Skip to main content

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ახალი პერსპექტივები ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე


(რამდენიმე მოსაზრება ამერიკელი პოლიტოლოგის, ლუკე კოფეის  მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე: “საქართველოს გაწევრიანება ნატოში, ევროპისა და ამერიკის ინტერესს წარმოადგენს“)

შესავალი: საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივა

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დასავლურ და ქართულ საზოგადოებაში, 
კერძოდ პოლიტოლოგთა წრეებში გაჩნდა ახალი იდეა, რომელიც საქართველოს ნატო-ში
მიღების ახალ, განსაკუთრებულ მიდგომას ითვალისწინებს. საუბრის ძირითადი თემა 
გახლავთ ახალი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ 
ალიანსში გაწევრიანება მოხდეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსის წესდების 
მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 
შემოთავაზებული ინიციატივა, შეწყვეტს არსებობას მას შემდეგ, რაც საქართველო 
მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს თავის ისტორიულ ტერიტორიებს და შესაბამისად,  
ქვეყნის იურისდიქცია გავრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე.

კერძოდ, „Heritage Foundation-ის“ ექსპერტის, ლუკე კოფეის (Luke Coffey) ანგარიშში, სახელწოდებით: “საქართველოს გაწევრიანება ნატოში, ევროპისა და ამერიკის ინტერესს წარმოადგენს“ აღინიშნა, რომ  „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს მზადყოფნა, რომ თუ ქვეყანა გახდება ნატოს წევრი, გაწევრიანების პირველ ეტაპზე ალიანსის მეხუთე პუნქტი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
ზემოაღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, შესაძლებელია როგორც ქართულ,
ასევე საერთაშორისო საზოგადოებაშიგაჩნდეს რამდენიმე კითხვა, კერძოდ:
- პირველი, საქართველოს გაწევრიანება ალიანსში,  ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ნიშნავს თუ არაამ ტერიტორიების  „დამოუკიდებლობის“ დე-ფაქტო აღიარებას?
- მეორე, შესაძლებელია თუ არა, რომ დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეების აღნიშნული
ინიციატივით, ისარგებლონ პრო-რუსულმა ძალებმა, გამოიყენონ აღნიშნული ინიციატივა
ს სპეკულაციის თემად და გაავრცელონ მოსაზრება, რომ ნატო საქართველოსგან, წევრობის
სანაცვლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას მოითხოვს? (როგორც ცნობილია,
ა ამთემაზე „თავისი მოსაზრება“ ქართული „ინტელიგენციის“ რამდენიმე წარმომადგენელმაც გამოხატა); -მესამე, სჭირდება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, თუკი ალიანსის  ფუნქციები და მოვალეობები არ გავრცელდება  ოკუპირებულ ტერიტორიებზე?   გარდა ამისა: -  რა პოზიცია ექნება რუსეთს დასავლეთის აღნიშნული ინიციატივის ესახებ? - არსებობს, თუ არა კონსენსუსი ალიანსის ყველა წევრს შორის, ამ მოსაზრების გარშემო საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელია შემდეგი მიდგომის ჩამოყალიბება, კერძოდ: თუკი საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ეს პროცესი განხორციელდება იმ საზღვრების ფარგლებში,რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გაეროს და საერთო ჯამში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებად ითვლება. ცნობილია, რომ საქართველო არის 200-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის (უნივერსალური თუ რეგიონული) წევრი და ყველა აღნიშნულ სტრუქტურაში სახელმწიფო გაწევრიანებულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ერთად. ანტი-დასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს ყველა წევრი, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვალდებული იქნება, აიღოს პასუხისმგებლობა  საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიების დაცვაზე. საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო, კერძოდ:  რუსეთის მთავარ მიზანს პირველ რიგში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის  მხარდაჭერა კი არ წარმოადგენს, არამედ კრემლის მიზანია აიძულოს საქართველო, რათა ქვეყანამ შეცვალოს არჩეული, დასავლური კურსი და ზიანი მიადგეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას. საქართველოს მიერ რამდენიმე წლის წინ დამტკიცებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და რეგიონში არსებული რეალური ვითარების მიხედვით, რუსეთის მხრიდან არსებობს ხელახალი აგრესიის განხორციელების საფრთხე, აქედან გამომდინარე, თუკი ალინსის წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე (დაახლოებით 80%), შესაძლებელი იქნება რუსეთიდან მომავალი განმეორებითი საფრთხის თავიდან აცილება და განეიტრალება. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უფრო მეტად გამკაცრება და საქართველოს მხარდაჭერის კიდევ უფრო გააქტიურება. როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დასავლეთმა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების აქტიური მხარდაჭერა განახორციელა, ოფიციალური კრემლი, რომელმაც მანამდე რამდენიმე სისხლიანი აქციები ჩაატარა ლიტვასა და ლატვიაში, იძულებულ გახდა ეღიარებინა დე-ფაქტო რეალობა აღნიშნულ რეგიონში და მან (სსრკ-ის ოფიციალურ დაშლამდე) აღიარა სამივე ბალტიისპირეთის ქვეყნის დამოუკიდებლობა და შეეგუა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დასავლეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში მოქცევას. ძირითადი გამოწვვები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე:
საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას რამდენიმე პრობლემა
აფერხებს, მათ შორის: რუსეთის ფაქტორი, კონსენსუსის არ არსებობა ნატოს წევრებს შორის. შიდაპოლიტიკურ ფაქტორებსშორის კი უნდა აღინიშნოს :
ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობის პრობლემა: გარდა იმისა, რომ ნატო სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს, იგი გახლავთ ის საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია, რომელში გაწევრიანებაც მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ. შესაბამისად, ალიანსი გახლავთ იმ დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივად მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით, საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში სხვა რესპუბლიკებთან შედარებით წამყვან პოზიციებს  იკავებს, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“  2017 წლის მონაცემებით, საქართველო ჯერ კიდევ ნაწილობრივ თავისუფალი სახელმწიფოების რიგებში განიხილება. მაქსიმალური 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული.
საქართველოში არსებული სოციალ-ეკონომიკური ვითარება: იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები იქნა განხორციელებული, 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობამ 3,864.62 დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო დაახლოებით 3-ჯერ ჩამორჩება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობასთან ერთად, ნატო აგრეთვე წარმოადგენს ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოების გაერთიანებას.  შესაბამისად, ამ ეტაპზე ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოს ფინანსური შესაძლებლობები შედარებით შეზღუდულია.
კონსენსუსის არ არსებობა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის: როგორც ცნობილია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, მნიშნელოვან დაბრკოლებას ალიანსის წევრებს შორის კონსესუსის არ არსებობა წარმოადგენს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომელზეც საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მაპ-ის) მინიჭების საკითხი განიხილებოდა, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ ნატო-ს ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სრული მხარდაჭერა ვერ მიიღო.
რუსეთის ფაქტორი: ბუქარესტის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დროს, ალიანსის რამდენიმე ევროპელი წევრი არაფიციალურად რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებდა. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა, ჯერ 2008 წელს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციამ, ხოლო განსაკუთრებით 2014 წლის ყირიმის ანექსიამ ევროპული სახელმწიფოები დაარწმუნა, რომ რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო. თუმცა, ევროპული საზოგადოების ნაწილში მუსირებს აზრი, რომ საქართველოს ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთთან ავტომატურად ომს გამოიწვევს, რადგანაც ნატოს ფარგლებში იარსებებს ორი კონფლიქტური რეგიონი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სახით.
ძირითადი ძლიერი მხარეები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე
გეოგრაფიული მდებარეობა:
გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდიანარე საქართველო გამოირჩევა ძალძედ
მოხერხებული სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობით.მისი ტერიტორია
წარმოადგენს არამარტო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის(ტრასეკა)
ღერძს,არამედ იგი ევრაზიის ქვეყნებთან დამაკავშირებელ უმოკლეს სატრანსპორტო
მაგისტრალის საკვანძო ფუნქციასაც ასრულებს. საქართველოს,ასევე უდიდესი
წვლილის შეტანა შეუძლია "დიდი აბრეშუმის გზის" ფუნქციონირებაში.
სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები: კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართულებით რუსეთის გვერდის ავლით ენერგორესურსების ტრანსპორტირების თვალსაზრისით საქართველო უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას ასრულებს.
