Skip to main content

ჩინეთის გეოსტრატეგიის მიდგომები „ცივი ომის“ პერიოდში და მისი პოლიტიკური ასპექტები (საბჭოთა კავშირ-ჩინეთის და ჩინეთ-ვიეტნამის ლოკალური ომების შემთხვევის გარჩევა)

ვახტანგ მაისაია

 

ბექა მანაგაძე 


ჩინეთს სახახლო რესპუბლიკის გეოპოლიტიკური კოდი იგება „მშვიდობიანი თანაარსებობის“ პრინციპზე, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეებზე. თუმცა „ცივი ომის“ პერიოდში, ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის მაშინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო და თავდაცვის პოლიტიკური კურსი და მიდგომები რეგიონული უსაფრთხოების მიმართ წარმოაჩენდა მის საპირისპირო მოვლენას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი მსოფლიო პოლიტიკაში ხასითდებოდა იდეოლოგიური პოლარიზებით, სადაც შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით დაპირისპირებული კომუნისტური და კაპიტალისტური ბანაკები ჩაბმული იყვნენ ერთმანეთის საწინააღმდეგო კამპანიაში. მას შემდეგ რაც თიენანმენის მოედანზე 1949 წელს კომუნისტურმა პარტიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება გამოცხადა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ კომუნისტურმა სამყარო ახალი მრავალრიცხვოვანი წევრი შეიძინა. თუმცა ამ ახალმა წევრმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისეთი მოქმედებები დაიწყო რომელსაც ალბათ 1949 წელს ვერავინ წარმოიდგენდა. განსაკუთრებით რთული იყო ვინმეს ეფიქრა რომ მაო და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ოდესმე გაბედავდა და ცეცხლს გაუხსნიდა საბჭოთა მესაზღვრეებს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ კომუნისტური პარტიის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა საბჭოთა კავშირს, რომელიც არათუ სამხედრო მრჩევლებით ეხმარებოდა მათ არამედ ტექნიკითა და ფინანსურადაც. სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი 1949 წლის დეკემბრიდან 1950 წლის თებერვლამდე მაომ მოსკოვში გამართა სადაც შეხვდა სტალინს და პარტიის სხვა მაღალჩინოსნებს. ამ შეხვედრაზე პეკინი ფაქტობრვად იხვეწებოდა მოსკოვიდან გარანტიებს, რომ ჩინეთის ცა დაეცვათ საბჭოთა მფრინავებს და კორეის ნახევარკუნძულზე გართულებების შემთხვევაში მოსკოვს უზრუნველეყო საჰაერო და ბირთვული ფარი ჩინეთისთვის.[1]

  რაც შეეხება ვიეტნამთან ჩინეთის ურთიერთობას, ფაქტობრივად ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვიეტნამი ცინგის დინასტიის (1644-1911) გავლენის ზონად, ვიეტნამის გამო შეირაღებულ კონფლიქტზეც კი წავიდა პეკინი საფრანგეთის წინააღდეგ, არადა მას უკვე ჰქონდა არასასურველი გამოცდილება ევროპულ ძალებთან დაპირისპირებისა. ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები მის იდეურძმებთანგამოწვეული იყო ბევრი ფაქტორით და ის არ მომწიფებულა ერთ ან ორ წელში. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით თვისობრივად სსრკ-სთან და ვიეტნამთა კონფლიქტებს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა, მოსკოვთან სჭარბობდა უფრო მეტად იდეოლოგიური შეუთავსებლობა, ხოლო ხანოისთან მიმართებით კი საქმე გქვონდა პირდაპირ უსაფრთხოების დილემასთან და პეკინის რეგიონალური იმიჯის შელახვასთან.[2]

