Skip to main content

საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის მაგალითზე



ავტორები:
ნიკა ჩიტაძე. საერთაშორისო სწავლების ცენტრის დირექტორი
ქეთევან ჯებისაშვილი. საერთაშორისო სწავლების ცენტრის მკვლევარი

შესავალი. კორეის  ნახევარკუნძულის ისტორია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ

ვითარება 1948 წელს შეიცვალა, როდესაც საბჭოთა კავშირმა  ხელისუფლება კიმ ირ სენს გადააბარა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი დატოვეს.
1950 წელს, სამხრეთ კორეის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ,  ჩრდილოეთ კორეამ ახლადშექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა.  კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებულ საომარ მოქმედებებში გაერო ჩაერთო. აღსანიშნვია ის ფაქტი, რომ ეს იყო პირველი ომი, რომელშიც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იქნა ჩართული. კერძოდ, იმ დროს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას საბჭოთა კავშირის წარმოამდგენელი გაერო-ში არ ესწრებოდა, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია კორეის ნახევარკუნძულზე გაეროს ჯარების გაგზავნის შესახებ. სამხრეთ კორეაში გაეროს ეგიდით შეიარაღებული ძალები 16 სხვადასხვა ქვეყნიდან გაიგზავნა, 41 ქვეყანამ კი სამხრეთ კორეას  სამხედრო აღჭურვილობა  ან სხვა სახის დახმარება გაუწია. გაეროს ჯარების უდიდეს ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები წარმოადგენდნენ. მოკავშირეთა მიერ სამხედრო კამპანიის ჩატარების შედეგად, გაერომ კორეის (დე-ფაქტო აშშ-მა) ნახევარკუნძულის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოახერხა კონტროლის დამყარება, თუმცა ჩრდილოეთ კორეული რეჟიმის დასახმარებლად, მოულოდნელად კონფლიქტში კომუნისტური ჩინეთი ჩაერთო,  რომელსაც სამხედრო  აღჭურვილობით საბჭოთა კავშირი ამარაგებდა. სამწლიანი ომისა და ზავის დადებაზე ორწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ, ამიტომ ტექნიკურად კორეის ომი არასდროს დასრულებულა, თუმცა შეიქმნა დე ფაქტო საზღვარი, რომელსაც .. დემილიტარიზებული ზონა (DMZ) დაერქვა.
როგორ გახდა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ქვეყანა?
მოგვიანებით, ჩრდილოეთ კორეაში მოქმედმა კიმ ჩენ ირის რეჟიმმა, ატომური ტექნოლოგია პირველად 1950-იან წლებში, საბჭოთა კავშირისგან მიიღო. 1985 წელს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა, რომელიც ქვეყნებს ატომური იარაღის წარმოებას უკრძალავს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იონბიონში ბირთვული საწარმო ამუშავდა. 2003-ში კი ქვეყანა აღნიშნულ შეთანხმებას საერთოდ გამოეთიშა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარებას 2006 წელს პირველი წარმატებული (კომუნისტური რეჟიმისთვის) ბირთვული გამოცდა მოჰყვა, რის შესახებაც საჯარო განცხადებაც გაკეთდა. 2009 წელს ორჯერ უფრო ძლიერი ბირთვული ბომბის გამოცდა განხორციელდა. 2013 წელს, ჩრდილოეთ კორეამ მე-3 ბირთვული გამოცდა ჩაატარა, რომელიც წინაზე სამჯერ მეტი დამანგრეველი ძალის მქონე იყო.  2016 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეის მე-4 ბირთვული გამოცდა განხორციელდა, რომელიც ჩრ.კორეის ხელისუფლების მტკიცებით წყალბადის ბომბის წარმატებულ გამოცდას წარმოადგენდა. ამ ბირთვული ტესტების გარდა, ჩრ.კორეა განათავსა ბალისტიკური რაკეტები, რომლის მოქმედების რადიუსი მთელს იაპონიას ფარავდა. ამასთანავე, ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო ისეთი რაკეტების შექმნაზე, რომლებიც აშშ–მდე მიაღწევს.
2017 წლის ნოემბერში ოფიციალური ფხენიანი იაპონიაზე ბირთვული იერიშის მიტანით ისევ დაიმუქრა და განაცხადა, რომ იაპონიასა და წყნარ ოკეანეში (კერძოდ კუნძულ გუამზე) განთავსებულ აშშ–ს სამხედრო ბაზებს „გააქრობდა“. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი ჩრ.კორეამ გაუშვა რაკეტა, რომელმაც 1,000 კილომეტრი იფრინა და შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩავარდა. როგორც თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, ეს იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა  (ICBM). ICBM ის იარაღია, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის არსენალში ათასობით მოიპოვება და რომელსაც 15 ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარე მიზნის განადგურება შეუძლია.
საერთათო ჯამში კი, 2017 წელი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამისთვის ძალიან წარმატებული“ აღმოჩნდა. ქვეყანამ თებერვლის შემდეგ, ტექნოლოგიის დასახვეწად, 14 ტესტის ფარგლებში, 21 რაკეტა გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სახელწოდებაა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა სპეციალისტთა უდიდესი ნაწილის შეფასებით, ქვეყანაში ტოტალიტარული დიქტატურაა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო იდეოლოგია "ჩუჩხე" სერვისების უმეტესობის, ჯანდაცვის, განათლების, საკვების პროდუქციის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნას ითვალისწინებს. 1994 წლიდან 1998 წლამდე ქვეყანაში შიმშილობის პერიოდის შედეგად 240-დან 420 ათას ადამიანამდე დაიღუპა. საკვების ნაკლებობის პრობლემას ჩრდილოეთ კორეა დღემდე ებრძვის.

