Skip to main content

რამდენიმე მოსაზრება კორონავირუსის - როგორც გლობალური პანდემიის მსოფლიოში გავრცელების პირველადი წყაროს წარმოშობის შესახებ. მითები და რეალობა


ნიკა ჩიტაძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.  

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

საერთაშორისო და უსაფრთხოებიოს საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი










შესავალი

კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით გამუდმებული სპეკულაციები მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნები ვირუსის წარმოშობას ერთმანეთს აბრალებენ. გარდა ამისა, ვრცელდება სკანდალური ვერსია, თითქოს ჩინეთში, უჰანის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის სახით ვირუსი ხელოვნურად იქნა შექმნილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 2018 წელს გაიხსნა. ლაბორატორიას უსაფრთხოების უმაღლესი, ანუ მეოთხე დონე მიაკუთვნეს, ხოლო მეოთხე დონის ლაბორატორიები მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. სხვადასხვა მოსაზრების თანახმად, მოცემულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტები ყველაზე საშიშ მიკროორგანიზმებთან ტარდებოდა, რომლებსაც მომაკვდინებელი დაავადებების (ებოლას და სხვა) გამოწვევა შეეძლოთ (ლოლაშვილი, 2020).

რამდენიმე ქვეყნის მას-მედიის საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უჰანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018-ში ტარდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევები და ამ ინსტიტუტის მესვეურები სიამაყით აცხადებდნენ, რომ ღამურების იმუნური მექანიზმი გამოიკვლიეს. ღამურებს შეეძლოთ დიდი ხნის განმავლობაში ვირუსების გადამტანნი ყოფილიყვნენ და ამ დროს თავად არ დაავადებულიყვნენ ამ ვირუსით. ამდენად, უჰანის ინსტიტუტში იმედოვნებდნენ, რომ ვირუსების გადამტანი ღამურები ადამიანებს მისცემდა იმის საშუალებას, ესწავლათ, თუ როგორ შეწინააღმდეგებოდნენ ვირუსებს.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, ფრანგი ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ, რომელსაც 2008 წელს ნობელის პრემია აივ-ის აღმოჩენისთვის მიენიჭა, განცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს COVID-19-ის ბუნებრივი წარმომავლობა არ აქვს და ის ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული (Nostal.Ge, 2020).  

პროფესორი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ვირუსი ვუჰანის ბაზარში დაბინძურების შედეგად გაჩნდა. მისი მტკიცებით, ვუჰანის ლაბორატორია კორონავირუსებზე 2000 წლებიდან სპეციალიზირდება და მას ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ნობელის ლაურეატმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მან თავის მათემატიკოს კოლეგასთან, ჟან-კლოდ პერეზთან ერთად გააანალიზა.

"ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ვირუსმა მანიპულაცია განიცადა. ეს მოლეკულარული ბიოლოგების ნამუშევარია", - განაცხადა მონტანიემ ტელეარხ CNEws-თან ინტერვიუში.
ნობელის პრემიის ლაურეატი ამბობს, რომ COVID-19-ში აივ-ის ნაწილაკები იყო დამატებული.

"რა მიზნით? ბუნდოვანია. ჩემი საქმე ფაქტების წარდგენაა და მე არავის ვადანაშაულებ. არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს და რატომ. შესაძლოა, მათ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სურდათ", - აცხადებს მონტანიე.
ლუკ მონტანიე ფრანგი ვირუსოლოგი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და ნობელის პრემიის ლაურეატია. პრემია მან მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2008 წელს მიიღო და ის ჰარალდ ცურ ჰაუზენთან და ფრანსუაზ ბარე-სინუსისთან გაიყო. ბარე-სინუსისთან ერთად მონტანიემ 1983 წელს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა. 

მანამდე, Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაზრის თანამშრომელი კი არ იყო, როგორც ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, არამედ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა (Nostal.Ge, 2020)


კორონავირუსი და სახელმწიფოებს შორის გაჩაღებული საინფორმაციო ომი

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ მოსაზრება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში იქნა წარმოდგენილი, კერძოდ, ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა უფროსმა ანალიტიკოსმა დანი შოჰანმა ვაშინგტონ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უჰანის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობა არსებობდა, ხოლო ეს ლაბორატორია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტს წარმოადგენს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობდა საიდუმლო პროგრამების განხორციელება და ექსპერიმენტები ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. ჩინეთმა უარყო აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა დღეს ცალკეული ექსპერტები ასკვნიან, რომ ახალმა ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან მაშინ გამოაღწია, როცა იქ მსგავსი ექსპერიმენტები მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რაიმე სახის შემტევი ბიოლოგიური იარაღის ფლობას უარყოფდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში საუბარი იყო ვაშინგტონის ეჭვებზე, რომ ჩინეთი ფარულ ბიოლოგიურ ომს აწარმოებდა (US State Department Report, 2020).

