შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო
სწავლების ცენტრის მკვლევარები:
ქეთევან ჯებისაშვილი
ნიკა ჩიტაძე
შესავალი
საქართველოს ყველანაირი
მცდელობის მიუხედავად, რომელიც რუსეთთან არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენაა
მიმართული, ოფიციალური კრემლი ყველანაირი, მათ შორის სხვადასხვა ახალი მეთოდების გამოყენებით
ცდილობს ქართული სახელმწიფოს დასუსტებას.
რუსული არმია საქართველოს საზღვრებთან და ახალი საავტომობილო გზები
აღნიშნულის ერთ-ერთ ნათელ
მაგალითს რუსეთის მიერ 58-ე
არმიის გაძლიერების მცდელობა წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, 58-ე
არმია შედის რუსეთის სამხრეთის
სამხედრო ოლქის შემადგენლობაში ში და
თავის მხრივ, აღნიშნული
ოლქის პასუხისმგებლობის ზონას საქართველოს ორ
ოკუპირებულ ტერიტორიასთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასია და ანექსირებული
ყირიმიც განეკუთვნება.
ბოლო წლების
განმავლობაში წარმოებული
რუსული სამხედრო
შეიარაღებით, პირველ რიგში სწორედ რუსეთის 58-ე არმია და მთლიანობაში რუსეთის
სამხრეთის სამხედრო ოლქი მარაგდება. ამავე ოლქის
სამხედრო ნაწილებმა ყველაზე
აქტიური სამხედრო წვრთნები გაიარეს, რის
შედეგად, რუსეთის 58-ე
არმია
აღნიშნული ქვეყნის შეიარარბუყლი
ძალების სტრუქტურაში ყველაზე ბრძოლისუნარიან სამხედრო
ერთეულად განიხილება.
ბოლო
თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია,
რომ რუსეთი 58-ე
არმიას დამატებითი მოტომსროლელი
დივიზიების განთავსებით და ჯავშანტრანსპორტიორ БМП-3 და მოდერნიზებული
ტანკებით Т-72БЗ-ით მიწოდებით აძლიერებს. აღნიშული
დივიზების განთავსება
მოხდება კრასნოდარისა
და სტავროპოლის
მხარეებში, ვლადიკავკაზსა
და დაღესტანში,
კერძოდ სოფელ
ბალტიხში. მოსკოვის
აღნიშნული
ქმედება საქართველოსთვის დიდი
საფრთხეს წარმოადგენს შემდეგი მიზეზების
გამო წარმოადგენს:
დაღესტანის
რესპუბლიკის სოფელი
ბალტიხი, საქართველოს
საზღვრიდან რამდენიმე
ათეულ კილომეტრში,
იმ გზის
გადაკვეთაზე მდებარეობს,
რომელიც ავარეთ-კახეთის
გზატკეცილად არის
ცნობილი, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოსთვის
ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს,
ხოლო სოფელ
ბალტიხში მოტომსროლელი
ნაწილის განთავსება,
ამ საფრთხის
პირველი მაგალითს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ
აღნიშნული გზის გახსნის
შემთხვევაში საქართველოდან ექსპორტირებულ იქნება ყურძენი, ღვინო,
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
და ა.შ. საპირისპიროდ შემოვა
რუსული ტანკი,
არმიის თანხლებით.
კიდევ
უფრო მძიმე საკითხს ვლადიკავკაზში,
მოტომსროლელი ნაწილების
განთავსება წარმოადგენს. გამოცემა
"pravda.ru"-ს მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში
მითითებულია, რომ
ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე
"სამხედრო
ქალაქი" აშენდება, შესაბამისად,
ზემოთ დასახელებული
მოტომსროლელი დივიზიების
დამატებითი ნაწილები საქართველოს
ჩრდილოეთ საზღვრის სიხლოვეს განთავსდება. აღნიშნულის
პარალელურად საქართველოს
ხელისუფლება ქვეშეთი-კობის მიმართულებით ახალი
გვირაბის მშენებლობას
აპირებს, რომელიც
აღნიშნული ბაზებიდან
(ვლადიკავკაზი) რამდენიმე
ათეულ კილომეტრში
მდებარეობს და
როგორც ვიცით,
ყაზბეგის რაიონში
საქართველოს არ
ჰყავს შეყვანილი
ისეთი მასშტაბის
საჯარისო კონტინგენტი, რომელიც
საჭიროების შემთხვევაში შეძლებდა
რუსული ტექნიკისა და
არმიის ნაწილების
გადაადგილება შეფერხება, რომ უარეს შემთხვევაში რუსულმა საოკუპაციო ხაზმა
შეიძლება მლეთასთან გადმოიწიოს.
