Skip to main content

Posts

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვითარების შეფასება

  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვითარების შეფასება   ნიკა ჩიტაძე   30 ოქტომბერი, 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წინ ვითარების შეფასებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის უარყოფითი და დადებითი ასპექტები, რომელებიც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.   უარყოფითი ასპექტებიდან აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი:   წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომერის თვეში რიგ შემთხვევებში ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა.   კერძოდ, სხვადასხვა მონაცემებით, მთელი ოქტომბრის განმავლობაში ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების , როგორც სავარაუდო , ისე დადასტურებული , 8 შემთხვევა იქნა გამოვლენილი.     ამავე პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა ; ამომრჩევლის მოსყიდვის 2 და წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის 2 შემთხვევა .   რაც შეეხება ცხელ წერტილს, კონფლიქტური ვითარება განსაკუთრებით    შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში შეინიშნებოდა. ეს შემთხვევები თავის მხრივ სის...

წინაასაარჩევნო კამპანია და წამყვანი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობა

  წინაასაარჩევნო კამპანია და წამყვანი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობა 30 ოქტომბერი, 2020  ნიკა ჩიტაძე.  ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი  საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი  როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით წარმართვისა და საკუთარი პოლიტიკური პოზიციებისა და კონკრეტული პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი მიზნების მოსახლეობის წინაშე (მათ შორის როგორც მას-მედიის საშუალებებით, ასევე ამომრჩევლებთან პირადი შეხვედრების ორგანიზების ფარგლებში) წარდგენის ფარგლებში, ფინანსურ რესურსებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.   ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მეტად მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური ამომრჩეველი და მთლიანობაში ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოება (განსაკუთებით საერთაშორისო დამკვირვებლები) ფლობდნენ იმ ინფორმაციას, თუ რა ფინანსური პოტენციალი გააჩნია ამა თუ იმ პარტიას წინასაარჩევნო კამ...