ჩინეთ-საბჭოთა კავშირის იდეური განხეთქილება

  პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება სტალინის გარდაცვალებიდან დავიწყოთ, თუმცა უშუალოდ სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემის ათვლა 1858-1860 წლებიდან იწყება, როცა ორივე ოპიუმის ომისა (1839-1842, 1856-1860) და თაიფინგის აჯანყებებისგან დასუსტებული ცინგის დინასტია აფორმებს . აიგუნისა და პეკინის ხელშეკრულებებს, რომლითაც ცინგის დინასტია უთმობს მთელ რიგ ტერიტორიებს რუსებს. აღსანიშნავია, რომ რუსები მეცხრამეტე საუკუნეში იყვნენ ერთადერთი გარე ძალა, რომლებიც მეტნაკლებად მოლაპარაკებების გზით ახერხებდნენ ჩინელებთან საუბარს და ამ ხელშეკრულებითაც საკმაო სარგებელი მიიღეს აიგუნისა ( 1858 ) და პეკინის ( 1860 ) ხელშეკრულებების შედეგად რუსეთის მიერ ცინგის დინასტიისათვის ჩამორთმეული მიწები. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ხელშეკრულებაში თავიდანვე რუსების სასრგებლოდ დაირღვა პირობები. კერძოდ, ნებისმიერი სასაზღვრო მდინარის გაყოფისას ის იყოფა შუაზე და ერთი ნაპირი ერთ ქვეყანას ხვდება და მეორე მეორეს, თუმცა მდინარე უსურთან მიმართებით ასე არ მოხდა, უსურის უზარმაზარი დელტა და მასში შემავალი პატარა კუნძულები, რომელიც მხოლოდ მეთევზეების სადგომად გამოიყენებოდა, მთლიანად რუსულ მხარეს გადავიდა. როგორც რუსული წყაროები იტობინებიან ამის მიზეზი იყო რუსი გენერლის სახაზავით პირდაპირ გახაზული სახელმწიფო საზღვარი, რომელმაც სერიოზულ გაუგებრობას წარმოშობს მომავალში. რუსულად აღნიშნულ კუნძულებს ეწოდებათ დამანსკის კუნძულები, ხოლო ჩინურად 珍宝 zhenbao (ჭენპაო), რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც საგანძური ან ძვირფასეულობა.[3]

  1860 წლიდან მოყოლებული ნახევრად კოლონიურ რეჟიმში მყოფ უზარმაზარ იმპერიას ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა რაიმე სახის მოთხოვნები წაეყენებინა ჯერ მეფის რუსეთისთვის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირისთვის. თუმცა, 1929 წელს საბჭოთა ჯარებსა და კუომინტანგის (ნაციონალისტები) დაქვემდებარებულ ძალებს შორის მაინც მოხდა შეტაკება მანჩურიაში, რომელიც ჩინელების მარცხით დამთავრდა, უშუალოდ კონფლიქტის მიზეზი გახდა სარკინიგზო ხაზის კონტროლს შეეხო.[4]

  მას შემდეგ წლების განმავლობაში ჩინელები, განსაკუთრებით კომუნისტები აღარ გამოთქვამდნენ რაიმე სახის პრეტენზიას რუსებთან. 1945 წელს მანჯურიაში დისლოცირებული იაპონური საიმპერატორო ძალების ტექნიკა მათ შორის ქვემეხები, ავიაცია, საარტილერიო დანადგარები და შაშხანები სტალინის პირადი ბრძალებით გენერალმა როდიონ მალინოვსკიმ გადასცა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას, რამაც ფაქტობრივად განაპირობა სამოქალაქო ომის ბედი და ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის გამარჯვება. ამ და სხვა დახმარებების გამო ფაქტია მაო უფროს მასწავლებლად თვლიდა სტალინს და მისი სიცოცხლის დროს არ მოუთხოვია საზღვრების გადახედვა. თუმცა, მას მაინც მოსინჯა ნიადაგი.[5]

