Skip to main content

ირანის ბირთვული სტრატეგიული პოლიტიკის რეგიონული ასპექტები - „უსაფრთხოების დილემის“ გეოპოლიტიკა

 

ირანის ბირთვული სტრატეგიული პოლიტიკის რეგიონული ასპექტები - უსაფრთხოების დილემის გეოპოლიტიკა

ვახტანგ მაისაია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთშორისო

განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფესორი

მირანდა მიქაძე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი

 

აბსტრაქტი: აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯებმა, რომლებმაც ჩააგდეს ჟენევის ფორმატი ირანის ბირთვული პროგრამასთან მიმართებაში, გაზარდა უსაფრთხოების დილემის თემა არა მარტო გლობალურ, არამედ რეგიონულ დონეზეც. საქმე იმაშია, რომ ირანზე ზეწოლის ასეთი მეთოდმა ნაკლებად გაამართლა და აბსოლუტურად მართლები გამოდგნენ ევროკავშირის მთავარი ქვეყნების საფრანგეთი და გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლებმაც გააკრიტიკეს აღნიშნული გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ ირანმა განაახლა ურანის გამდიდრების პროცესი 3%-მდე და ასევე დაიწყო ბირთვული სადგურების მშენებლობის პროექტების განახლება (მაგალითად, ბუშერის პროექტის აღორძინება). ამას გარდა, ჟენევის შეთანხმების ჩაშლამ გამოიწვია ირანის გააქტიურება არა მარტო ახლო აღმოსავლეთის, არამედ სპარსეთი ყურის რეგიონში და ასევე გამოიწვია ირან-აშშ-ს ურთიერთობების მაქსიმალურ დონემდე გამწვავება და გართულდა სამხედრო-პოლიტიკური ვითარება იემენში, რაც გახდა ერთგავრი კატალიზატორი მთლიანად „გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის“ არეალში (მხედველობაშია მაღრიბი, ახლო აღმოსავლეთი, შავიზღვისპირეთი, კავკასია-კასპიისპირეთი, ცენტრალური აზია და სპარსეთის ყურე). ირანმა განახორციელა ბალისტიკური სარაკეტო ტექნოლოგოების დახვეწა და შემდგომი განვითარება და კიდევ უფრო განავითარა ოპერატიულ-ტაქტიკური (500-2000 კმ) სარაკეტო კომპლექსების შექმნა. ამავე დროს, დაიწყო ადგილობრივი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტების განთავსება. ამან ყველაფერმა შექმნა საკმაოდ რთული ვითარება, მით უფრო სირიასა და ერაყში კიდევ უფრო მდგომარეობის გამწვავების ფონზე. 

 

 

 

ძირითადი ტერმინები: უსაფრთხოების დილემა, ირანის ბირთვული პროგრამა, ევროკავშირი, ბუშერის პროექტი, ჟენევის ფორმატი,  

 

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. 1990-იან წლებში პოლიტიკოსები ფიქრობდნენ  რომ ირანი მეტად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებული გავლენით, თუმცა ამ წარმოდგენამ თეირანში დიდი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ირანი პოლიტიკურად და ეკონომიკურად არ იყო იმდენად ძლიერი, რომ თურქეთისა და აშშ-სთვის გაეწია მეტოქეობა. ამავდროულად იმის საფრთხეც არსებობდა, რომ იგი რუსეთთან, თავის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან, შესულიყო კონკურენციაში. ამის მიუხედავად, ისლამურმა სახელმწიფომ დიდი როლი ითამაშა სომხეთისა და აზერბაიჯანის, - რომელთანაც ირანს საერთო საზღვარი აკავშირებს, - და, ასევე, საქართველოს განვითარებაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში (სულეიმანოვი & კრაუსი, 2018). წარმოდგენილი სტატიის მიზანია  ირანის ბირთვული სტრატეგიული პოლიტიკის რეგიონული ასპექტები - უსაფრთხოების დილემის გეოპოლიტიკის განხილვა. კვლევის ამოცანაა  შევისწავლო  ირანის ბირთვული სტრატეგიული პოლიტიკა, რეგიონული ასპექტები  და უსაფრთხოება. მეთოდოლოგიური დამუშავების კუთხით, ნაშრომში ძირითადად თეორიული მასალაა მოძიებული და დამუშავებული, რაც, თავის მხრივ, თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ამ ნაშრომში გამოყენებულია ერთ-ერთი ასეთი მეთოდი - შემთხვევის შესწავლა (case study), რომლის საშუალებითაც ხდება ამა თუ იმ მოვლენაზე სიღრმისეული დაკვირვება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით (მაღრაძე, მაისაია, 2017).