საქართველოს შავი ზღვის პორტების (მაგ. ფოთის ნავსადგურის ტვირთბრუნვა წელიწადში დაახლოებით 6-8 მილიონი ტონას შეადგენს, ხოლო ანაკლიის პორტის გამტარუნარიამობა მომავალში 7 მლნ ტონა იქნება) ბაქო-სუფსის (გამტარუნარიანობა 5 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (გამტარუნარიანობა 50 მლნ ტონა) ნავთობსადენებისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის (გამტარუნარიანობა დაახლოებით 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი) ფუნქციონირება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, დღის წესრიგში დგას ახალი პროექტების განხორციელების საკითხი.  უპირველეს ყოვლისა საუბარია  პროექტ„TANAP-ზე“ (Trans - Anatolian pipeline), რომელიც ევროპის მიმართულებით აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს (სავარაუდო გამტარუნარიანობა 26-დან 32 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი). მის გაგრძელებას კი პროექტი TAP (Trans - Adriatic pipeline) წარმოადგენს (სავარაუდო გამტარუნარიანობა დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი). ეს უკანასკნელი კი სამხრეთ ევროპის მიმართულებით აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად, საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ისეთი მნიშნელოვანი სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, როგორიც გახლავთ ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს  რკინიგზის გაყვანას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე და ტვირთების რკინიგზის მეშვეობით ტრანსპორტირებას.  
ამასთან ერთად, რკინიგზის ფუნქციონირების შემდგომი ეტაპი იქნება  ჩინეთისა (და შორეული აღმოსავლეთის) და ევროპის ერთმანეთთან (ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით) სარკინიგზო სისტემით დაკავშირება.  ჯერ კიდევ 2015 წლის
მეორე ნახევარში, საცდელ მატარებელს, სამხრეთ კორეიდან სტამბულამდე ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის მხოლოდ 15 დღე დასჭირდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების პირველ ეტაპზე დაახლოებით 6.5 მილიონი ტონის, ხოლო შემდგომ ეტაპებზე დაახლოებით 17 მილიონ ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირება იგეგმება. ზემოაღნიშნული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების პროექტების განხორციელება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესს ხელს აუცილებლად შეუწყობს. კერძოდ, ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნები, უფრო მეტად იქნებიან დაინტერესებულები საქართველოს - როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მდებარეობის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური ვითარების არსებობით, აღნიშნული კი თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების მოტივაციას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით.
სამხედრო კონტრიბუცია: 1999 წლიდან  საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოს მიერ ინიცირებულ სამშვიდობო და ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში.  საქართველოს სამხედრო ძალების საერთაშორისო ასპარეზზე პირველ აქტიური ჩართვა კოსოვოს კონფლიქტის დასრულების შემდგომ პერიოდში განხორციელდა, როდესაც ნატო-ს ეგიდით, სამშვიდობო მისიაში დაახლოებით 150 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.   საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ერაყის სამშვიდობო მისიის ფარგლებში შეიტანა (თუმცა აღნიშნული მისია ნატო-ს ეგიდით არ ხორციელდებოდა). კერძოდ, 2008 წლის პირველ ნახევარში ქართული კონტინგენტის რაოდენობამ აღნიშნულ ქვეყანაში 2,300 სამხედროს მიაღწია. ავღანეთში,  ქართული კონტიგენტი ნატო-ს ეგიდით (დე-ფაქტო) ორგანიზებულ ISAF-ის მისიაში პირველად 2004 წელს იყო წარმოდგენილი და მისი რაოდენობა რამდენიმე ათეულ სამხედრო მოსამსახურეს არ აღემატებოდა. აღნიშნული მისიის ფარგლებში ქართული კონტინგენტის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და მის დასკვნით ეტაპზე ქვეყანა ავღანეთში დაახლოებით 1,560 სამხედრო მოსამსახურით იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ავღანეთში დისლოცირებული 50 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, საქართველო ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან „ISAF-ის“ მისიის ფარგლებში გახლდათ ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი. ISAF“-ის მისიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან, ჩრდილო-ატრანტიკურმა ალიანსმა, ახალი ოპერაციის, „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission - RSM) განხორციელება დაიწყო. მის მიზანს ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამაში მონაწილე დაახლოებით 13 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან, საქართველო - როგორც მისიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, 870 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი.
