Skip to main content

„ქართული ოცნების“ რეიტინგი და საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელი შედეგები


„ქართული ოცნების“ რეიტინგი და საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელი შედეგები




ნიკა ჩიტაძე


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი  


ბოლო დროს ჩატარებული სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების (მათ შორის „მთავარი არხის“ დაკვეთით) შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს დაიკავებს. ამა დროს აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ფარგლებში, მმართველი პარტიის რეიტინგი 25%-დან 56%-მდე  ფარგლებში მერყეობს.  

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რეალურად რამდენ პროცენტს მიიღებს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში, შეძლებს თუ არა იგი პროპორციული არჩევნების შედეგად მიიღოს ამომრჩეველთა ხმების 40.54%, რაც მას მისცემს  იმის შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა და შეინარჩუნოს ძალაუფლება?  

 

ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემდეგი ფაქტორები მოქმედებს, კერძოდ:

 

2017 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 283.8 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც მთლიანი დასაქმების 16.6%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი დღევანდელ დღემდე რადიკალურად არ შეცვლილა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი, ასევე ამ ადამიანებთან დაახლოებული პირები (ნათესავები, მეგობრები და ა.შ.) „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ საკუთარ არჩევანს;

 

2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე პოლიტიკურ პარტიებს მიღებული აქვთ 10 855 638.93 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 5 924 396.5 ლარის ოდენობის შემოწირულობა (54,6%) სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.  აღსანიშნავია, რომ შემოწირულობების მხოლოდ 2,7% მოდის იურიდიულ პირებზე. შემოწირულობების 97.3% კი განხორციელებულია ფიზიკური პირების მიერ. ფინანსური რესურსები თავის მხრივ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში შეუწყობს ხელს;

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მისი რეგისტრაციის ადგილის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ბევრი ადამიანი, რომელიც საქართველოს კონკრეტულ რეგიონშია რეგისტრირებული, საკუთარ შრომით საქმიანობას ეწევა თბილისში და ა.შ. შესაბამისად, „ოცნების“ აქტივისტები, პარტიის ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, შეძლებენ საკუთარი მომხრეების მაქსიმალურ მობილიზებას და მათი კონკრეტულ საარჩევნო უბანზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას (რასაც მაგალითად ადგილი ჰქონდა 2018 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში);

 

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ უგებს საინფორმაციო ომს. კერძოდ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ (მისი შეცდომების მიუხედავად) მმართველობის პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით ნაკლებად ძალადობრივია;

 

ბოლო პერიოდში აშკარაა განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრს შორის, რაც ასევე „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს;

 

სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, საქართველოში ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ სასულიერო პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა განწყობილი, რაზეც მაგალითად, ცალკეული სასულიერო პირების „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცალკეულ ღონისძიებებზე დასწრება მეტყველებს;

 

სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ სხვა ქვეყნებისაგან (მათ შორის ეკონომიკურად მაღალგანვითარებული) შედარებით, წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფაქტია, რომ დაავადებულთა და მსხვერპლთა რიცხვი (ბოლო დღეებში კორონავირუსით დაავადებულთა ზრდის მიუხედავად) საქართველოში გაცილებით ნაკლებია, რაც სხვათაშორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო მას-მედიის წარმომადგენელთა მიერაც იქნა აღიარებული;  

 

ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს იმ სუსტი მხარეების სესახებ, რომლებმაც  „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ შეიძლება იმოქმედოს, კერძოდ:

 

-        მიმდინარე წლის II კვარტალში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. შედეგად, ათეულ ათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა;

 

-        ლარის კურსი ვარდნას აგრძელებს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 23 სექტემბერს ერთი დოლარი 3.2550 ლარად იყიდებოდა. კურსის ვარდნის შეკავება ვერ ხერხდება ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობითაც. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, 2 880.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საგარეო ვაჭრობა თავის მხრივ 16%-ით შემცირდა), რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია, შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო ქსელებში არსებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი გახლავთ იმპორტული. თავის მხრივ ლარის კურსის დაცემა იმპორტულ პროდუქციაზე ფასების და მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას განაპირობებს;

