Skip to main content

დემოკრატული ღირებულებები და ადამიანის უფლებების სწავლების ამერიკული გამოცდილება (ფილოსოფოს ჯონ დიუის მიხედვით)

 


დემოკრატული ღირებულებები და ადამიანის უფლებების სწავლების ამერიკული გამოცდილება

(ფილოსოფოს ჯონ დიუის მიხედვით)


ბაბილინა ბულისკერია 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

ამერიკისმცოდნეობის  დოქტორანტი

  

 

ტერმინი დემოკრატია შეიძლება  ითქვას, რომ თანამედროვეობის 21-ე საუკუნის პოპულარულ სიტყვად არის მიჩნეული. მისი დეფინიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად  აღქმადია. დემოკრატიის  განსაზღვრების საფუძველი კი წარსულში უნდა ვეძებოთ, დემოკრატია ბერძნული სიტყვაა: „დემოს“ ნიშნავს ხალხს, ხოლო „კრატოს“ – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“. ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ. თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხისნების უზენაესობაა.

მიიჩნევა, რომ დემოკრატიის კულტურის კონტექსტში პირი მოქმედებს კომპეტენტურად, თუ იგი, ქვემოთ მოცემული კომპეტენციებიდან ზოგიერთი ან ყველა კომპეტენციის მობილიზებითა და გამოყენებით, სათანადოდ და ეფექტურად აკმაყოფილებს დემოკრეტიულ და ინტერკულტურულ სიტუაციებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ართმევს თავს მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს და სარგებლობს ამგვარ სიტუაციებში წარმოქმნილი შესაძლებლობებით. აღნიშნული კომპეტენციები ოთხ დიდ ჯგუფად იყოფა; ესენია: ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები და ცოდნა და კრიტიკული გააზრება.

ღირებულებები მოიცავს შემდეგ ქვეპუნქტებს:

Þ    ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება

Þ    კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება

Þ    დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება

დამოკიდებულებები მოიცავს შემდეგ ქვეპუნქტებს:

Þ    კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა

Þ    პატივისცემა

Þ    მოქალაქეობრივი აზროვნება

Þ    პასუხისმგებლობა

Þ    თავდაჯერებულობა

Þ    გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება

უნარები მოიცავს შემდეგ ქვეპუნქტებს:

Þ    დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები

Þ    ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები

Þ    მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები

Þ    ემპათია

Þ    მოქნილობა და შეგუების უნარი

Þ    ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები

Þ    თანამშრომლობის უნარ-ჩვევები

Þ    კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები

ცოდნა და კრიტიკული გააზრება კი მოიცავს შემდეგ ქვეპუნქტებს:

Þ    საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება

Þ    ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება

Þ    მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს

დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება

დემოკრატიის შესახებ მეცნიერთა მიერ თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული უამრავი წიგნი შეიქმნა, რომელთაც პოლიტიკური მოღვაწენი პრაქტიკული თვალსაზრისით იყენებენ. დემოკრატიაზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ  ალექსის დე ტოკვილის წიგნი „დემოკრატია ამერიკაში“, რომლის ქართული ვარიანტი 2011 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დამსახურებით გამოიცა.

ფრანგული პოლიტიკური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ალექსის დე ტოკვილს ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს ეპოქაში. მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი ეს იყო საზოგადოებრივი  ურთიერთობების გარდაქმნის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი, როდესაც რევოლუციათა შედეგად მომხდარი სრულიად განსხვავებული მოვლენები  არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, დემოკრატიის სასარგებლოდ შეტრიალდა: ძველი არისტოკრატიული საზოგადოების ნანგრევებზე დემოკრატიული წყობა ისახებოდა. აღნიშნულ პერიოდში, მრავალი არისტოკრატი ოჯახის მსგავსად, რეპრესიების სუსხი ტოკვილის ოჯახმაც იწვნია: მისი მამა ერვე დე ტოკვილი, თავგამოდებული მონარქისტი, გილიოტინაზე სიკვდილით დასჯისაგან მონარქიის აღდგენამ იხსნა.