  1949 წლის 1 ოქტომბერს თიენანმენის მოედანზე გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ხოლო ორ თვეში- დეკემბრიდან თებერვლამდე მაომ პირველი საგარეო ვიზიტი გამართა მოსკოვში, სადაც ბევრი საკითხი განიხილებოდა მათ შორის საჰაერო თავდაცვაში დახმარება, მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება და . ჩინური წყაროები არ საუბრობენ იყო თუ არა მაოს მხრიდან კუნძულების საკითხი დაყენებული, თუმცა თუ რუს ისტორიკოსებს დავუჯერებთ მაოს დაუსვამს კითხვა თუ როგორ მოგვარდებოდა კუნძულების საკითხი, რაზეც სტალინის პასუხი მოკლე იყო : „კუნძულები? კომუნისტებს ხომ ყველაფერი საერთო გვაქვსამის შემდეგ მოლაპარაკების დროს აღარ დამდგარა დღის წესრიგში კუნძულების საკითხი.[6]

იდეოლოგიური გაუცხოება

   მას შემდეგ რაც 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა და ძალაუფლება ნიკიტა ხრუშჩოვმა ხელში აიღო, დაიწყო იდეოლოგიური გაუცხოების პირველი ეტაპი. 1956 წელს პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ პეკინი უკვე აშკარა კონფორნტაციაზე წავიდა მოსკოვთან. პიროვნების კულტის გმობა ერთგვარი საფრთხე იყო მაოსთვის, რომელიც იმეორებდა სტალინის გზას. ამას ემატებოდა უნგრეთში საბჭოთა ჯარების შეჭრა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა შეშფოტებას პოლიტბიუროში, მით უფრო მოსკოვს ჩინურ კომუნისტურ წრეებში მხარდამჭერები ნამდვილად არ აკლდა.[7]

  1958 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი პეკინს ეწვია, სადაც მას დემონსტრაციულად ცუდად დახვდნენ. ხრუშჩოვი ითხოვდა ჩინურ ნავსადგურებს საბჭოთა წყალქვეშა ნავებისთვის, რაზეც ჩინელებმა უარი განუცხადეს. ხრუშჩოვის ვიზიტის შემდეგ პეკინმა დაიწყო საკუთარი იურისდიქციის გავრცელება ტიბეტის პლატოზე და ჯარები შეიყვარა ლჰასაში. ყველასდა გასაოცრად კრემლმა გამოუცხადა მორალური სოლიდარობა ტიბეტელბს, რამაც კიდევ უფრო დააშორა ორი ქვეყანა.[8]

   1960 წელს რუმინეთმა უმასპინძლა საერთაშორისო კომუნისტურ ფორუმს, სადაც მთელი მსფოლიოდან მონაწილეობდნენ კომუნსიტური პარტიის წარმომადგენლები. ფორუმზე ხრუშჩოვმა საჯაროდ უწოდა მაოს ნაციონალისტი, ხოლო ჩინეთის კომპარტიის წარმომადგენელმა ფენგ ჭენმა კი ხრუშჩოვსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტებს რევიზიონისტები უწოდა და ისინი მარქსიზმის ღალატში დაადანაშაულა.[9]

  კიდევ ერთი ბზარი ჩინეთ-საბჭოეთის ურთიერთობებში 1962 წელს ჩინურ-ინდური სასაზღრვო კონფლიქტი იყო, რომლის დროსაც მოსკოვმა დაგმო პეკინის აგრესია. ფაქტობრივად ეს იყო ბოლო წვეთი, რომლის შემდეგ საბოლოოდ გაცივდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ამას მოჰყვა ჩინეთის კომპარტიის მხრიდან სსრკს ჰეგემონიზმსა და მცირე ერების ჩაგვრის მცდელობაში დადანაშაულება. 60იანი წლების შუა ხანებიდან ჩინეთში იწყება ურთულესი და ძალადობრივი სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელიც ისტორიაში კულტურული რევოლუციის სახელით შევა. კულტურული რევოლუციის დროს . წითელმა მცველებმა ( 红卫兵- ხონვეიპინები) მოუხშირეს რადიკალურ კომუნსიტურ გამოსვლებს. მათი კამპანიის დროს მოხდა ბევრი გავლენიანი ლიდერის უკანა ფლანგზე გადაწევა(მათ შორის ტენგ სიაოფინგის, სი ძინფინგის მამის და .). სწორედ კულტურული რევოლუციის დროს დაიწყო პირველი პროვოკაციები ხონვეიპინების მხრიდან. არსებობს საბჭოთა ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები, როდესაც საბჭოთა მესაზღვრეები ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში არიან ჩართულნი ხონვეიპინებთან და ჩინელ მეთევზებთაან, რომლებიც მაოს სურათებითა და დროშებით გადადიოდნენ სადაო კუნძულებზე. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა 1968 წელს პრაღის გაზაფხულის შემდეგ. პარტიაში არ ასვენებდათ იმის შიში, რომ ერთ დღესაც მოსკოვი შეიძლებოდა ჩარეულიყო შიდა პარტიულ დაპირისპირებაში რომელიმე მხარის სასარგებლოდ.[10]