ყველა ადგილობრივი მედია კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, უცხოური კი აკრძალულია და ასევე მკაცრად კონტროლდება. აკვირდებიან ინტერნეტსა და საერთაშორისო სატელეფონო ზარებს. მკაცრად ისჯებიან ის მოქალაქეები, რომელთაც მობილურ ტელეფონებში, მეხსიერების ბარათებსა ან USB-ები უცხოური ახალი ამბები ან ფილმები აღმოაჩნდებათ. ხელისუფლება სისტემატურად აიძულებს ხალხს მუშაობას, რათა აკონტროლოს ისინი და როგორღაც გააძლიეროს ეკონომიკა. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩრდილოკორეელების უმრავლესობა იძულებულია, შეასრულოს არაანაზღაურებადი სამუშაო. გაეროს მონაცემებით, 80-დან 120 ათასამდე ადამიანი პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.
საერთო ჯამში ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა 25 მილიონამდე ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის აღნიშნული რაოდენობით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა სამხრეთ კორეის მოსახლეობასთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
რამდენად ძლიერია ჩრდილოეთ კორეა?
ქვეყნის მშპ–ს დაახლოებით 22% თავდაცვაზე გამოიყოფა, ეს იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზე ან ზღვარს მიღმაა. თუმცა ასეთი ხარჯების შედეგად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 1.2 მილიონი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. ამავე დროს, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების რიგებში 665 ათასი სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. გარდა ამისა, პოტენციური რეზერვის რაოდენობა დაახლოებით 14.7 მილიონი ადამიანით განისაზღვრება. შესაბამისად, ჩრდ. კორეის სამხედრო პოტენციალი რეგიონში დესტაბილიზაციის ერთ–ერთი ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.  
ბირთვული იარაღის მიღმა, ჩრდილოეთ კორეას დიდი რაოდენობით ჩვეულებრივი შეიარაღება და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უდიდესი საარტილერიო პოტენციალი გააჩნია.
ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკური ელიტა ასევე ამტკიცებს, რომ ქვეყანა ფლობს წყალბადის ბომბს, რომელსაც გაძილებით ძლიერი ბირთვული პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ჩვეულებრივ ატომურ ბომბს, რომლის არსებობაშიც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე დარწმუნებულია. სავარაუდოდ, მას გაუმჯობესებული ატომური ბომბი აქვს, რომელიც წყალბადის რადიოაქტიულ ფორმას იყენებს. თუ კიმს ჩენ ინის რეჟიმი მართლა ფლობს წყალბადის იარაღს, რომელსაც წყალბადის რადიოაქტიური პოტენციალის გამოყენება შეუძლია, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის მოწინააღმდეგეები შეიძლება უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ მის ჩრდილოელ მეზობელს 2 500-დან 5 ათასამდე მეტრული ტონა ქიმიური იარაღიც გააჩნია, მათ შორის, Sarin და VX ნერვული აგენტები. (Sarin სავარაუდოდ ის ქიმიური იარაღია, რომელიც სირიაში გამოიყენეს და რომელსაც 72 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.)