ალექსის შარლ ანრი კლერელ დე ტოკვილი დაიბადა პარიზში 1805 წლის 29 ივლისს, ძირძველ არისტოკრატიულ ოჯახში, რომელიც, მამის მხრიდან, მეფე ლუი წმინდას  ჩამომავალი იყო; დედის მხრიდან იგი ენათესავებოდა ნიკოლა მალბრანშს და ფრანსუა რენე დე შატობრეანს. ტოკვილმა კარგი ჰუმანიტარული განათლება მიიღო, დაამთავრა ქ. მეცის სამეფო კოლეჯი, რომელიც იმხანად საუკეთესოდ ითვლებოდა. კოლეჯში სწავლის პერიოდში იგი დიდი ინტერესით გაეცნო ფრანგ განმანათლებელთა მოძღვრებას, მასზე განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მოახდინა შარლ ლუი მონტესკიეს პოლიტიკურმა და ფილოსოფიურმა შეხედულებებმა. კოლეჯის შემდეგ, ტოკვილმა, სამართალმცოდნეობის შესასწავლად, სწავლა განაგრძო პარიზში. 1826 წელს მან იმოგზაურა იტალიაში და თავისი შთაბეჭდილებები აღწერა ნაშრომში მოგზაურობა სიცილიაში. 1827 წელს ტოკვილი დაინიშნა მომრიგებელ  მოსამართლედ ვერსალში. 1831 წლის 2 აპრილს ტოკვილი ვერსალის ახალგაზრდა იურისტ გუსტავ დე ბომონთან ერთად, ამერიკის პენიტენციალური სისტემის შესწავლის მიზნით, გაიგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ ცხრა თვე დაჰყვეს. შეიძლება ითქვას რომ სწორედ ამ მოგზაურობის შემდგომ შეიქმნა წიგნი სახელწოდებით „დემოკრატია ამერიკაში“. ამ წიგნში ტოკვილი წერს, რომ დემოკრატი ხალხები ბუნებრივად, შინაგანი წაქეზებით ისწრაფვიან თავისუფლებისაკენ და საკუთარ თავს  მინებებულნი, ეძებენ მას, უყვართ და მტკივნეულად განიცდიან მის დაკარგვას. შეიძლება ეს ყოველივე შევადაროთ მშობლის შვილისადმი დამოკიდებულებსაც.

ავტორის აზრით, უმთავრესი მოვალეობა, რაც ეკისრება საზოგადოების მმართველებს დემოკრატიული წყობის დასაფუძნებლად, გახლავთ ხელისუფლების - საკანანომდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო -  განაწილების პრინციპი, რომელიც დემოკრატიის უმთავრესი ღირებულებების - თავისუფლებისა და პოლიტიკური თანასწორობის გარანტიაა. ხელისუფლების განაწილების მონტესკიესეული პრინციპისაგან განსხვავებით, ტოკვილი  საგანგებოდ აღნიშნავს იმ სიახლეს, რომ ამერიკაში საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია ორ ასამბლეად (სენატი და წარმომადგენლობითი პალატა), რაც, ამჟამად, აქსიომად არის მიჩნეული პოლიტიკის მეცნიერებაში.

ალექსის დე ტოკვილი „დემოკრატია ამერიკაში“ წერს, რომ ადამიანებს ხრწნის  არა თავად ძალაუფლების გამოყენება, ან მორჩილების ჩვევა, არამედ იმ ძალაუფლების გამოყენება უკანონოდ რომ მიაჩნიათ და იმ ხელისუფლებისადმი მორჩილება, რომელთაც ისინი უზურპატორებად და მჩაგვრელებად აღიქვამენ.

მსჯელობას ტოკვილი ასრულებს შემდეგი დასკვნით:  შეერთებული შტატების კონსტიტუცია - ადამიანის გამჭრიახობის დამადასტურებელი ქმნილება - ყველაზე საუკეთესოა, რაც კი ცნობილია ფედერალურ კონსტიტუციათაგან.

ადამიანის უფლებების ჩამონათვალმა, თანამედროვე სახედ ჩამოყალიბებამდე, ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს მიიღო, ასევე აღიარებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ერთ-ერთი ფუძემდებლური დოკუმენტი.  იქ წერია შემდეგი სიტყვები: “ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილნი არიან, როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ შემოქმედმა  მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორებიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; რომ ამ უფლებათა გასამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას იღებენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ; რომ თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება შეცვალოს ან გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა.”