სამხედრო ხარჯები:  როგორც ცნობილია, ნატოს წევრ სახელმწიფოებს აღებული
აქვთ ვალდებულება, რომ აღნიშნული ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე არანაკლები უნდა იყოს. აღნიშნულ კრიტერიუმს ნატო-ს მხოლოდ 3 სახელმწიფო აკმაყოფილებს. 2024 წლისათვის შესაბამის ზღვარს ალიანსის წევრი 29 ქვეყნიდან დაახლოებით 15 დააკმაყოფილოებს. საქართველომ მოცემული კრიტერიუმი უკვე რამდენიმე წელია რაც დააკმაყოფილა და მისი თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2% -ს აღემატება.  
სამხედრო ხარჯები:  როგორც ცნობილია, ნატოს წევრ სახელმწიფოებს აღებული
აქვთ ვალდებულება, რომ აღნიშნული ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე არანაკლები უნდა იყოს. აღნიშნულ კრიტერიუმს ნატო-ს მხოლოდ 3 სახელმწიფო აკმაყოფილებს. 2024 წლისათვის შესაბამის ზღვარს ალიანსის წევრი 29 ქვეყნიდან დაახლოებით 15 დააკმაყოფილოებს. საქართველომ მოცემული კრიტერიუმი უკვე რამდენიმე წელია რაც დააკმაყოფილა და მისი თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2% -ს აღემატება.   სამხედრო ხარჯები:  როგორც ცნობილია, ნატოს წევრ სახელმწიფოებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ აღნიშნული ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე არანაკლები უნდა იყოს. აღნიშნულ კრიტერიუმს ნატო-ს მხოლოდ 3 სახელმწიფო აკმაყოფილებს. 2024 წლისათვის შესაბამის ზღვარს ალიანსის წევრი 29 ქვეყნიდან დაახლოებით 15 დააკმაყოფილოებს. საქართველომ მოცემული კრიტერიუმი უკვე რამდენიმე წელია რაც დააკმაყოფილა და მისი თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2% -ს აღემატება.  
ამავე დროს ცნობილია, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.  აღნიშნული კი უკავშირდება როგორც თურქეთში არსებულ შიდა პოლიტიკურ ფაქტორებს, აგრეთვე სირიის კრიზისს, პალესტინის სტატუსის გარშემო არსებულ პრობლემებს და ა.შ. ასევე, როგორც ცნობილია, როგორც თურქეთის პოლიტიკური ელიტის ფარგლებში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში იზრდება ევრო-სკეპტიციზმი და ანტი-ამერიკული განწყობა.
ზემოაღნულის გათვალისწინებით, დასავლეთი და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები
საჭიროებს სტაბილურ და საიმედო ალტერნატიულ პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში, უპირველეს
ყოვლისა მის აღმოსავლეთ ნაწილში. არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ასეთი პარტნიორის როლი
შესაძლოა საქართველომ შეასრულოს.
საზოგადოებრივი მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე: სხვადასხვა სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან აქტიურად ხორციელდება, საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 65% მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. „კავკასიის კვლევების რესურს ცენტრი საქართველოში“ მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს. გამოკითხულთაგან 67% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო წინაღმდეგია გამოკითხულთა მხოლოდ 20%. გამოკითხულთა 73% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მოსახლეობის მხოლოდ 14 % - ია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრიორიტეტები:
და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთადერთი პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყანა (ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა), რომელიც ოფიციალურად აფიქსირებს თავის სურვილს გახდეს საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი (მოლდოვასა და უკრაინაში საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, შედარებით განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე). დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის მიუხედავად, რომლის შესახებაც უკვე აღნიშნა, სხვა პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებთან შედარებით (უკრაინისა და მოლდოვის გამოკლებით), „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო არ შედის არათავისუფალი ქვეყნების რიცხვში. საქართველო, რომელსაც ევროპისა და აზიის გზასაყარზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა უკავია, გეოგრაფიულად, პოლიტიკურად,  კულტურულად  და ისტორიულად ევროპის ნაწილს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირება ქართველი ხალხის უდიდესი
ნაწილის სურვილს და მისწრაფებას წარმოადგენს.
დასკვნა
როგორც ავღნიშნეთ, საქართველოს აქვს სურვილი გახდეს ჩრდილო - ატლანტიკური ორგანიზაციის  სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ ნატო? შეიძლება ითქვას, რომ ნატო თანდათან ხდება უფრო გლობალური მოთამაშე და მეტი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში (მაგ: ბალკანეთი, ავღანეთი, ლიბია, ერაყი და ა.შ.) მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. აქედან გამომდინარე, მთელი რიგი ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებისათვის, რომელთა სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ნატოსთან თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.  შესაბამისად, ისმის კითხვა,
რას ნიშნავს ნატოში გაწევრიანება კონკრეტულად საქართველოსთვის?