ჩრდილოეთ კორეა უკვე ფლობს ახლო და საშუალო მოქმედების ძალიან ეფექტურ რაკეტებს, რაც საფრთხეს უქმნის მის მთავარ გეოპოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს რეგოინში, პირველ რიგში რა თქმა უნდა სამხრეთ კორეას და იაპონიას, ასევე, იმ 62 ათას ამერიკელ სამხედროს, რომლებიც ამ ქვეყნებში მდებარე სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი.
რამდენად მოსალოდნელია ჩრ. კორეა - აშშ-ს ომი?
ათწლეულების განმავლობაში აშშ ცდილობდა, ბირთვული იარაღი აგრესიული რეჟიმებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა პრეზიდენტების სხვადასხვა ტაქტიკამ არ გაამართლა და ჩრდილოეთ კორეაც ბირთვული იარაღის დამუშავებას განაგრძობდა. პრეზიდენტი კლინტონი აქტიურად ცდილობდა მოლაპარაკებების წარმოებას, პრეზიდენტმა ბუშმა კორეის წინაარმდეგ კონკრეტული სანქციები აამუშავა, პრეზიდენტი ობამა კი "სტრატეგიულ მოთმინების" ტაქტიკას იყენებდა, რომელმაც საბოლოოდ ჯამში ვერ გაამართლა.
დაძაბულობის მიუხედავად, დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ომის დაწყების შესაძლებლობა დაბალია.
აღნიშნული დაძაბულობის ფარგლებში მნიშვნელოვანია ჩინეთის როლის გათვალისწინება. კერძოდ,  გაეროს მონაცემებით, ჩრდ. კორეის ექსპორტის 85 პროცენტი ჩინეთზე მოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ფონზე, 2017 წლის აგვისტოში ჩინეთმა განაცხადა, რომ მზადაა გაეროს სანქციები განახორციელოს ჩრდილოეთ კორეიდან ქვანახშირის, მინერალებისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი დაბლოკოს. აღნიშნული ქმედება ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოში ფაქტიურად ერთადერთ მოკავშირეს გამოაცლის.

გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი დროში ქვეშ გამოვიდნენ, ამასთანავე ორი ქვეყნის ლიდერმა ორი სახელმწიფოს საზღვარზე მდებარე ერთ–ერთ სოფელში, 27 აპრილს მოლაპარაკება გამართა. გარდა ამისა, პრეზიდენტი ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.  რომელიც  2018 წლის 12 ივნისს შედგება სინგაპურში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც ოფიციალური ფხენიანი აშშ–სთან მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის თაობაზე ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის ბირთვული განიარაღებისთვის, თუმცა მისი ეს ქმედება ეჭვებს მაინც იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში კომუნისტური მმართველობის ქვეშ ჩრ.კორეა ხისტ და აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკეთა სერიის გააქტიურებას აქტიურად ცდილობს რუსეთი, რთულია იმის მტკიცება, რომ ასე მოკლე დროში ქვეყანამ თავისი პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა და მოლაპარაკებებისთვის უკვე მზად არის. შესაბამისად მხოლოდ ამ მოლაპარაკებებზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად მცირდება ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე.

Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...