 

 

-        კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ ის, რომ 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (რომელიც პოლიტიკური ბლოკით „ძალა ერთობაშია“ არის წარმოდგენილი), შედარებით მოახერეხა რეიტინგის აღდგენა. მაგალითად, თუ 2012 წლის ბოლოს ჩატარებული ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის თანახმად „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა მხოლოდ 13% შეადგინა, 2013 წელს გამართული საპრეზინდეტო არჩევნების დროს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ხმების 22% მიიღო, 2016 წელს აღნიშნულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში - პროპორციული სისტემის ფარგლებში ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო (477 ათასი ხმა), ხოლო 2018 წელს გამართული საპტრეზიდენტო არჩევნების დროს, აღნიშნული პარტიის კანდიდატმა პირველ ტურში 600 ათასამდე ამომრჩევლის, ხოლო მეორე ტურში („ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა ჩათვლით) 780 ათასი ამომრჩევლის ხმა მიიღო. ფაქტია, რომ დღესაც, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, მთავარ ოპოზიციურ ძალას სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.    

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობს მთავარი კითხვა, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ (პროპორციული სისტემის ფარგლებში) ამომრჩეველთა ხმების 40.54%-ის მიღებას? თუ კი, ის მარტო მოახდენს მთავრობის ფორმირებას, ხოლო უფრო ნაკლები პროცენტის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი პარტიები (მმართველი პარტია და ოპოზიცია) ვალდებულები იქნებიან პატივი სცენ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს და კოალიციური მთავრობის ფორმირებას დათანხმდნენ.

 

 

 

Comments

Popular posts from this blog

The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025

  The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025.   By: Nika Chitadze. Professor of the International Black Sea University The paper discusses all the important domestic and foreign policy priorities that the newly elected US President, Donald Trump, has pursued or his future goals during the first months of his presidency.   As is known, the future development of the world largely depends on the policy pursued by the only superpower on our planet, the United States.   Keywords: Donald Trump, Presidency, USA, Internal Policy, Foreign Policy, National Security   Introduction    As is well known, the second presidency of the 47th President of the United States, Donald Trump, began on January 20, 2025, following his inauguration (The White House, 2025). Trump assumed office following the 2024 presidential election, in which he defeated the Democratic Party candidate, Vi...

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

  ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ავტორი: ნინო დვალიძე შესავალი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დინამიკაა თანამედროვე გლობალურ წესრიგში. როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, მათი ურთიერთქმედება გამოირჩევა ინტენსიური კონკურენციისა და შემთხვევითი თანამშრომლობის კომბინაციით. ეკონომიკური დაძაბულობა, სამხედრო მეტოქეობა და იდეოლოგიური განსხვავებები ქმნიან მათი მუდმივი ბრძოლის ხერხემალს დომინირებისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობასა და მმართველობაზე. ეს განვითარებადი ურთიერთობა ცენტრალურ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში, სავაჭრო დავებიდან დაწყებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბირთვული უსაფრთხოება, ძირეული სტრუქტურული კონფლიქტები აგრძელებს გამოწვევას მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ ძალისხმევაზე. როდესაც ...

Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia

  Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia        Nika Chitadze. Ph.D.       Director of the Center for International Studies       President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research         Center       \ As it is known, US Secretary of State Michael Pompeo visits Georgia on November 17-18. He will hold meetings with the representatives of the Georgian government and the non-governmental sector. Mike Pompeo will also meet with the Catholicos-Patriarch in Tbilisi. Overall, it is noteworthy that in the aftermath of Georgia's restoration of state independence, the United States provided significant political or economic support to Georgia. In particular, under various programs, the total volume of financial assistance of the United States for Georgia has exceeded $ 4 billion. Given Georgia's ...