Skip to main content

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

 

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

 

ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი

 


იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10-11%- ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ, ასევე ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი, ბუნებრივია საქართველოზეც აისახება. თუკი ეს კონფლიქტი დროში გაიწელა და მისი არეალი მნიშნელოვნად გაფართოვდა, აღნიშნულმა შეიძლება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც მოახდინოს საკუთარი გავლენა.

ეს გავლენა შეიძლება სხვადასხვა სახით გამოვლინდეს. მაგალითად, ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი და სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად ამ ომზე იქნება კონცენტრირებული (მაგ: მას-მედიის საშუალებებით ინტენსიურად დააკვირდება ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და სხვ.) და ნაწილობრივ ჩამოსცილდება საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს. გარდა ამისა, შესაძლოა საქართველოს მოქალაქე სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია, რათა მოხალისის სტატუსით თავად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში და შესაბამისად, ისინი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

იმედია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება არ მოხდება, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი გზა (სადახლოს და გუგუთის სასაზღვრო პუნქტების მხრიდან) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე გადის, აუცილებელია ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება.

გარდა ამისა, ერთ-ერთ პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს ის ფაქტიც, რომ დიდი ალბათობით შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უფრო მიპყრობილი იქნას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის, ვიდრე საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მიმართ.

ამასთანავე, საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შუამავლობა უნდა შესთავაზოს და ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს. ასევე, საქართველომ არანაირი პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ვემხრობით აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნულს შესაძლებელია მოჰყვეს უკმაყოფილება ჯავახეთში, ხოლო თუ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემთხვევაში უნდა მაქსიმალურად იქნეს დაცული სომეხი მოსახლეობის უფლებები და ყარაბაღი ფართო პოლიტიკური და სამართლებრივი ავტონომიით უნდა სარგებლობდეს (აზერბაიჯანმა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სტატუსი), აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს უკმაყოფილება ქვემო ქართლის მოსახლეობაში.

შედეგად, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ან სომეხ მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს გარკვეული პროტესტი საქართველოს პოზიციისა და საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. აღნიშნულმა კი შესაძლოა შეასუსტოს ჩვენი თანამემამულეების მოტივაცია - გამოიჩინონ თავიანთი სამოქალაქო პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე და მათმა ნაწილმა შესაძლოა არ მიიღოს მონაწილეობა 31 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში.

 

Comments

Popular posts from this blog

The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025

  The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025.   By: Nika Chitadze. Professor of the International Black Sea University The paper discusses all the important domestic and foreign policy priorities that the newly elected US President, Donald Trump, has pursued or his future goals during the first months of his presidency.   As is known, the future development of the world largely depends on the policy pursued by the only superpower on our planet, the United States.   Keywords: Donald Trump, Presidency, USA, Internal Policy, Foreign Policy, National Security   Introduction    As is well known, the second presidency of the 47th President of the United States, Donald Trump, began on January 20, 2025, following his inauguration (The White House, 2025). Trump assumed office following the 2024 presidential election, in which he defeated the Democratic Party candidate, Vi...

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

  ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ავტორი: ნინო დვალიძე შესავალი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დინამიკაა თანამედროვე გლობალურ წესრიგში. როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, მათი ურთიერთქმედება გამოირჩევა ინტენსიური კონკურენციისა და შემთხვევითი თანამშრომლობის კომბინაციით. ეკონომიკური დაძაბულობა, სამხედრო მეტოქეობა და იდეოლოგიური განსხვავებები ქმნიან მათი მუდმივი ბრძოლის ხერხემალს დომინირებისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობასა და მმართველობაზე. ეს განვითარებადი ურთიერთობა ცენტრალურ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში, სავაჭრო დავებიდან დაწყებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბირთვული უსაფრთხოება, ძირეული სტრუქტურული კონფლიქტები აგრძელებს გამოწვევას მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ ძალისხმევაზე. როდესაც ...

Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia

  Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia        Nika Chitadze. Ph.D.       Director of the Center for International Studies       President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research         Center       \ As it is known, US Secretary of State Michael Pompeo visits Georgia on November 17-18. He will hold meetings with the representatives of the Georgian government and the non-governmental sector. Mike Pompeo will also meet with the Catholicos-Patriarch in Tbilisi. Overall, it is noteworthy that in the aftermath of Georgia's restoration of state independence, the United States provided significant political or economic support to Georgia. In particular, under various programs, the total volume of financial assistance of the United States for Georgia has exceeded $ 4 billion. Given Georgia's ...