ირანის ინტერესი საკუთარი გავლენა დაემყარებია სამხრეთ კავკასიაზე, დაკავშირებული იყო კასპიის ზღვის აზერბაიჯანის მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის დიდ მარაგთან და ეთნოტერიტორიულ კონფლიქტებთან. ასევე, განსაკუთრებულია თეირანის დამოკიდებულება მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. ამას თავისი სტრატეგიული, ეკონომიკური, და ეთნოსოციალური საფუძვლები აქვს.

ირანის ბირთვული პროგრამა XXI საუკუნის უსაფრთხოების, პოლიტიკური და დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბირთვული ირანი სავარაუდოდ ართულებს ახლო აღმოსავლეთის უკვე რთულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას რეგიონში, ირანის ბირთვულმა პროგრამამ სერიოზული შფოთვა გამოიწვია მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის, განსაკუთრებით არაბთა ლიგის წევრ-ქვეყნებსა და ისრაელში. აქვს თუ არა ირანის ბირთვულ პროგრამას რეალური სამხედრო განზომილება კვლავ რჩება გაურკვეველი. ყველა ასპექტის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას ძალზე მგრძნობიარე გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთზე, განსაკუთრებით რეგიონის სამხედრო უსაფრთხოებაზე.

მიუხედავად იმისა, აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული ე.წ. „შეკავების“ სტრატეგია წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას (აქვეა უცნობია რამდენად ამჟამად უკვე მოქმედი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს მას), მოხდეს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების პროცესი, ასეთი პოლიტიკა მაინც წარმოადგენს რეგიონში გეოსტრატეგიული დაძაბულობის საფუძველს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ რეგიონი უფრო მეტად  კონფლიქტური გახდება, თუ ირანი ბირთვულ იარაღს შეიძენს. რეგიონული აქტორების შიშმა, ირანის რეგიონული ჰეგემონური ამბიციებისა და უსაფრთხოების ახალი დილემის გაჩენის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული იარაღის გავრცელება რეგიონში, რასაც შეიძლება დაემატოს თურქეთის რესპუბლიკა ანალოგიური სურვილი ბირთვული იარაღის ფლობის. ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალპოლარული რეგიონალური სცენარი, რომელიც ძალზე არასტაბილური იქნება. ანალიტიკოსი ამტკიცებს ამან  შესაძლოა ამან გამოიწვისო ბირთვული ომი (Jamal, 2014).

ირანსა და  აშშ- და ისლამურ რესპუბლიკას შორის ბირთვული პროგრამის გამო სერიოზული დაპირისპირება. აშშ- მხრიდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე არაერთი სანქციების  მიუხედავად, აღნიშნული პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა-ირანის მხრიდან ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეჩერება არ მომხდარა. ამ ორი ქვეყნის შეუთანხმებლობა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მშვიდობის შენარჩუნებას. ირანს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში ბევრი სირთულე გააჩნია. განსაკუთრებით ეს სირთულეები დაიწყო ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომ, უფრო მეტად კი მას შემდგომ რაც ირანს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროგაერთიანების ქვეყნებმა დაუწესეს სანქციები. დაწესებული სანქციების მიუხედევა, ის მაინც ახერხებდა ქვეყნების გარკვულ ნაწილთან ურთიერთობას და მისი ნავთობპროდუქტები იყიდებოდა ზოგიერთ ამ ქვეყანაში. ამ ქვეყნებს შორის იყო იაპონიაც. ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად, სანქციების პირობებში ის მაინც ახერხებდა ირანთან სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას.