საფრთხეს
აძლიერებს ის ფაქტი, ე.წ. სამხრეთ
ოსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად გამოდიან განცხადებით იმის შესახებ,
რომ თრუსოს ხეობა ისტორულად „ისტორიული ოსეთის“ შემადგენლობაში
შედიოდა. შესაბამისად, გამოდის,
რომ შესაძლოა საქართველომ,
საკუთარი ფინანსური რესურსებით ქმნის
ახალ "როკის
გვირაბს", რომელიც რუსეთმა
იგივე მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს, როგორც როკის გვირაბი 2008 წლის აგვისტოში.
ყაზბეგის
რაიონში რუსული
არმიის შემოსვლის შემთხვევაში,
ოკუპანტს საშუალება მიეცემა გამოიყენოს
ჯუთადან როშკაში
გადასასვლელი გზა.
ვლადიკავკაზიდან სამხედრო
კოლონებით საქართველოს
ტერიტორიაზე შემოჭრა
ასევე არხოტის
მხრიდან არის
შესაძლებელი. როშკა-არხოტის
დამაკავშირებელი გზას,
ასევე ქართული
მხარე აშენებს
და იგი ჩვეულებრივი სტანდარტებისაგან განსხვავებით, შედარებით
ფართოა.
საქართველო
საკუთარი ხელით
ისპობს იმ
ბუნებრივ თავდაცვით
ზღუდეს, რომელსაც კავკასიონის
ქედი წარმოადგენს.
აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის უკვე ოკუპირებულ
ტერიტორიებს თუ
ავარეთ-კახეთის
გზას, სტეფანწმინდა-კობი-ქვეშეთისა
(მლეთა) და
როშკის მიმართულებასაც
დავუმატებთ, გამოდის,
რომ საქართველო
სრულებით დაკარგავს
კონტროლს კავკასიონის
ქედზე და
ქვეყნის მთელს
ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსული სარაკეტო
სისტემებისა და
არტილერიის "პოლიგონად"
იქცევა.
საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, უნდა აღინიშნოს, იმ ათობით
სამხედრო ობიექტის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო წლების განმავლობაში აშენდა. კერძოდ, 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“
რუსული სამხედრო შენაერთების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, აფხაზეთში,
ბომბორას ყოფილ აეროდრომთან, გუდაუთასთან ახლოს, მე-7 რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს.
აფხაზეთში დაახლოებით 7 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს. „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალთან ახლოს და ასევე ჯავაშია განთავსებული,
რუსი სამხედროები ასევე ახალგორის რაიონში არიან დისლოცირებულნი. საერთო ჯამში, „სამხრეთ
ოსეთში“ 4 000 - მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე
იმყოფება.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მუდმივი დაძაბულობის პროვოცირება
რუსეთისთვის საქართველოზე ზეწოლის უმნიშვნელოვანეს ბერკეტს „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვართან მუდმივი დაძაბულობის პროვოცირება წარმოადგენს.
„ბორდერიზაციის“ პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება. ბოლო პერიოდში რუსი სამხედროების მიერ ე.წ. სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საოკუპაციო ხაზის 200-300 მეტრით გადმოწევის გახშირებული შემთხვევები ვითარებას კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებით ამძაფრებს. იქ მცხოვრები ქართველი გლეხები საძოვრებისა და სახნავ-სათესი
მიწების გარეშე რჩებიან. ასევე ხშირია მათი უკანანო
დაკავებები და გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდის მოთხოვნის შემთხვევები. ამ ეტაპზე
ქართული მხარე საკმაოდ ფრთხილი განცხადებებით შემოიფარგლება და ამ პროცესს “მცოცავ ოკუპაციასა” და რუსეთის მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესები გაგრძელდა და უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო, არ არის გამორიცხული, კონფლიქტის ზონაში ვითარების შემდგომი დაძაბვა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ.
სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის საერთაშორისო
ასპარეზზე ლობირება. რუსეთს „მესამე სამყაროს“ არაერთ სახელმწიფოზე გააჩნია გარკვეული
ზემოქმედების ბერკეტი. ამის ნათელი მაგალითია
რამდენიმე კვირის წინ, სირიის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება. საქართველოს
მიერ რუსეთისთვის მიუღებელ ნებისმიერი ქმედებას, საპასუხოდ შესაძლებელია აფხაზეთის
და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი განვითარებადი სახელმწიფოს მხრიდან აღიარება მოყვეს
და რუსეთი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
პანკისის საკითხით მანიპულირება
რუსეთის ხელისუფლება პანკისის ხეობის მიმართულებით
განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდა. ჩეჩენ მეამბოხეებს საერთაშორისო ტერორისტების იარლიყი მიაკრეს. ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე მუქარით აღსავსე განცხადება გააკეთა საქართველოს მისამართით. მან საქართველო, კერძოდ პანკისის ხეობა ტერორისტულ ანკლავად დაასახელა და საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ოფიციალურმა კრემლმა არაერთხელ
განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა და ღიად განაცხადა, რომ რუსეთს ჰქონდა სრული უფლება განეხორციელებიან სამხედრო ოპერაციები საქართველოს ტერიტორიაზე.