  1969 წლის პირველ მარტს პირველი ტყვია გავარდა, ჩინელ მეთევზეებს ზურგს უმაგრებდა ელიტური დაახლოებით სამასკაციანი რაზმი შეიარაღებული საარტილერიო დანადგარებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. ხოლო, აღნიშნულ მონაკვეთს გაცილებით მცირე რიცხვოვანი კალაშნიკოვებითა და რამდენიმე ბეტეერით აღჭურვილი საბჭოთა სასაზღვრო ძალები იცავდა.[11]

   რთულია იმის თქმა ვინ ისროლა პირველად, თუმცა იმდროინდელი საარქივო მონაცემებით არანაირი სურვილი არ ჰქონდა მოსკოვს ჩართულიყო რაიმე ტიპის დაპირისპირებაში პეკინთან. ამიტომ უფრო სავარაუდოა ეს იყო დემარში ჩინელების მხრიდან, რომელსაც ადასტურებს ზოგიერთი ჩინელი ისტორიკოსი. როგორც შეტაკების მონაწილე საბჭოთა ჯარისკაცები აღწერენ, პოლკოვნიკი ლეონოვი რომელიც სასაზღვრო ძალებს ხელმძღვანელობდა ლამის ღრიალებდა რაციაში და ითხოვდა ავიაციისა და არტილერიის დახმარებას, თუმცა ისინი არსად ჩანდნენ. მომდევნო დღეებში კი უკვე მოსკოვმა მესაზღვრეებს მიაშველა არტილერიაც და ტანკებიც კი. თუმცა, T-62 ტიპის ერთი ტანკის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, რომლის შესაკეთებლად მისული ტანკისტები ჩინელების უწყვეტ ცეცხლში აღმოჩდნენ, ამიტომ მიატოვეს ის. საბოლოოდ ეს ტანკი ჩინელებმა ბუქსირით გაათრიეს და დღეს ის პეკინში სამხედრო მუზეუმში ინახება.[12]

  სასაზღვრო შეტაკებების დროს საბრძოლო ნათლობა მიიღო ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემა გრადმა, რომელიც სრულიად მოულოდნენლი აღმოჩნდა ჩინელებისთვის, მასიურ ზალპს გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდა, რის გამოც მათ უკან დაიხიეს. БМ-21 “Град”- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც მე-20 საუკუნის სამოციან წლებში შექმნეს საბჭოთა კავშირში და 1969 წელს გამოიყენეს პირველად რეალურ კონფლიქტში.[13]