მეოცე საუკუნის 90-იანი წლების მანძილზე ირანის ბირთვული პროგრამა არ იწვევდა დასავლეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას. მდგომარეობა შეიცვალა 2002 წლის აგვისტოში, როდესაც ერთ-ერთმა ირანელმა ოპოზიციურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია თეირანის მახლობლად ნათანზში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. 2003 წლის დამდეგს, დასავლეთის პრესა აქვეყნებდა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაც ჰქონდათ, აქტიურად ავითარებდნენ ან გააჩნდათ საშუალება, ეწარმოებინათ ბირთვული იარაღი, რეგიონის ქვეყნებს შორის ახსენებდნენ ისრაელს, ირანსა და ერაყს; ქიმიური იარაღის შემთხვევაშიისრაელს, ირანს, ერაყს, ეგვიპტესა და სირიას; ბიოლოგიური იარაღის შემთხვევაშიისრაელს, ირანს, ერაყსა და ეგვიპტეს. ქვეყნის შეტანა ასეთშავ სიაშიარ ნიშნავს, რომ მას მართლაც აქვს, ანდა ის მზადაა აწარმოოს მგი. ფაქტია, რომ ერაყ-ირანის 1980-1988 წლების ომის დროს ერაყის დიქტატორს სადამ ჰუსეინს ნამდვილად გააჩნდა ქიმიური იარაღი, რომელიც მან ბარბაროსულად გამოიყენა ირანის არმიისა და საკუთარი ქვეყნის ეთნიკურად ქურთი მოქალაქეების წინააღმდეგ. 2003 წელს ზემოხსენებულიშავი სიიდანერაყი უნდა გამოერიცხათ, რადგან 1998 წელს მას ოფიციალურად დაუდასტურდა ქიმიური იარაღის სრული განადგურება და იმ დროისათვის არ გააჩნდა არც ბირთვული და არც ბიოლოგიური იარაღი: “ერაყს მგი მართლაც არ ჰქონია!” მაგრამ 2003 წელს ჯორჯ ბუშმა (უმცრ.) და ტონი ბლერმა სამხედრო მოქმედება ერაყის წინააღმდეგ დაიწყეს იმ საბაბით, რომერაყში მგი დანამდვილებით არსებობს”. “შავ სიაშირჩებიან ისრაელი, ირანი, ეგვიპტე და, ბოლო დრომდე, სირია, რომელსაც მართლაც ჰქონდა ქიმიური იარაღი. 2013 წელს სირიის მთავრობა შეუერთდა ქიმიური იარაღის კონვენციას და გასანადგურებლად გადასცა მისი მარაგი. 2017 წლის აპრილში და 2018 წელსაც სირიის მიმართ არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ მისმა სამთავრობო არმიამ შეინარჩუნა ქიმიური იარაღის ნაწილი და პერიოდულად იყენებს მას, მაგრამ დანამდვილებით ამის დამტკიცება გაძნელდა. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (ძალაშია 1970 წლიდან) რეგიონის ქვეყნებიდან არ შეერთებია მხოლოდ ისრაელი. ირანი ამ ხელშეკრულების წევრია (გაჩეჩილაძე, 2018).