მიუხედავა იმისა, რომ საქართველომ 2002-2004 წლებში,
სრულად შეძლო პანკისის ხეობაში კონტროლის დამყარება,
რუსეთი მუდმივად სდებდა საქართველოს
ბრალს იმაში, რომ ჩეჩენ ბოევიკებს პანკისის ხეობაში ტერორისტული
ბანაკები ჰქონდათ განთავსებული.
რუსეთის მიერ ჩეჩნეთში განხორციელებული
სისხლიან სამხედრო ოპერაციების განხორციელების
შედეგად, ლტოლვილის სახით ხეობაში რამდენიმე ათასი ჩეჩენი შემოვიდა, რომლებიც საქართველომ შეიფარა, თუმცა
რუსეთი აცხადებდა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის ბევრი ტერორისტიც იმალებოდა.
მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ პანკისის ხეობაში საქართველოს
სპეცსამსახურებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ახალგაზრდა ქისტის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის
ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინეს, რუსეთის სპეცსამსახურებმა აღნიშნული მოვლენით სპეკულირება
გადაწყვიტეს. კერძოდ, 15 ივნისს, რამადანის
დღესასწაულის დროს, პანკისის ხეობაში გამოჩნდნენ პიროვნებები, რომელებსაც ეკავათ რამზან
კადიროვის მამის, ახმად კადიროვის პლაკატები და რუსეთის დროშები. აღსანიშნავია, რომ
აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას ომალოს თვითმმართველობის წარმომადგენელიც იღებდა. აქედან
გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსული
სპეცსამსახურების წარმომადგენლები ადგილობრივ თითმმართველობებში ეძებენ დასაყრდენს,
რათა მოგვიანებით მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელონ. ასეთი პიროვნებების გააქტიურებით რუსეთი ცდილობს,
ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და საქართველოს
შიგნით ახალი დესტაბილიზაციის კერის შექმნას. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინციდენტი არ
უნდა დარჩეს ქართული სპეცსამსახურების ყურადღების მიღმა.
საინტერესოა თუ როგორ შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოს
ტერიტორიაზე? აღსანიშნავია ის ფაქტიც, საქართველო-რუსეთის საზღვარზე 44 არაოფიციალური
ბილიკი არსებობს.
„რბილი ძალა“ და იდეოლოგიური ბერკეტები
არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობისთვის XXI
საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რუსულ „რბილ ძალასთან“ ბრძოლა წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში პრორუსული ორგანიზაციები - პოლიტიკური პარტიები და „არასამთავრობო“
ორგანზიაციები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, რომლებიც თავიანთი პარტნიორი ელექტრონული თუ ბეჭდური მედიის საშუალებით ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან. თვალშისაცემად გააქტიურდა ანტიდასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებშიც.
საქართველოში ათეულობით მსგავსი ორგანიზაცია არსებობს. ისინი დაფინანსების წყაროებზე ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ეს ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია „ევრაზიული მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში “ევრაზიული არჩევანია” – ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ანტიდასავლური ორგანიზაცია. თბილისში საქმიანობა დაიწყო ასევე პრემიერ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შექმნილმა “გორჩაკოვის ფონდმა”, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ მისი მიზანია რუსული რბილი ძალის გავრცელება. ეს ორგანიზაციები ხშირად აწყობენ აქციებს ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ,
ითხოვენ საქართველოს ნეიტრალიტეტს, სტალინის ძეგლის დადგმას, რუსეთის, როგორც „დიდი
მეგობრის“ წარმოჩენას, მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვას და ა.შ
საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი მულტიმედიურ პროექტს მას-მედიის საშუალება
“სპუტნიკი” წარმოადგენს, რომელსაც კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი, დიმიტრი
კისილოვი ხელმძღვანელობს.
რუსული „რბილი ძალის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი ეკლესია და ერთმორწმუნეობის
საკითხი წარმოადგენს. ნარატივი, თითქოს ევროპა ქართული ეკლესიისა და ტრადიციების წინააღმდეგ
იბრძვის, რუსეთი კი, სხვა თუ არაფერი, ერთმორწმუნე ქვეყანაა, აქტიურად მუშაობს. ხშირად,
აღნიშნულ ნარატივს „სასულიერო პირები“ ავრცელებენ
და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ეკლესიას დიდი ავტორიტეტი აქვს, ის მართლაც
სერიოზული ბერკეტი შეიძლება გახდეს რუსეთის ხელში.