    ესკალაციის დროს საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი უშედეგოდ ცდილობდა მის კოლეგა ჭოუ ენლაისთან დაკავშირებას, სპეციალური ხაზი რომლითაც მოსკოვი და პეკინი ერთმანეთს უკავშირდებოდა ჩინელებმა გათიშეს. შექმნილი იყო ვაკუუმი, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანდა. პირველი კომუნიკაცია მხოლოდ სექტემბერში მოხერხდა, როდესაც ჰო შიმინის დაკრძალვაზე ჩასულ კოსიგინს ვიეტნამურმა მხარემ უშუამდგომლა, თუმცა ჭოუ ენლაი არც ვიეტნამში შეხვდა კოლეგას. ის ის იყო კოსიგინის თვითმფრინავმა გადაკვეთა საბჭოთა კავშირის საზღვარი, რომ პეკინმა შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა, სწორედ ცენტრალური აზიიდან გადაფრინდა პეკინში კოსიგინის თვითმფრინავი და ის მის კოლეგას აეროპორტში შეხვდა. კრემლის იმიჯი საფრთხეში იყო, თუმცა ისინი ასევე უფრთხოდნენ ფართომასშტაბიან ბრძოლას ჩინელებთან. იმ დროისთვის მოსკოვს სრული სამხედრო და ტექნიკური უპირატესობა გააჩნდა, თუმცა ფართომასშტაბიან ბრძოლაში ფრონტის ხაზი შესაძლოა უსაშველოდ გაწელილიყო, რისი შესაძლებლობაც ჩინელებს რაოდენობის გამო ექნებოდათ და მოსკოვს გამარჯვება შესაძლოა ძვირი დაჯდომოდა. სექტემბერში საბჭოთა მესაზღვრეებმა მიიღეს ბრძანება, რომ არ ესროლათ და დაეტოვებინათ ნელ-ნელა კუნძულები. ჩინურმა მესაზღვრებმაც ასევე დაიწყეს ფრთხილად დაკავება სადავო კუნძულების. რაც შეეხება დაღუპულებს საბჭოთა მხარე 34 მესაზღვრის დაღუპვას აღიარებდა და ათეულობით დაჭრილს, ხოლო ჩინურ მხარეს სავარადუდო 200 მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაჭრილების რიცხვი საკმაოდ საორჭოფოა. 1969 წლის შემდეგ პეკინმა საბოლოდ მოიშორა კომუნსიტურ სამყაროში მოსკოვისპატარა ძმისსტატუსი და უკვე დამოუკიდებლად გავიდა მსოფლიო საზოგადოებაში. ზუსტად ამას მოჰყვა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დათბობა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.[14]

ჩინეთ-ვიეტნამის სასაზღვრო კონფლიქტი

  რაც შეეხება ვიეტნამთან ურთიერთობების გაფუჭებას, აქ განსხვავებული მიზეზები გამოიკვეთა. ცინგის დინასტიის მმართველობის დროს ( 1644-1911 ) ვიეტნამი პეკინთან ვასალურ მდგომარეობაში იყო. სწორედ ვიეტნამზე პროტექტორატის გამო მოხდა ჩინურ-ფრანგული ომი 1884 წლეს, რომლის დროსაც ხმელეთზე რაოდენობრივი უპირატესობის გამო ჩინელებმა მოიპოვეს უპირატესობა, ხოლო ზღვაში ფრანგებმა. საბოლოოდთიენძინის ზავითჩინეთმა აღიარა საფრანგეთის გავლენა ვიეტნამზე და ასე დაიწყო ვიეტნამის კოლონიური მდგომარეობა.[15]