ირანში მომხდარი და განვითარებული პოლიტიკური არეულობების პროცესი, ამ პერიოდისთვის, როგორც ჩანს უკვე დასრულდა. როგორც ირანის თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკის ყველაზე ერთგულმა გასამხედროებულმა და იდეოლოგიზირებულმა შენაერთის - ისლამური რევოლუციის დაცვის გუშაგთა კორპუსის (შედის ორი მსხვილი დაჯგუფება „კოდსი“ სპეციალური დანიშნულების რაზმი და სახალხო ლაშქარი „ბასიჯები“) მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ ალი ჯააფარიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაწყებული არეულობები დასრულებულია. ამ არეულობების შედეგად, რომლის დასაწყისი გახდა სოციალური ბუნტი (ფასების მომატება სურსათზე და სხვა პირველი მოხმარების პროდუქციაზე) და რომელიც ძირითადად მოედო სამხრეთ  და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებს, დაიღუპა დაახლოებით 20-მდე დემონსტრანტი და 100-ზე მეტი დაიჭრა. იმის მიუხედავად, რომ ამ არეულობებს ჰქონდა სოციალური დაძაბულობის ხასიათი, ის გადაიზარდა პოლიტიკური მოთხოვნების რელაციებში და როგორც გარეგანი ანალიზი ცხადყოფს, მას გააჩნდა გეოპოლიტიკური განზომილებაც და თანდათანობით, როგორც ჩანს უცხო ქვეყნების სპეცსამსხურების გარეშე მას განვითარება არ ექნებოდა. 2009 წლის ანალოგიური უფრო მსხვილმასშტაბიანი ბუნტისგან განსხვავებით, მას უფრო ორგანიზებული და კარგად იდეოლოგიზირებული შინაარსი ჰქონდა და აშკარად მიმართული იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლისა და პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის მიმართულებით. ბუნტის ლოკალიზების მიუხედავად, როგორც ჩანს, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება და აღნიშნული იყო მხოლოდ პირველი ე.წ. „მოთელვითი“ ხასიათის პროცესი, და მის გეოპოლიტიკური შიგთავსს ისიც წარმოადგენდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გაძლიერება რეგიონული ჰეგემონიის სტატუსით ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონებში, ისევე მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, რომ არაფერი ვთქვათ მაღრიბის და სუბ-საჰარას გეოსტრატეგიულ სივრცეებში (რომელიც გამოიხატებოდა იემენისა და სირიასა ირანის გავლენის გაძლიერება და სრული ჰეგემონური პოზიციების დამკვიდრება და ლიბანში პრო-ირანული „ჰეზბოლაჰის“ გაძლიერება) პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ს და ისრაელის გეოსტრატეგიულ ამბიციებს და მათ გეოპოლიტიკური ძლიერებას და უკვე თეოკრატიული ირანის აღნიშნული გაძლიერება უქმნის ორივე სახელმწიფოს ეროვნული სასიცოცხლო ინტერესების პირდაპირ ხელყოფას (განსაკუთრებით ეს ეხება ისრაელს, ხოლო აშშ-ს მიმართულებით კი მის ენერგოუსაფრთხოების პირობებს). როგორც ჩანს აშშ-ს ამჟამინდელი ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს ე.წ. „არაბული გაზაფხული-2“ პროცესის განვითარებას და მისი ერთგვარი ტალღის მიმართვას კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებისკენ. სწორედ ამის ინდიკაციებს მიანიშნებდა, თუნდაც სამხრეთ აზერბაიჯანში მდგომარეობის არევის მცდელობა, სადაც 20 მილიონიანი აზერბაიჯანლუ ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს, ხოლო მის გარეგან მხარეებს კი საქართველოში ადგილობრივი ნეოლიბერტარიანელების უცნაური გააქტიურება ირანული მოვლენების ფონზე და ავღანეთში ახალი სტრატეგიის დაწყება, რაც ითვალისწინებს „თალიბანის“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას და ამერიკული 4 ათასიანი კონტინგენტის გადასროლას (Nacos, 2008). აღნიშნული როგორ ჩანს მოყვა ირანული ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების ანალოგიური, „არაბული გაზაფხულის“ საკუთარი კამპანიის დაწყებას და მის წარმატებით განხორციელებასაც (მაგალითად, ერთიანი არაბული კოალიციის გახლეჩვა და ყატარ-საუდის არაბეთს შორის „ცივი ომის“ დაწყება, იემენში სახელმწიფო გადატრიალება პროირანული ხუსიტების პოზიციების გაძლიერება, ლიბანში „ჰეზბოლაჰის“ კვლავ ხელისუფლებაში მოყვანა და ა.შ.). რათქმაუნდა აშშ-ისრაელის უკვე სტრატეგიული ორმხრივი ალიანსი, განსაკუთრებით იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ტაქტიკური მარცხის შემდეგ და რუსეთ-ირან-ჩინეთის ალიანსის გაძლიერება, ვაშინგტონში აღქმული იქნა როგორც აშშ-ს გეოსტრატეგიული ინტერესების უშუალო შებღალვა. როგორც უახლოეს პერიოდში, სულ მცირე რამოდენიმე თვეში, უნდა ველოდოთ გეოპოლიტიკური აშლილობების კიდევ უფრო დრამატული მიმართულებებით განვითარება ახლო აღმოსავლეთისა, ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონებში (მაისაია, გუჩუა, 2020).