პირველი, ნატოს წევრობა გახლავთ ძალიან ეფექტური იარაღი პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმების განხორციელების გზაზე. მეორე, ნატო არის გაერთიანება, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნები, ერთმანეთს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესში ეხმარებიან. მესამე, ნატოს წევრობა მიღწევადია იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა აკმაყოფილებს დემოკრატიულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. შესაბამისად, ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ბადებს კითხვას: „რისი მიღწევა სურს საქართველოს?“ ნატო-ს შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვ. სტანდარტების დაკმაყოფილება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მიზნით შესაბამისი რეფორმების განხორციელების აუცილებლობას განაპირობებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  საქართველოს ნატოს მიმართულებით მიმავალი გზა განსხვავდება ბალტიიპირეთის, ან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ თავის დროზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მიმავალი გზისაგან. კერძოდ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ თვით სსრკ-ის მიერ საბჭოთა იმპერიის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი გახლდათ ის ფაქტი, რომ დასავლეთი სამივე ბალტიის რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის მიღებასა და მათ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტეგრაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ხოლო სსრკ და მოგვიანებით რუსეთი შეეგუა იმ ფაქტს, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი დასავლეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფილიყო ინტეგრირებული. აღნიშნულის საპირისპიროდ, რუსეთის წინაშე მარტოდ დარჩენილ საქართველოს ჯერ დამოუკიდებლობის მოპოვებაზე, ხოლო შემდეგ მის შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნა. შედეგად, ქვეყნის ტერიტორიაზე დღესაც არსებობს უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რომლებიც პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ვლინდება. ქვეყანას მუდმივად უწევს იმის მტკიცება, რომ იგი იმსახურებს „ადგილს მზის ქვეშ“.
საქართველოსთვის, ნატო წარმოადგენს იმ საჭირო მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შექმნას არა
უბრალოდ სახელმწიფო, არამედ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი სახელმწიფო.
ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტები 1950-იან წლებში არსებული სტანდარტებისგან
მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესაბამისად საქართველო აცნობიერებს, რომ ევრო-ატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაცია დემოკრატიული განვითარების კუთხით რეალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
რუსეთთან დაპირისპირებისა და სხვა თანამედროვე საფრთხეების არსებობის ფონზე, საქართველო განსაკუთრებით საჭიროებს ნატოს, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის   უსაფრთოების ქოლგის ქვეშ ყოფნას, რადგან, ქვეყანა ისტორიულად იტანჯება „დაუცველობის კომპლექსით“. შესაბამისად, იგი მიილტვის, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნას მშვიდობიანი და სტაბილური გარემო.
საქართველო ძალიან პატარა სახელმწიფოა, აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან ქვეყანას უნდა გაეკეთებინა არჩევანი საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით - ან ეწარმოებინა ე.წ. „მიტმასნების“ პოლიტიკა - რუსეთთან კავშირი და ფაქტობრივად ამ ქვეყნის გავლენის ქვეშ ყოფნა ან „დაბალანსების“ პოლიტიკა, რომელიც აშშ-სთან და ევროპასთან ინტეგრაციის გზით კრემლის იმპერიალისტურ პოლიტიკას დააბალანსებდა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია გაცილებით უფრო რთულ და ხანგრძლივ
პროცესს წარმოადგენს, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს აღებულ კურსს დამოუკიდებლობის
განმტკიცების კუთხით დადებითი როლის შესრულება შეუძლია.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ჯერ არ გამხდარა, არსებობს ორ მხარეს შორის თანამშრომლობის განვითარების მრავალი მექანიზმი, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-ს სასწავლო ცენტრის ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე, ერთობლივი სამშვიდო და ანტი-ტერორისტული ოპერაციები და ა.შ. რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ განვაცხადოთ, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთ საიმედო და სანდო პარტნიორს წარმოადგენს.
სტატიის ავტორები:
ნიკა ჩიტაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი
აბდულმელიქ ალქანი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
სამსახურის უფროსი
ქეთევან ჯებისაშვილი
საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი

Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...