    მიუხედავად ჩინეთის გავლენის სფეროდან გასვლისა, ჩინელებმა და ვიეტნამელებმა მაინც შეინარჩუნეს ახლო ურთიერთობები. კერძოდ, სინხაის რევოლუციის დროს 1911 წელს, როდესაც მონარქიიული წყობილება რესპუბლიკურით შეიცვალა ჩინეთში, ჩინელი რევოლუციონერები თავს ვიეტნამს აფარებდნენ და იქედან გეგმავდნენ სხვასხვა ოპერაციებს. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ჩან კაიშის არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, მას სჭირდებოდა დასავლეთის მხარდაჭერა, ამიტომ საფრანგეთის გავლენა ისევ აღიარა ვიეტნამზე, რასაც ჰო შიმინს უთქვამს: „უმჯობესია ახლა ვისუნთქოთ ფრანგული ნეხვი, ვიდრე მთელი ცხოვრება ჩინური“. ამ ფაქტის მერე საკმაოდ გაფუჭდა ურთიერთობები ორი ქვეყნის მთავრობებს შორის, თუმცა როდესაც ჩან კაი ში თაივანზე გადავიდა და პეკინში ხელისუფლება აიღო კომუნისტურმა პარტიამ, ახალი პოზიტიური ძვრების იმედი განჩდა ორივე მხარეს. 1954 წელს ვიეტნამის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც ჩინური მხარეც ესწრებოდა. ჰო შიმინი არ იყო კმაყოფილი პეკინის მხარდაჭერით და არც თუ ისე მკაფიო პოზიცით. ამან ახალი ბზარი გააჩინა ორ კომუნისტურ ძალას შორის. მიუხედავად ამ ფაქტისა პეკინი მაინც ცდილობდა ახლო ურთიერთობაში ყოფილიყო სამხრეთელ კომუნისტებთან. მეტიც მოსკოვი და პეკინი გარკვეულწილად ჩართული აღმოჩნდნენ კონკურენციაში თუ ვინ უფრო მეტ დახმარებას მიაწოდებდა ვიეტკონგელებს. მოსკოვი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და პეკინმა ურთიერთობების დარეგულირება დაიწყეს. 1972-1975 წლებში მათ გაზარდეს შეარაღების მიწოდება ვიეტნამელი კომუნისტებისთვის, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ქვეყნის გაერთიანება კომუნისტების მმართველობის ქვეშ.[16]

უსაფრთხოების დილემა და რეგიონალური ჰეგემონიზმის საკითხები

 გაერთიანებული ვიეტნამი, რომელიც ახლო ალიანსში იყო საბჭოთა კავშირთან გახდა საკმაოდ უსიამოვნო მეზობელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის. ფაქტობრივად ის ორი მხრიდან ხდებოდა გარშემორტყმული, ამასვე ემატებოდა ინდოეთი დასავლეთიდან, ამიტომ პეკინში ვიეტნამის გამო შეშფოთება წლიდან წლამდე იზრდებოდა. სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია როდესაც კამბოჯაში 1975 წელს მოსულ ქხმერების რეჟიმსა და ვიეტნამს შორის საქმე კონფლიქტამდეც კი მივიდა. ამის გარდა ჩინეთ-ვიეტნამს შორის დაპირისპირების მიზეზებად უნდა გამოიყოს შემდეგი ფაქტორებიც:

·       ვიეტნამ-საბჭოთა კავშირის ახლო პოლიტიკურ-სამხედრო თანამშრომლობა

·       ჩინური დიასპორა ვიეტნამში და მათი მდგომარეობა

·       სასაზღვრო დაპირისპირებები

·       პოლ პოტის რეჟიმის შეცვლა და პეკინის უგულვებელყოფა[17]

  1978 წელს ვიეტნამის ჯარებმა დაიკავეს კამბოჯა და შეცვალეს პოლ პოტის რეჟიმი, მიუხედავად პეკინის მკაცრი გაფრთხილებისა. აქ უკვე აშკარა იყო, რომ საქმე არამხოლოდ იმიჯს ეხებოდა, არამედ უშუალო საფრთხე იყო ვიეტნამი კომუნისტური ჩინეთისთვის, რომელსაც ის ისტორიულ ვასალად განიხილავდა. მით უფრო ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი პოლ პოტის რეჟიმის სამხედრო გზით შეცვლა იყო ბოლო წვეთი.[18]

  ამას მოჰყვა ტენგ სიაოფინგის ვიზიტი 1979 წლის იანვარში შტატებში, სადაც მან რამდენჯერმე გაიმეორა რომ „ჩვენ მათ ვასწავლით შესაბამის გაკვეთილს“. სავარაუდოა, რომ ვაშინგტონშიც სურვილი იყო რომ ვიეტნამ-საბჭოთა კავშირის ალიანსი შესუსტებულიყო და ალბათ მწვანე შუქიც კი აუნთეს ტენგს სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც სუფთა ფსიქოლოგიური ხასიათის უნდა ყოფილიყო და არ ჰქონდა რაიმე სხვა ტიპის დატვირთვა.[19]

  ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია შეტევაზე გადავიდა 17 თებერვალს, ძალთა ბალანსის მხრივ ჩინელებს რა თქმა უნდა უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ვიეტნამელები გაწაფულები იყვნენ მრავალწლიან პარტიზანულ ომში და მაინც მოახერხეს შედარებით მცირე ძალებით წინააღდეგობის გაწევა. 450 ათასი 50 ათასის წინააღდეგ- ეს იყო დაახლოებითი თანაფარდობა, ორივე მხარემ გამოიყენა არტილერიაც და ავიაცაიც მცირე რაოდენობით.[20]

    ვიეტნამელების სასარგებლოდ უნდა ითქვას ის, რომ მიუხედავად გარკვეული პოზიციური დანაკარგებისა, რაც ალბათ სავსებით ლოგიკური იყო უზარმაზარი ჩინური არმის ბლიცკრიგის შემდეგ, მათ თავის დაცვა მოახერხეს იმ ძალების გამოხმობის გარეშეც რომლებიც იმ მომენტში კამბოჯაში იყვნენ. არსებობს ცნობები რომ ჩინელებს აშფოთებდათ საბჭოთა კავშირის მხრიდან გარკვეული ჩართულობის შესაძლებლობა, თუმცა შეერთებული შტატების სადაზვერვო ინფორმაციით მათ სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდათ ჩრდილოეთიდან. მრავალი წლის შემდეგ ვაშინგტონისა და პეკინის სადაზვევრო ძალებს შორის თანამშრომლობა შედგა. 5 მარტს უკვე ჩინელებმა დაიწყეს ძალების უკან გამოხმობა, მათთვის შედეგი მიღწეული იყო, ვიეტნამის ამბიციებს გზა გადაუკეტეს რეგიონალური ჰეგემონობისკენ. აღნიშნული ოპერაციით ტენგ სიაოფინგმა, რომელიც ყოფილი სამხედრო იყო, კონტროლი გაიძლიერა ჯარსა და ასევე პარტიის შიდა რგოლებში. ამის შემდეგ ვიეტნამელებს აღარ ჰქონიათ რაიმე ტიპის თვითნებობის მცდელობა.[21]

  ფაქტია, აღმოსავლეთ აზიაში წითელი ბანაკი სრულებითაც არ იყო ერთიანი. მოსკოვთან პრობლემის გამწვავებაში დიდი წვლილი ითამაშა იდეურმა და პიროვნულმა ფაქტორებმა, ხოლო ვიეტნამში საქმე უფრო უსფრთხოების დილემასთან და რეგიონალური ძალთა ბალანსის ცვლილებასთან გვქონდა.[22]

   თანამადროვე პერიოდში კი ჩინეთმა ,,კუთვნილ“ სადავო ტერიტორიებზე თავისი გავლენის დამყარება დაიწყო ჯერეჯერობით გლობალიზაციის ჩარჩოებში დასაშვები ნორმებით, ანუ ვაჭრობითა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ასეთი გავლენის გაფართოება მიმდინარეობს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე. კონტინენტური გაფართოებით ის ეჯახება ძირითადად რუსეთისა და ინდოეთის ინტერესებს, ხოლო საზღვაო გაფართოებით - აშშ-ს, იაპონიას და ინდოეთის ოკეანეში- ინდოეთსაც. ამჟამად ამ და სხვა ტერიტორიებზე გავლენის აღსადგენად გლობალიზაცია საუკეთესო პირობებს აძლევს ჩინეთს, ეკონომიკის, ვაჭრობის, ურთიერთთანამშრომლობისა და დემოგრაფიის შესაძლებლობების გამოყენებით მიაღწიოს მიზანს. კერძოდ, ეკონომიკის აღმავლობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კვალობაზე სამხრეთ მანჯურიაში, შიდა მონგოლეთში, სინძიანში და ტიბეტშიც ხდება ხანცების ინტენსიური ჩასახლება. შესაბამისად, ამ პროცესმა, ოღონდ უფრო ფრთხილად, გადაინაცვლა შუა აზიის რესპუბლიკებში, რუსეთში - ჩრდილო მანჯურიაში და მონგოლეთში. ამ უზარმაზარ ტერიტორიებზე, დიდი რესურსების ფონზე, მოსახლეობის სიმჭიდროვე ჩინეთის მეზობელ პროვინციებთან შედარებით 60-ჯერ მცირეა. იქ ჩინელი მიგრანტების თანდათანობით შესვლა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მოსკოვი, რათქმაუნდა, შეშფოთებულია და ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა (მათ შორის - იაპონიასთან პოლიტიკური გარიგებითაც), ისე რომ ხელი არ შეუშალოს ამ მხარის აღორძინებასა და ინვისტიციების მოზიდვას. ამასთან, დასავლეთით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაპირისპირების პირობებში, რუსეთს ჩინეთი სჭირდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სტრატეგიულ ფარგლებში აშშ-ის საპირწონედ.[23]