2018 წლის 8 მაისს აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციამ, ისრაელის პოლიტიკური ლობირების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება გამოვიდეს ე.წ. „ირანული პროგრამიდან“ და რომ აშშ-ს აჩერებს მონაწილეობას ე.წ. „ერთობლივი საყოველთაო სამოქმედო გეგმის“ პროგრამის ეგიდით განხორციელებულ ყველა პროექტში და ამით სრულად არღვევს იმ მიღწეულ შედეგებს, რომელიც განხორციელდა ე.წ. „ექვსეულის“ (5+1 ფორმატში: ჩინეთი, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა) ფარგლებში 2015 წელს (გვენეტაძე, 2017). აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციამ დაიტოვა გარკვეული უკან დახევის სივრცე, რადგანაც მან შემოიღო მხოლოდ 180 დღიანი სასანქციო რეჟიმი და ასევე მოითხოვა იმ ქვეყნებზე ახალი სანქციების დაწესება, რომლებიც ირანთან გააგრძელებენ თანამშრომლობას „ირანული პროგრამის“ შეჩერების შემდეგაც. პრინციპში ასეთი ახალი სანქციები აშშ-ს ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა იმ თავდაცვითი ხასიათის საწარმოებზე, რომლებიც ეკუთვნით ჩინეთს, რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ურთიერთობები ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთანაც, რადგანაც სამი ევროპული ჰეგემონი საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან რათა „ირანული პროგრამა“ შეჩერდეს და ირანი კვლავ წავიდეს „თავისუფალ ცურვაში“. იმის ფონზე, რომ უკვე ფაქტიურად, ისევ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო ე.წ. „სავაჭრო ომი“ აშშ-ს და ევროკავშირსა და ჩინეთს შორის პროტექციონალისტური პოლიტიკის გატარების გამო, რკინის იმპორტთან დაკავშირებით და ამით ამერიკული ეროვნული მანქანათმშენებლობის გადარჩენის მიზნით, აღნიშნული გადაწყვიტილება კიდევ უფრო გაარულებს და დაძაბავს ურთიერთობებს ამ აქტორებს შორის და შეიძლება შეიტანოს დიდი გეოპოლიტიკური დისონანსი ე.წ. „დასავლეთის“, როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური ცენტრის, ერთიანობაში. მოკლედ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება რამოდენიმე მიმართულებით:

Ø  ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, სირიისა და ლიბანის განხრით, რასაც შეიძლება მოყვეს აშშ-თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეობის დასასრული;

Ø  კავკასიის მიმართულებით, საქართველოს განხრით;

Ø  აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, უკრაინის განხრით;