დემოკრატიულმა ღირებულებებმა თავისებური ასახვა ჰპოვა ამერიკულ განათლების სისტემაზე.

ქართველი ფილოსოფოსის    ანდრო დგებუაძის თვალსაზრისით,  სკოლის ფუნქცია არის ორმოში ჩაგდება. ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ დიუი მეტნაკლებად ადასტურებს ზემოთაღნიშნულ  პოზიციას.

ჯონ დიუი  (დაიბადა 1859 წლის 20 ოქტომბერს ბალინგტონში; გარდაიცვალა 1952 წელს 92 წლის ასაკში ნიუ-იორკში).  ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, ინსტრუმენტალიზმის (პრაგმატიზმის მიმდინარეობა) ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი, პროგრესივისტული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაციის დამფუძნებელი. დაიბადა 1859წ. ახალი ინგლისის შტატ ვერმონტში. მოღვაწეობდა მინესოტის, მიჩიგანის, ჩიკაგოს უნივერსიტეტებსა და კოლუმბიის მასწავლებელთა კოლეჯში. 1930 წლიდან პენსიაზე, მაგრამ სიკვდილამდე რჩება აქტიურ აკადემიურ და საზოგადო მოღვაწედ. ქვეყნის ფარგლების გარეთ მისი მოღვწეობიდან აღსანიშნავია საკონსულტაციო ვიზიტები პეკინის უნივერსიტეტში, იაპონიასა და თურქეთში სტუმრობა საბჭოთა კავშირში და ლევ ტროცკის საქმის გამომძიებელი კომისიის თავჯდომარეობა მექსიკაში.

დიუის მიხედვით, ინსტრუმენტალიზმი ამტკიცებს, რომ ადამიანის მოქმედების სხვადასხვა ფორმა თუ იდეა გარემოსთან ადაპტირების მთავარი ინსტრუმენტია და შექმნილია კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. იცვლება რა პრობლემები,   ჩნდება მათი გადაჭრის ინსტრუმენტების შეცვლის აუცილებლობა. ჭეშმარიტებაც ამ ინსტრუმენტების სიაშია. ეს კი თავისთავად იწვევს ჭეშმარიტების ცვლილებას პრობლემების ცვლილების კვალდაკვალ. ინსტრუმენტალიზმის, პრაგმატიზმის ეპისტომოლოგიის შესახებ ძირითადი ნაშრომებია: ფსიქოლოგია (1887), ეთიკა (1908), რეკონსტრუქცია ფილოსოფიაში (1920), ადამიანის ბუნება და ქცევა (1922), გამოცდილება და ბუნება (1925), ლოგიკა: შემეცნების თეორია (1938) და სხვა.

დიუის განათლების კონცეფციის ძირითადი პოსტულატის მიხედვით, განათლება ერთი მხრივ, უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას თუ სამსახურისთვის მოსამზადებელ წვრთნას. მეორე მხრივ, განათლების სოციალური ფუნქცია სხვა დანარჩენ ფუნქციაზე მაღლა დგას. დიუის კონცეფცია პოპულარულს ხდის პროგრესივიზმს, როგორც განათლების მიმდინარეობას. პროგრესივიზმის მიხედვით, წარმატებული სწავლისათვის საუკეთესოა ცოდნის მიღება გამოცდილებითა და სოციალურ ინტერაქციით. პროგრესივიზმის  მთავარი სლოგანია „სწავლა კეთებით“. დიუის სქემის მიხედვით, სწავლის ეტაპებია პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის განსაზღვრა, პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება, ამ გზების შეფასება წარსული გამოცდილებების საფუძველზე და საუკეთესო გზის გამოცდა. საკუთარი იდეების პრაქტიკული რეალიზაციისთვის, დიუი ექსპერიმენტულ სკოლებს აარსებს. აქ მოსწავლეები დილის ერბოკვერცხის მომზადებისას საბუნებისმეტყველო საგნებს სწავლობენ.