 

 

 

 

 

 

 



[1] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[2] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[3] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[4] იქვე. გვ.1.

[5] იქვე. გვ.1.

[6] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[7] იქვე. გვ.1.

[8] იქვე. გვ.1.

[9] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[10] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[11] იქვე. გვ.1.

[12] იქვე. გვ.1.

[13] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[14] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[15] იქვე. გვ1.

[16] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[17] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[18] იქვე. გვ.1.

[19] იქვე. გვ.1.

[20] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[21] იქვე. გვ.1.

[22] ,,წითელი წითლების წინააღმდეგ, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან” - https://understandingasiablog.wordpress.com/2018/12/03/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%94/  გვ.1.

[23] თამაზ ტეტიაშვილი, ,,გეოპოლიტიკური ნარკვევები“, სახელმწიფოსა და სამართლის ეროვნული ცენტრი - თბილისი - 2018. წიგნი II. გვ. 128.

Comments

Popular posts from this blog

A failed military coup in Russia. What happened?

  A failed military coup in Russia. What happened?   By: Nika Chitadze Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center    For several hours on June 24 of this year, Russia was on the verge of a civil war. The rebellious "Wagnerians" were already 200 kilometers from Moscow. In the center of Rostov, the head of "Wagner" Yevgeny Prigozhin himself was fortified, and the Chechen leader Kadyrov sent his armed formations to destroy him, he had positions in the outskirts of the city and was preparing for an attack. However, in the end, the "march of justice" announced by Prigozhin ended "peacefully". Russia avoided a civil war. At least at this point. Government representatives and the so-called parties reached an agreement during the negotiations between the private military company "Wagne

Ukraine's expected counterattack and possible de-occupation of the country

  Ukraine's expected counterattack and Possible De-Occupation of the Country Nika Chitadze Professor of the International Black Sea University Director of the Center for International Studies President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center  As expected, Ukraine's counteroffensive against the Russian occupation forces has already begun, although it has not yet entered the decisive phase. It should be noted that the past 5 months were particularly difficult for Ukrainian soldiers - the period when Ukraine began to save forces to prepare for a large-scale counteroffensive. In recent months, Ukraine has withdrawn most of its combat-ready units from the front line, and thousands of Ukrainian soldiers have gone abroad for training. The newly formed and refreshed brigades were left intact by the military-political leadership of Ukraine and did not involve them in heavy winter battles.   All this happened against the backgrou

Ecologic Problems of the Modern World and their Impact on the International Politics

Nika Chitadze Affiliated Prof. Dr., Faculty of Social Sciences, International Black Sea University. Director of the Center for International Studies President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Tbilisi, Georgia Introduction Environment and its such resources, as water, air, always were the necessary conditions for the human`s life and activities. But, during the many centuries of the history of mankind, environment was not represented the problem neither for the humanity, nor for its further sustainable development. Environment and natural resources were offering the satisfaction the needs of those people, who lived in the concrete period of the world history without causing the damage to the next generations. At the second half of the XX Century, the topic related to the environmental protection was included to the agenda, including the political aspects, because of the fact, that as a result