Skip to main content

წინაასაარჩევნო კამპანია და წამყვანი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობა

 

წინაასაარჩევნო კამპანია და წამყვანი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობა


30 ოქტომბერი, 2020 


ნიკა ჩიტაძე. 

ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი 

საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი 


როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით წარმართვისა და საკუთარი პოლიტიკური პოზიციებისა და კონკრეტული პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი მიზნების მოსახლეობის წინაშე (მათ შორის როგორც მას-მედიის საშუალებებით, ასევე ამომრჩევლებთან პირადი შეხვედრების ორგანიზების ფარგლებში) წარდგენის ფარგლებში, ფინანსურ რესურსებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

 

ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მეტად მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური ამომრჩეველი და მთლიანობაში ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოება (განსაკუთებით საერთაშორისო დამკვირვებლები) ფლობდნენ იმ ინფორმაციას, თუ რა ფინანსური პოტენციალი გააჩნია ამა თუ იმ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისა და ფინანსური რესურსების მოზიდვის სფეროში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია განვიხილოთ სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო მმართველმა პარტიამქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“. კერძოდ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პარტიამ საბიუჯეტო შემოსავლების სახით მიიღო 215 ათას 515 ლარი, ხოლო შემოწირულობების სახით 10 მილიონ 139 ათას 707 ლარი. შესაბამისად, საერთო ჯამში პარტიის შემოსავალმა 10 მლნ 355 ათას 212 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ზემოაღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო „ლელომ“. კერძოდ, პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსათვის“ 2 599 290 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ამავე დროს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შედარებით ახლადდაფუძნებულ და პარლამენტს გარეთ მოქმედ პარტიას აღნიშნულ პერიოდში საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია და აღნიშნული თანხა მთლიანადემოწირულობებზე მოდის.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოსავლების მოცულობით მესამე ადგილი დაიკავა პარტიამერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჯამში პარტიამ სექტემბრისა და ოქტომბრის პირველი ნახევრის განმავლობაში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი მიიღო. აქედან საბიუჯეტო შემოსავლებზე მოდის 10 ათას 687 ლარი, ხოლო შემოწირულობებზე 2 მლნ 295 ათას 309 ლარი.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოსდევს პარტიასტრატეგია აღმაშენებელი“, რომელმაც 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, 2 მლნ 42 ათას 318 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26 ათას 813 ლარი საბიუჯეტო შემოსავლებზე, ხოლო 2 მლნ 15 ათას 505 ლარი შემოწირულობებზე ნაწილდება.

 

„სტრატეგია აღმაშენებელს“ მცირედით ჩამორჩება „პატრიოტთა ალიანსი“. ამ უკანასკნელმა სულ 2 მლნ 34 ათას 847 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, აქედან 148 ათასი ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 1 მლნ 886 ათას 805 ლარი შემოწირულობა.

 

რაც შეეხება „ევროპულმა საქართველოს“, მისმა შემოსავალმა 1 მლნ 773 ათას 699 ლარი შეადგინა, საიდანაც 107 ათას 387 ლარი საბიუჯეტო შემოსავალს, ხოლო 1 მლნ 646 ათას 295 ლარი კი შემოწირულობას წარმოადგენს.

 

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა (სულ 62 საარჩევნო სუბიექტი) 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღო 23 მლნ 846 ათას 652 ლარი.

 

რაც შეეხება პარტიების მიერ გაწეულ ხარჯებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი თანხანაციონალურმა მოძრაობამდახარჯა, კერძოდ 1 864 982 ლარი. ჯამურად პარტიის ხარჯმა 2 მლნ 230 ათას 757 ლარი შეადგინა, საიდანაც 9 ათას 523 ლარი პოლიტიკური პარტიის მიერ შრომის ანაზღაურებაზე იქნა გამოყოფილი.

 

ხარჯების მიხედვით ოპოზიციურ პარტიებს შორის მეორე ადგილზეა პარტიალელო საქართველოსთვის“, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში რეკლამაზე 1 მლნ 793 ათას 441 ლარი გამოყო. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა რესურსმა სულ 2 მლნ 566 თას 897 ლარი შეადგინა, აქედან 242 ათას 942 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის გაწეული თანხაა.

 

რეკლამზე დახარჯული თანხით ოპოზიციურ პარტიებს შორის მესამე ადგილზეასტრატეგია აღმაშენებელი“. მისი სარეკლამო ხარჯი 1 მლნ 773 ათას 88 ლარია. ჯამურად ამ პარტიის ხარჯი 1 მლნ 856 ათას 467 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 ათას 824 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის.

 

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მან 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით სარეკლამო საქმიანობის ფარგლებში 1 მლნ 634 ათას 575 ლარი გამოყო, ხოლო რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ამ მიმართულებით პარტიის მიერ 14 ათას 694 ლარი დაიხარჯა. საერთო ჯამში, პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 2 მლნ 8 ათას 235 ლარი იქნა გამოყოფილი.

 

რაც შეეხებაპატრიოტთა ალიანსისხარჯს, პარტიამ რეკლამაში 953 ათას 478 ლარი დახარჯა. ჯამურად მისი ხარჯი 1 მლნ 242 ათას 466 ათას ლარს შეადგენს და აქედან 55 ათას 388 ლარი შრომითი ანაზღაურებისთვის გაღებული თანხაა.

 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტების ხარჯებმა სულ 22 მლნ 973 ათას 913 ლარი შეადგინა.

 

საერთო ჯამში, შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, საკრებულოების შუალედური არჩევნების და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ხარჯების, შემოსავლების და მონიტორინგის მიმდინარე შედეგების შესახებ.

 

Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...