Ø  სპარსეთის ყურისა და სუბ-აფრიკის მიმართულებით, იმენის თემის გართულება და ირან-საუდის არაბეთის ომის რეალური სცენარი;

ამ სასცენარო მიმართულებებიდან, ცალკე თემაა, რომელიც განვითარდება ავტონომიურად, ისრაელის და ირანის პირდაპირი ომი, რომელსაც ექნება სავარაუდოდ ჯერ ლოკალური ხასიათის, თუმცა ეხლავე უკვე აშკარად გამოიკვეთება შეზღუდული სამხედრო კონფლიქტის იერსახე და უკვე აშკარად. უკვე ინტესნიურად გახდა ისრაელის „ცახალის“ მიერ ინტენსიურად სირიის პრეზიდენტ ასადის მომხრე სამხედრო შენაერთების და ასევე პრო-ირანული შენაერთების და უშუალოდ ირანული „ისლამური დაცვის კორპუსის“ ნაწილების სამხედრო შეტევები და საჰაერო-სარაკეტო დაბომბვებმა მიიღო უკვე ინტენსიური ხასიათი და ახალი საბრძოლო თეატრის ზონაც კი გაჩნდა - გოლანის სიმაღლეები, რომელიც ყოველთვის იყო სირიისა და ისრაელის დაპირისპირების უშუალო მიზეზი. ამავე დროს, მეორე ანალოგიური საბრძოლო თეატრის ზონა შეიძლება გადაიქცეს ლიბანი, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრო-ირანულმა „ჰეზბოლაჰმა“ კვლავ გაიმყარა საკუთარი პოზიციები და გაიყვანა პარლამენტში უმრავლესი მომხრე და დამატებით თავის სატკივარი გაუჩინა ისრაელის ხელმძღვანელობას. ისრაელის ხელმძღვანელობამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ირანთან ომის დაწყებისთვის და ამისთვის უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, კერძოდ, მაისის დასაწყისში, ისრაელის პარლამენტმა - ქნესეთმა მიიღო გადაწყვეტილება მიანიჭოს ქვეყნის პრემიე-მინისტრს ბენიამინ ნეტანიახუს და თავდაცვის მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს, რომელიც წარმოშობით ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდანაა (კერძოდ, მოლდოვიდან), ომის დაწყების უფლება პალამენტის გვერდის ავლით. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ისრაელი უკვე სრულად არის მზად არის საომრად და ისრაელ-ირანის მესამე ომის კონტურები სავსებით რეალურია და სავარაუდოდ ალბათ ამა წლის ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში მოწმენი ვიქნებით ამ ომის განვითარებისა სამი მიმართულებით. პრინციპში რატომ იწყებს ისრაელი ომს ირანთან ამის ანალიზია საინტერესო და რატომ ლობირებდა ისრაელი აშშ-ს მიმართულებით, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც ჩართული ყოფილიყო ამ „გეოპოლიტიკურ ფერხულში“. ამისთვსი არსებობს კონკრეტული სამი გეოსტრატეგიული ანუ სამხედრო-სტრატეგიული მიზეზი:

