეგებს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებენ.

 

კერძოდ, ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ უზუსტობებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში, სადაც არის შემთხვევები, როცა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა არ ემთხვევა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამს.

შედეგად, ყველა იმ ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ახალი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 1%-იანი ბარიერი გადალახა, საქართველოს პარლამენტში და აჭარის უზენაეს საბჭოში შესვლაზე უარს აცხადებს. 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვიმსჯელოთ, თუ რას იგებს და აგებს ოპოზიცია, და მთლიანობაში ალბათ საქართველო - პარლამენტში შესვლისა და საპარლამენტო მუშაობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში?  

კერძოდ, ოპოზიციამ შეიძლება მოიგოს შემდეგი: ის უმტკიცებს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, რის გამოც ოპოზიცია არ ცნობს ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას;

გარდა ამისა, ოპოზიცია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას უმტკიცებს თავის პრინციპულობას, რომ ის არის საკუთარი პოზიციის ერთგული და აღნიშნული პრინციპულობის გამო კონკრეტული პოლიტიკოსი უარს ამბობს საკუთარ პრივილეგიებზე, იყოს პარლამენტის წევრი და ამის გამო გააჩნდეს მაღალი თანამდებობრივი სტატუსი და ჰქონდეს მაღალი ანაზღაურება;

ასევე, მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდქართული ოცნებითიქნება დაკომპლექტებული, რაც მმართველ პარტიას საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის;

ოპოზიცია არ დაკარგავს საკუთარ მომხრეებს, რომელთა უმრავლესობას ოპოზიციის წინაშე საკუთარი მოთხოვნები გააჩნია, რაც ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების პარლამენტში არ სესვლას უკავშირდება;

 

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება წააგოს ოპოზიციამ, აღსანიშნავია შემდეგი:

მიუხედავად იმისა, რომ  როგორც უკვე აღინიშნა - პარლამენტი მხოლოდქართული ოცნებისწევრებით იქნება დაკომპლექტებული, რაც მას საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობაში დისკომფორტს შეუქმნის, მეორეს მხრივ, „ქართული ოცნება- ოპოზიციის კრიტიკის გარეშე შეძლებს უპრობლემოდ სხვადასხვა - მათ შორის ოპოზიციისთვის მიუღებელი კანონებისა და სხვა გადაწყვეტილებების მიღებას;

კოვიდ 19-თან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით, ოპოზიციას შესაძლოა გაუჭირდეს პერმანენტული საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის დიდი რაოდენობით საკუთარი მომხრეების მობილიზება;    

ოპოზიცია მოკლებული იქნება შანსს, გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა კონკრეტული კანონპროექტის განხილვის, სხვადასხვა რეზოლუციებისა თუ დადგენილების მიღების, ასევე მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების და მათთვის მაგ: სამთავრობო საათის ფარგლებში შეკითხვების დასმის და სხვა პროცედურების განხორციელების მიმართულებით.

ოპოზიცია საკომიტეტო საქმიანობის ფარგლებში მოკლებული იქნება შესაძლებლობას, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კონკრეტული კანონპროექტის განხილვის ფარგლებში;

დღევანდელი კანონმდებლობისა და ე.წ. „ჩამკეტი“ მექანიზმის არსებობის გათვალისწინებით, სახელისუფლებო პარტია, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, პარლამენტში 90-ზე მეტი დეპუტატის გაყვანას ვერ შეძლებს. შესაბამისად, პარლამენტში 60 ოპოზიციონერის ყოფნის შემთხვევაში, იქნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მსგავსად, როდესაც „ქართული ოცნება“ ათზე მეტმა დეპუტატმა დატოვა, მეათე მოწვევის პარლამენტშიც სახელისუფლებო პარტიიდან ოპოზიციაში ცალკეული დეპუტატების გადასვლის შემთხვევაში, ძველ ოპოზიციურ პარტიებს ახალ ოპოზიციონერებთან მაგ: მთავრობისადმი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების და ა.შ. მიზნით, ალიანსი გაეფორმებინათ. ანუ, პარლამენტში არ შესვლით ოპოზიციამ შესაძლოა დაკარგოს პოტენციური მოკავშირეები - პარლამენტის დეპუტატები „ქართული ოცნების“ რიგებიდან;    

და ბოლოს, სახელისუფლებო პარტიის დღევანდელი პოზიციის თანახმად, შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს იმ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ.

Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

  ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ავტორი: ნინო დვალიძე შესავალი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დინამიკაა თანამედროვე გლობალურ წესრიგში. როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, მათი ურთიერთქმედება გამოირჩევა ინტენსიური კონკურენციისა და შემთხვევითი თანამშრომლობის კომბინაციით. ეკონომიკური დაძაბულობა, სამხედრო მეტოქეობა და იდეოლოგიური განსხვავებები ქმნიან მათი მუდმივი ბრძოლის ხერხემალს დომინირებისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობასა და მმართველობაზე. ეს განვითარებადი ურთიერთობა ცენტრალურ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში, სავაჭრო დავებიდან დაწყებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბირთვული უსაფრთხოება, ძირეული სტრუქტურული კონფლიქტები აგრძელებს გამოწვევას მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ ძალისხმევაზე. როდესაც ...