Skip to main content

დამოუკიდებელი საქართველოს როლი და ადგილი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში

ნიკა ჩიტაძე












ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

ევროპის უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი


მიმდინარე წლის 26 მაისს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე წლისთავი აღნიშნა. 
ჩვენი ქვეყნის მიერ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო შემდეგი: ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსს არტურ შოპენგაუერს აქვს ნათქვამი: "რა ცუდია რომ ყოველთვის გვახსოვს ის, რაც არ გვაქვს და გვავიწყდება ის, რაც გვაქვს". ევროპელი ფილოსოფოსის სიტყვებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენს სამშობლოსთან დაკავშირებით პირველ რიგში გვახსენდება (ჩემის ჩათვლით) პრობლემები, კერძოდ, თუ რა პატარა ქვეყანა და მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ასეთ ცუდ დღეში საქართველო არასდროს ყოფილა და ა.შ. თუმცა ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი: დღევანდელ მსოფლიოში თავისი 7.8 მილიარდიანი მოსახლეობით ცხოვრობს 5 ათასამდე სხვადასხვა ერი და ეროვნება და მხოლოდ 330-მდე ერია ჩვენს პლანეტაზე, რომლის რაოდენობაც 1 მილიონ ადამიანს აღემატება. მათ შორის ვართ ჩვენც, ქართველები, რომლებიც ერთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში 134-ე ადგილზე (5 ათასიდან) ვიმყოფებით. ჩვენს პლანეტაზე მაცხოვრებელი 5 ათასამდე ერის მიუხედავად, დღევანდელ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე სულ დაახლოებით 200-მდე სახელმწიფოა (მათ შორის 193 გაერო-ს წევრი). ჩვენ ქართველებს, მსოფლიოს ერთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, 1991 წლიდან გაგვაჩნია ჩვენი სახელმწიფო.
მუდმივად მივტირით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სიმცირეს, არადა საქართველო თავისი ტერიტორიის ფართობით აღემატება მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის ფართობს.
ჩვენ განვიცდით იმას (რაც რა თქმა უნდა სავსებით ლოგიკურია), რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული. რეალურად ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 17,9%. თუმცა სულ რაღაც 29 წლის წინ, საქართველოს ტერიტორიის 100% იყო ოკუპირებული (მართალია ბევრ ვაიქართველს ეს პრობლემა გულთან ახლოს მაინცდამაინც არ მიჰქონდა და 37 მანეთად მოსკოვში დაფრინავდა, მაგრამ მაინც  ).
და საერთოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 ათასწლოვანი ისტორიის განმავლოვაში (შეიძლება უფრო ხანგრძლივი ისტორიაც გვაქვს მაგრამ პირველი ცნობები დიაოხისა და კოლხას სამეფოების არსებობის შესახებ პირველად ძველ ასირიულ წყაროებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1 112 წლით თარიღდება), საქართველო როგროც ერთიანი სამეფო მხოლოდ დაახლოებით სამი საუკუნის განმვალობაში არსებობდა, ხოლო 1466 წლის შემდეგ, ანუ იმ პერიოდიდან როდესაც საქართველო ეტაპობრივად 3 სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დაიშალა, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში სპარსეთის, ხოლო დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის გავლენა ვრცელდებოდა, ხოლო რუსეთის მიერ ქართული ისტორიული მიწების ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი სახელმწიფო წარმონაქმნი არ არსებობდა, შეიძლება ითქვას რომ ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში 1991 წლამდე, საქართველო, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ 1918-1921 წლებში არსებობდა.
და ბოლოს, საქართველო რეალურ თავისუფლებას მიაღწევს მაშინ, როდესაც თითოეული მისი მოქალაქე იქნება თავისუფალი, რომელიც შეძლებს გაათვიცნობიეროს ის ფაქტი, რომ მის საქმეს სხვა არ გააკეთებს (მაგალითად ვინმე "კეთილი კაცი" ფულს არ დაურიგებს), ხოლო კონკრეტულ მოქალაქე სწორედ აღიქვამს როგორც არისტოტელეს ნათქვამს: "ბედნიერება არის იმ ადამიანის მხარეს, ვინც ბევრს შრომობს", და დიდი ილიას უკვდავ ფრაზას "ქვეყანა ეკლესია კი არ არის, სადაც ადამიანი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, სადაც ადამიანი უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს".
გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს !!! 

Comments

Popular posts from this blog

The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025

  The Policy pursued by the Trump administration at the beginning of the second presidency. First quarter of 2025.   By: Nika Chitadze. Professor of the International Black Sea University The paper discusses all the important domestic and foreign policy priorities that the newly elected US President, Donald Trump, has pursued or his future goals during the first months of his presidency.   As is known, the future development of the world largely depends on the policy pursued by the only superpower on our planet, the United States.   Keywords: Donald Trump, Presidency, USA, Internal Policy, Foreign Policy, National Security   Introduction    As is well known, the second presidency of the 47th President of the United States, Donald Trump, began on January 20, 2025, following his inauguration (The White House, 2025). Trump assumed office following the 2024 presidential election, in which he defeated the Democratic Party candidate, Vi...

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

  ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მათი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ავტორი: ნინო დვალიძე შესავალი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დინამიკაა თანამედროვე გლობალურ წესრიგში. როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, მათი ურთიერთქმედება გამოირჩევა ინტენსიური კონკურენციისა და შემთხვევითი თანამშრომლობის კომბინაციით. ეკონომიკური დაძაბულობა, სამხედრო მეტოქეობა და იდეოლოგიური განსხვავებები ქმნიან მათი მუდმივი ბრძოლის ხერხემალს დომინირებისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობასა და მმართველობაზე. ეს განვითარებადი ურთიერთობა ცენტრალურ როლს თამაშობს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში, სავაჭრო დავებიდან დაწყებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბირთვული უსაფრთხოება, ძირეული სტრუქტურული კონფლიქტები აგრძელებს გამოწვევას მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ ძალისხმევაზე. როდესაც ...

Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia

  Geopolitical aspects of US Secretary of State Michael Pompeo's visit to Georgia        Nika Chitadze. Ph.D.       Director of the Center for International Studies       President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research         Center       \ As it is known, US Secretary of State Michael Pompeo visits Georgia on November 17-18. He will hold meetings with the representatives of the Georgian government and the non-governmental sector. Mike Pompeo will also meet with the Catholicos-Patriarch in Tbilisi. Overall, it is noteworthy that in the aftermath of Georgia's restoration of state independence, the United States provided significant political or economic support to Georgia. In particular, under various programs, the total volume of financial assistance of the United States for Georgia has exceeded $ 4 billion. Given Georgia's ...