1)     ირანი, რომელიც წარმოადგენს ისრაელის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს და რისკს ისრაელისთვის, რადგანაც ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების სტარტეგიებში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ირანის ერთ-ერთი მიზანია ისრაელის, როგორც სახელმწიფოს ფიზიკურად განადგურება, მათ შორის სამხედრო საშუალებების მეშვეობითაც. ირანი პირველად, ისრაელის სახელმწიფოებრიობის არსებობის ისტორიაში 1948 წლის 14 მაისიდან მოყოლებული, მიადგა თავის უშუალოდ „მტერს“ სახელმწიფო საზღვართან და სირიის ტეროტორიაზე შექმნა საკმაოდ სერიოზული არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ გროსტრატეგიული პლაცდარმი, სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების კუთხით. ირანი უკვე მიებჯინა ისრაელს და ფაქტიურად შეუძლია ოპერატიულად და ტაქტიკურადაც „მიწვდეს“ ისრაელის შიდა ტერიტორიას და მოახდინოს პირდაპირი ინტერვენციაც კი, სულ მცირე მოაქციოს სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვების არეალში ისრაელის ჩრდილეოთ და აღმოსავლეთის პროვინციები. ეს უკვე წარმოადგენს ექზისტენციური საფრთხეს ისრაელისთვის, ირანის მხრიდან. თანაც ირანი არ არის იოლი მოწინააღმდეგე, არაბული კოალიციებისგან განსხვავებით, რადგანაც ირანელი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება და საბრძოლო მომზადების დონე გაცილებით მაღალია და ათი თავით აღემატება მათ. მეორეს ერთიც, სწორედაც 2007 წლის სამხედრო კამპანიის პერიოდში „ცახალმა“ ფაქტიურად წააგო ომი პრო-ირანულ „ჰეზობლასთან“ პირველად თავის არსებობის ისტორიაში;

2)     ისრაელისთვის გაცილებით საშიშია მდგომარეობა ლიბანში, რაც გამოწვეულია „ჰეზბოლაჰის“ გამარჯვებით და ირან-„ჰეზპოლაჰის“ უშუალო სამხედრო კავშირი და კოორდინაცია მათი საბრძოლო ოპერაციების კი უფრო ზრდის ისრაელზე უკვე ალიანსური თავდასხმის ვარიანტებს, ანუ ამჯერად არაბულ კოალიციას, შეცვლის უკვე ირანული ანუ შიიტური ალიანსი, რომელსაც ასევე შეურთდებიან პალესტინური „ჰამასი“ და ასადის რეჟიმის სამხედრო შენაერთები, რომელთა რაოდეონობამაც მიაღწია უკვე 80 ათასს ადამიანს;

3)     ამავე დროს ირანს გაიჩნდა საკმაოდ სერიოზული სამხედრო მოკავშირე რუსეთის ფედერაცია, რომელიც უკვე სერიოზული საფრთხეა ისრაელისთვის, რადგანაც რუსეთის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა და თუნდაც სამხედრო კონსალტინგის თემა კიდევ უფრო ზრდის ამ საფრთხეს, თანაც იმ ფონზე, რომ რუსეთმაც შექმნა საკმაოდ ძლიერი სამხედრო პლაცდარმი და ფაქტიურად სირიიდან ამერიკული სამხედრო გავლენა დაიყვანა თითქმის ნულის დონეზე.         

            თანამედროვე ირანი, რეგიონში ყველაზე სტაბილური სახელმწიფოა,   სუვერენული ქვეყანაა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში. ის მოკავშირეა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის, პალესტინის ორგანიზაცია "ჰამასის", ლიბანის ორგანიზაცია "ჰეზბოლახის", ერაყის დღევანდელი შიიტური ხელისუფლების, იემენის. აქვს მეგობრული დამოკიდებულება რუსეთთან, ჩინეთთან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, სხვა ქვეყნებთან.

 

 

 

 

Resume

 

The incumbent USA Trump Administration has increased security dilemma not only at global but also at the regional levels by broken down Geneva format dialogue on Iran’s Nuclear Program. Intense pressure on Iran from the Trump Administration for swatting to suspend the program, sparked new wave of confrontation between two actors – USA and Iran and in that case the EU key member-states (Germany and France) position was absolutely right criticizing the Trump Administration’s position. With the snap action of Washington against Tehran, forced Iranian authority restoring uranium enrichment by 3% and constructing new nuclear reactor stations, for instance in Busher. Moreover, Geneva format process disruption has caused Iranian increased activities not only in Persian Gulf but also deterioration military-political situation in Yemen and by doing so, Iran-USA relations have been aggravated ultimately and the one by its own way, picked up destabilization process in Wider Middle East area, included MENA, Caucasus-Caspian, Black Sea Basin, Central Asia and Persian Gulf. Iran implemented modernization and sophistication of its ballistic missile technologies and renewed operative-tactical missile strike complexes (500-2000 km range). In addition to increase its potential in air defense and anti-missile defense system and their deployment in strategic areas. All of these steps have promoted confrontation spike up in Iraq and in Syria.