რუსეთში მცხოვრები ქართველებით მანიპულირება
რუსეთში ასეულობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს (ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სახელდება ციფრები 150 ათასიდან ერთ მილიონამდე). მათი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. მათთვის პრობლემების შექმნა კიდევ ერთი ბერკეტია რუსეთის ხელში, რომელიც მან ერთხელ უკვე გამოიყენა.
2006 წლის 27 სექტემბერს საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის კამპანია დაიწყო. 2006 წლის ბოლოს, რუსეთიდან ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს. დეპორტირებულებთა ნაწილი სამშობლოში შეურაცხმყოფელ პირობებში – სატვირთო თვითმფრინავებით გამოამგზავრეს. ამ პროცესს მსხვერპლიც მოჰყვა. მოგვიანებით, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა და საქმე მოიგო.
ეთნიკური ქართველების რუსეთიდან დეპორტაციისა და მათი შევიწროვების შემთხვევაში ათასობით ადამიანსაც შეექმნება ფინანსური პრობლემები, რადგან რუსეთში მცხოვრები ქართველები სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ფინანსურად ეხმარებიან. საქართველოში კი, სადაც უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და დეპორტირებულებს სამსახურის მოძებნა გაუჭირდებათ.
რუსეთიდან ფულადი გზავნილების შეჩერება
საქართველოში ათასობით ოჯახის ერთადერთი შემოსავლის
წყარო უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი ფულია. უცხოური ფულადი გზავნილები
ქვეყნის მშპ–ს 9 %-ს შეადგენს. რუსეთი პირველია იმ ქვეყნების რეიტინგში, საიდანაც საქართველოში
ფულს აგზავნიან. 2016 წელს რუსეთიდან საქართველოში 709.23 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა,
რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 49.2%-ს შეადგენს. რუსეთიდან გზავნილების შეფერხება
სერიოზული პრობლემას შეუქმნის არა მარტო ათასობით ოჯახს, არამედ ისედაც არასტაბილურ
ეროვნულ ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
რუსული
ინვესტიციების შეჩერება, ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება
2017 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის რუსეთი მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.
წელიწადის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ერთ მილიარდ დოლარს აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 82 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი რუსული ინვესტიცია განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ინვესტორი ქვეყენბის რეიტინგში რუსეთს მერვე ადგილი უკავია, აღნიშნული ინვესტიციების შეფერხება მოსკოვის ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული ფულის დიდი წილი მოდის ისეთ სტრატეგიულ სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება და კომუნიკაციები.
2014 წელს საქართველოდან რუსეთში 275 მილიონი დოლარის პროდუქცია (ძირითადად, ღვინო და მინერალური წყალი) გავიდა. ამ მაჩვენებლით რუსეთმა კვლავ დაიბრუნა საქართველოსთვის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნის ადგილი. 2006 წლის მარტში, ემბარგოს დაწესების ოფიციალურ მიზეზად ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა, თუმცა მოსკოვშიც აღიარებდნენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო. იმ პერიოდში ქართული პროდუქციის
გასაღების 80 პროცენტი მთლიანად რუსულ ბაზარზე იყო დამოკიდებული. ამდენად, რუსული ბაზრის დაკეტვამ კონკრეტულ სამეწარმეო
სუბიექტებს და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
თუკი კრემლი კვლავ გადაწყვეტს იგივე მეთოდებით მანიპულირებას, საქართველოს ეკონომიკა ასეულობით მილიონ ლარს დაკარგავს. ეკონომიკა მნიშვნელოვანი ბერკეტია რუსეთის ხელში.
დასკვნა
ზემოთ ჩამოთვლილი ბერკეტების გამოყენებით, რუსეთი ცდილობს სტრატეგიული მდებარეობის მქონე საქართველოზე თავისი
კონტროლის შენარჩუნებას. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ მეტად
რაციონალური პოლიტიკა უნდა გაატაროს და ხელი შეუშალოს რუსული რბილი ძალის მომძლავრებას
ქვეყნის შიგნით.
მაშინ, როცა რუსეთის ძლიერება ეტაპობრივად იზრდება და დასავლეთი გლობალური უსაფრთხოების
გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს საინტერესო და სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი ქვეყნის სტატუსი. ქვეყნის შიგნით აწარმოოს შიდა კონსოლიდაციის, გააზრებული
ეკონომიკური და უსაფრთხოების პლიტიკა, შეინარჩუნოს
ეროვნული იდენტობა და გახდეს ევროპული ოჯახის
სრულუფლებიანი წევრი.
Comments
Post a Comment