დაკვნა

„განათლება ეს იგივე სინათლეა. ის არის ფაქტებზე, ცოდნაზე, მეცნიერებაზე დაფუძნებული. განათლება არ არის შეფასებითი ან შეფარდებითი არამედ აბსოლიტურია. ან იცი ან არ იცი. განათლება აუცილებლად უნდა იყოს სერთიფიცირებული.  განათლება უნდა იყოს სისტემური. განათლება არ არსებობს მემკვიდრეობითობის გარეშე, განათლება არის მასწავლებელი, მოსწავლე და არის ცოდნა, რომელიც უნდა გადასცე. დიპლომი არ ასახავს განათლებას, მაგრამ დიპლომი აუცილებლად სჭირდება იმას, რომ აკადემიურ არხში მოაქციოს ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, და პროფესიონალიზმად აქციოს ეს. განათლება არის პროფესიონალიზმის საზღვრების შეგრძნება. მარტო განათლება ვერ აყალიბებს პიროვნებას და სხვა გარემოებებიც არსებობს, თუმცა განათლებული ადამიანი ნამდვილად ნაკლებას საშიშია“ მარინე ბერიძე.

ნაშრომში „განათლება და გამოცდილება“ (1938) დიუი ემიჯნება პროგრესივიზმის ერთ-ერთ მთავარ მოტივს, რომელიც მიუთითებს, რომ მაქსიმალური  თავისუფლება მაქსიმალური თვითრეალიზებისა  და შეცნობის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს. მისი აზრით, აქ ირღვევა გამოცდილების მიღების მთავარი პრინციპი. გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ფორმა, რომლითაც ჩვენ ეს გამოცდილება მოგვეწოდება. შესაბამისად, მასწავლებლის მიერ მომავალი გამოცდილების დაგეგმვა და მოსწავლის წინარე გამოცდილება განსაზღვრავს მის მომავალს. მნიშვნელოვანია არა ზოგადად თავისუფლება, არამედ თავისუფლება, რომელიც სპეციალურად ორგანიზებულ გარემოში აისახება.

განათლება, დიუის აზრით, სოციალური პროგრესის მთავარი მექანიზმია. განათლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა იდეების და გამოცდილების გაზიარება იქამდე, სანამ ის სოციალური კუთვნილება არ გახდება. განათლება დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი და საზოგადოების ზრუნვის უმთავრესი საგანია. ინდივიდუალური და სოციალური მიზნები ერთია, ისევე, როგორც განათლების მიზანი და პროცესი. ინდივიდუალური გამოცდილების რეკონსტრუირება მხოლოდ სოციალური კოლექტიური შეგნების ფარგლებშია შესაძლებელი. განათლება, დიუის მიხედვით, სწორედაც რომ, ამ ორი ნაშრომის ორგანიზებული ურთიერთობაა -  ჩემი პედაგოგიური კრედო (1897) დემოკრატია და განათლება (1916).

დიუის საზოგადოებრივი საქმიანობიდან უმნიშვნელოვანესია აკადემიური თავისუფლების დაცვისთვის ბრძოლა, სწორედ ამ მიზნით, 1915 წელს მისი თაოსნობით დაარსდა უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაცია. დიუი აქტიურად იცავდა ფილოსოფოს ბერტრან რასელს, რომელიც ამორალური აზროვნებისთვის 1940 წელს ნიუ-იორკის ქალაქის კოლეჯის პროფესორობიდან დაითხოვეს. დიუის თაოსნობით ქვეყნდება რასელის საქმის მასალები.

დიუის პრაგმატიზმის ფილოსოფიის გავლენა ყველაზე უფრო ემჩნევა თანამედროვე ამერიკელ ფილოსოფოსს რიჩარდ რორტის, რომელმაც თითქოსდა მივიწყებული პრაგმატიზმის იდეები კვლავ გააცოცხლა. დიუის გავლენამ პრაქტიკული გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში და ე.წ.  Outward Bound („გარეგანად მიმართული)სკოლების გაერთიანებაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.      https://conlaw.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/gakvethili-3-demokratiis-arsi.pdf

2.      https://rm.coe.int/georgie-competences-for-democratic-culture-geo/16808b391a -დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში

3.      https://droa.ge/wp-content/uploads/2018/06/%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98.pdf

ალექსის დე ტოკვილი - დემოკრატია ამერიკაში

4.      https://www.civiceducation.ge/ka/lessons/1-12

ადამიანის უფლებების განვითარების ძირითადი ეტაპები

5.      https://cdn.fulltextarchive.com/wp-content/uploads/wp-advanced-pdf/1/Democracy-and-Education.pdf

Democracy and Education by John Dewey

 


Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclear delegit

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that particular limousine. Identification in

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта 2023