 

 

 

 

 

 

 

 

Bibliography

1.     Jamal, U. (2014, September 4). E-International. Retrieved from https://www.e-ir.info/pdf/51883;

2.     Nacoc B. L. (2008) "Terrorism and Counterrorism - Understanding Threats and Responses in the Post-9/11 World", second edition, Pearson Longman, USA;

3.     გაჩეჩილაძე, . (2018) "გეოგრაფია, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური". თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

4.     სულეიმანოვი, . ., & კრაუსი, . (2018). "ძველი და ახალი ინტერესები. ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში", ვაშინგტონი, აშშ.

5.     მაისაია ვ. და გუჩუა ა. (2020) "ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები (დაეში, თალიბანი, ალ0კაიდა) - მეოთხე თაობის ომის სტრატეგია და მისი რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გეოპოლიტიკური ასპექტები (2010-2019)", კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი;

6.     მაღრაძე გ. და მაისაია ვ. (2017) "21-ე საუკუენის საერთაშორისო პოლიტიკა და "თანამშრომლობითი უსაფრთხოების" თეორია: მითი და რეალობა - რეგიონული და გლობალური ასპექტები", გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი;

7.     გვენეტაძე ე. (2017) "საერთშორისო უშიშროების სისტემა", გამომცემლობა "იურისტების სამყარო", თბილისი.

 

 

 

 

 

Comments

Popular posts from this blog

A failed military coup in Russia. What happened?

  A failed military coup in Russia. What happened?   By: Nika Chitadze Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center    For several hours on June 24 of this year, Russia was on the verge of a civil war. The rebellious "Wagnerians" were already 200 kilometers from Moscow. In the center of Rostov, the head of "Wagner" Yevgeny Prigozhin himself was fortified, and the Chechen leader Kadyrov sent his armed formations to destroy him, he had positions in the outskirts of the city and was preparing for an attack. However, in the end, the "march of justice" announced by Prigozhin ended "peacefully". Russia avoided a civil war. At least at this point. Government representatives and the so-called parties reached an agreement during the negotiations between the private military company "Wagne

Ukraine's expected counterattack and possible de-occupation of the country

  Ukraine's expected counterattack and Possible De-Occupation of the Country Nika Chitadze Professor of the International Black Sea University Director of the Center for International Studies President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center  As expected, Ukraine's counteroffensive against the Russian occupation forces has already begun, although it has not yet entered the decisive phase. It should be noted that the past 5 months were particularly difficult for Ukrainian soldiers - the period when Ukraine began to save forces to prepare for a large-scale counteroffensive. In recent months, Ukraine has withdrawn most of its combat-ready units from the front line, and thousands of Ukrainian soldiers have gone abroad for training. The newly formed and refreshed brigades were left intact by the military-political leadership of Ukraine and did not involve them in heavy winter battles.   All this happened against the backgrou

Ecologic Problems of the Modern World and their Impact on the International Politics

Nika Chitadze Affiliated Prof. Dr., Faculty of Social Sciences, International Black Sea University. Director of the Center for International Studies President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Tbilisi, Georgia Introduction Environment and its such resources, as water, air, always were the necessary conditions for the human`s life and activities. But, during the many centuries of the history of mankind, environment was not represented the problem neither for the humanity, nor for its further sustainable development. Environment and natural resources were offering the satisfaction the needs of those people, who lived in the concrete period of the world history without causing the damage to the next generations. At the second half of the XX Century, the topic related to the environmental protection was included to the agenda, including the political aspects, because of the fact, that as a result