ამის საპასუხოდ ჩინეთში ინტერნეტით დაიწყო ინფორმაციის გაჟონვა, თითქოს ვირუსის გავრცელება აშშ-ის შეთქმულების ნაწილია, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიურ იარაღს იყენებს.

სანამ სახელმწიფოები ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებულნი მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხანში ეპიდემიის გავრცელებაზე აშშ-ის არმია დაადანაშაულა. კერძოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჩჟაო ლიცზიანმა, სოციალურ ქსელტვიტერშიდაწერა, რომ აშშ-მა მონაცემები გამჭვირვალე უნდა გახადოს და ჩინეთს ახსნა-განმარტება მისცეს.
როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები“, – წერდა ჩჟაო ლიცზიანი (QUARTZ, 2020).

რაც შეეხება სხვა მედია საშუალებებს, მაგალითად გამოცემათრენდინგ ფოლითიქსმა“ აღნიშნა, რომ ჩინეთი ამ გზით პანდემიაზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობდა.

მეტად მნიშვნელოვანია რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უფრო სწორედ დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსი ამერიკის მიერ ჩინეთის და ასევე რუსეთის გასანადგურებლად შექმნილ სპეციალურ იარაღს წარმოადგენს.

სამხედრო ექსპერტი იგორ ნიკულინი ამ ვირუსის გავრცელებას დივერსიას უწოდებს და რამდენიმე ვერსიას ავითარებს: ჩინელების განადგურებას შიგნიდან ცდილობენ; კორონავირუსი შესაძლოა, ხელოვნურად იყოს შექმნილი; კორონავირუსის გავრცელება ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების ინტერესშია; კორონავირუსის გავრცელება ამერიკის ინტერესშია, რადგან ამერიკული ლაბორატორიები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აზიის ქვეყნების გარშემოც მუშაობენ (For.Ge, 2020).
ძალზედ საინტერესოა, რომ აპრილის ბოლოს რუსეთმა, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) მოქმედი მარიონეტული რეჟიმის  მეშვეობით მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ამერიკულ ლაბორატორიასთან დაკავშირებით. 

კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში გაისმის მოწოდება, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მცხოვრებლები არ უნდა აყვნენ ქართული მხარის მოწოდებებს რაიმე ტიპის სამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესახებ.“ ამის ძირითადი მიზეზი კი გახლავთ „საქართველოს ტერიტორიაზე ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის მოქმედება, რომელიც ქმნის წინასწარგანზრახულ შესაბამის წინაპირობას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების კორონავირუსით ინფიცირების შესახებ“ (Sputnik, 2020).     

შემდეგ ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაცემების თანახმად, ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები საშიში დაავადებების გამავრცელებლის შექმნასა და მათ მოდიფიკაციას ახორციელებნ, მათ შორის სამხედრო მიზნებისათვის შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ“. 

მოგვიანებით კი ჩინურმა მედიამ, კერძოდ გაზეთმა  Chinese Global Times - მა COVID-2019-ის გავრცელებაში რუსეთი დაადანაშაულა. კერძოდ, ჩინურმა გამოცემამ აღნიშნა,  რომ რუსეთი გახდა COVID-2019 ჩინეთში შესვლის მთავარი წყარო, როდესაც  რუსეთიდან დაბრუნებისთანავე 309 ჩინეთის მოქალაქეს დაავადება ერთდოულად აღმოაჩნდა.

თუმცა მოგვიანებით, მას-მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთინადებიან, რათა ერთად დაგმონ „საშიში“ ამერიკული ლაბორატორიები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მიერ ორგანიზებულ რეგულარულ პრეს-ბრიფინგზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინი შეშფოთებულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე ამერიკული კვლევითი ლაბორატორიების ფუნქციონირებით და მხარს უჭერს იმ ბრალდებებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ იყო წარმოდგენილი (TASS, 2020).

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ რუსეთისა და ჩინეთის მიერ გაკეთებული განცხადებები უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებებს, რომ აუცილებელია შესწავლილ იქნეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გამხდარიყო.


მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საგარეო-პოლიტიკური და საგარეო-ეკონომიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე რამდენად სანდოა შეთქმულების თეორია კორონავირუსთან დაკავშირებით?

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ წარდგენილი ბრალდებების ფონზე, შესაძლებელია გაანალიზებულ იქნეს, თუ რამდენად შესაძლოა, რომ მსოფლიოს ესა თუ ის ქვეყანა, მათ შორის წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები, დაინტერესებულ იქნენ ვირუსის გავრცელებაში.

ეპიდემიის გავრცელებაში პირველ რიგში არ იქნებოდა დაინტერესებული ჩინეთი, საიდანაც აღნიშნული პანდემია იქნა გავრცელებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარების შედეგად ჩინეთი ყოველწლიურად იკრებს ძალას და მისი მშპ 14 ტრილიონს უახლოვდება და ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე თავისი გეოპოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას სწორედ რომ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ახორციელებს. მაგალითად, შორეული აღმოსავლეთის ეს ქვეყანა გახლავთ მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორი და 2019 წლის მონაცემებით მსოფლიო ბაზარზე 2 ტრილიონ 494 მილიონი დოლარის მოცულობის ექსპორტი (მსოფლიო ექსპორტის 12%) განახორციელა, რაც მსოფლიო ეკონომიკაში მისი მთავარი კონკურენტის - აშშ-ის მაჩვენებელს დაახლოებით 1,5 - ჯერ აღემატებოდა. თუმცა კორონავირუსის გამო - 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მთავარი ეკონომიკური ბერკეტის - ექსპორტის მოცულობა 13,3%-ით შემცირდა (Trading Economics, 2020). გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელებამ ჩინეთის - როგორც კორონავირუსის გამავრცელებელი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაც მნიშვნელოვნად შეარყია. ცნობილია რომ რიგი სახელმწოფოები ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებასაც ითხოვენ. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს იმის შესახებაც, რომ ბევრი ტრანსნაციონალური კომპანია უკვე ცდილობს ჩინეთიდან საკუთარი კაპიტალის გატანას, რაც ჩინეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობას (რომელიც მანამდე დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა) მნიშვნელოვნად შეამცირებს. ყველაფერი ზემოაღნიშნული კი საერთო ჯამში ამ ქვეყანაში (ისევე როგორც მთელს მსოფლიოში) ეკონომიკურ სტაგნაციას გამოიწვევს. ბუნებრივია რომ აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რომ ოფიციალურ პეკინს არ გაეთვალა, თუ რა შედეგები შეიძლება გამოეწვია ამ ქვეყნიდან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ვირუსის გავრცელებას.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას და პირველ რიგში მისი ჩინეთში შეტანას, აღნიშნული პოზიციაც რეალურ სურათს გამორიცხავს. კერძოდ, 2018-2019 წლებში აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემების მიუხედავად, 2019 ოქტომბერ-დეკემბერში ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ იქნა ახალი შეთანხმებები, რომელთა მიხედვითაც სავაჭრო ბარიერების მოხსნის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული. აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 მონაცემებით 737 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ჩინეთის ეკონომიკაში 100 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს (Office of the United States Trade Representative, 2019).
რა თქმა უნდა აშშ-ის შესაბამის სამსახურებს შეეძლებოდათ იმის გათვლაც, თუ რა მოცულობის გადაადგილებას აქვს ადგილი აშშ-სა და ჩინეთს შორის აღნიშნული სავაჭრო მოცულობის გათვალისწინების პირობებში. ამიტომაც, აშშ გაათვიცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ ჩინეთში ვირუსის გავრცელების გამო ის აშშ-საც შეეხებოდა, სადაც 2020 წლის 14 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით 1,430,653 ათასი ადამიანი დაინფიცირდა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 85,234 ათასი ადამიანი შეადგინა (Wordometers, 2020). რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ვირუსის შედეგად აშშ-ში აპრილში სამსახური 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა, ხოლო უმუშევრობის დონე 14,7 პროცენტამდე გაიზარდა (ბიბისი, 2020). გარდა ამისა, ექსპერთა გათვლებით, 2020 წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით შემცირდება. ამასთანავე,   Dow Jones ინდექსის ფარგლებში, ამერიკული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ფასი მხოლოდ მარტის პირველ ნახევარში დაახლოებით 26%-ით შემცირდა (Chitadze, 2020).
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელებით არ იქნებოდა დაინტერესებული რუსეთიც. რა თქმა უნდა ამ ქვეყნის დადანაშაულება ბევრი მიმართულებებითაა შესაძლებელი, მათ შორის თუ როგორ ახორციელებს ოფიციალური კრემლი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, ავრცელებს სხვადასხვა ტიპის დეზინფომაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის კორონავირუსის ხელოვნურად გამოწვევის შესაძლებლობის შესახებ, რაც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული. მაგრამ რაც შეეხება მოსკოვის მიერ კორონავირუსის ხელოვნურად გარცელებას, აღნიშნულის დაბალი ალბათობა არსებობს იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ კრემლში კარგად ექნებოდათ გააზრებული, რომ კორონავირუსის პანდემია დიდი ალბათობით მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევდა, რაც თავის მხრივ პირველ რიგში ენერგომატარებლებზე, პირველ რიგში კი ნავთობზე მსოფლიო ფასების რადიკალურ ვარდნას გამოიწვევდა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 35-37% სწორედ ნავთობის ექსპორტისგან მიღებული ნავთობდოლარებით ფორმირდება, ოფიციალური კრემლის ინტერესებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყება ნამდვილად არ შედიოდა. ამ მხრივ აუცილებელია აღინიშნოს, კორონავირუსის შედეგად ნავთობზე ფასები 2019 წლის ბოლოს არსებული ერთ ბარელზე 65 დოლარიდან 25 დოლარამდე (14 მაისის მონაცემები) შემცირდა (Marketwatch.2020). ხოლო რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკის და პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების კიდევ ერთ ბერკეტს - ბუნებრივ გაზს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირზე მოთხოვნისა და ექსპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა. კომპანიის შეფასების მიხედვით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა დაახლოებით 16,4%-ით დაეცემა. აღნიშნულის შესახებ „გაზპრომის“ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ივანნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, გაზზე მოთხოვნის შემცირების შედეგად რუსეთიდან უცხოელი მომხმარებლებისადმი მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური კიდევ უფრო შემცირდება, ათას კუბურ მეტრზე 210,6 დოლარიდან, 133 დოლარამდე, ანუ 37 პროცენტით (Lenta. Ru. 2020).
გარდა მისა, რუსეთმა დაავადებულების რაოდენობის მიხედვით ჩინეთს გადაასწრო და საერთო ჯამში აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. კერძოდ, 14 მაისის მონაცემებით რუსეთში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხმა 252,245 (ჩინეთში 82,929), ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა   2,305 ადამიანი შეადგინა (Wordometers, 2020).
ამასთანავე, არც ერთი სხვა ქვეყანაც არ შეიძლება იყოს დაინტერესებული კორონავირუსის გავრცელებითა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით დაეცემა, რაც პრობლემას ჩვენი პალნეტის თითოეულ ქვეყანას შეუქმნის (Chitadze, 2020).
კორონავირუსი და მოქმედი ბიოლოგიური ლაბორატორიები

ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველგვარ დივერსიას გამორიცხავს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბიოლოგიური თუ სამედიცინო მიმართულების სხვადასხვა ლაბორატორიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებენ და თუ შეთქმულების თეორიას განვავითარებთ, მაშინ ასეთივეწარმატებით“ შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ მაგალითად საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიიდანაც შეიძლება მომხდარიყო გაჟონვა. ეს მაგალითი მოყვანილია იმიტომ, რომ რუსეთი საკუთარი პროპაგანდისტული პოლიტიკის საწარმოებლად ხშირად სდებდა ბრალს პირველ რიგში აშშ-ის, რომ სწორედ ამერიკის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერის შედეგად, საქართველოში ლუგარის ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც თურმე ადამიანებზე გარკვეულ ცდებს  ატარებდა, რამაც საბოლოო ჯამში სხვადასხვა სახის ონკოლოგიური დაავადება გამოიწვია. აღნიშნულ ლაბორატორიას სახელი ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის საპატივცემულოდ ეწოდა. კრემლის მიერ განხორციელებული პროპაგანდის შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ლუგარის ლაბორატორია სხვადასხვა სახის სამეცნიერო კვლევების განხორციელების პროცესში შეუცვლელი იყო. დღევანდელ ეტაპზეც,  ლუგარის ლაბორატორია აღმოჩნდა ის ერთადერთი გადამრჩენელი დაწესებულება, რომელმაც ოპერატიულად მისცა საშუალება ქართველ ექიმებს, რათა კორონავირუსს  ეპიდემიოლოგიური ფსიქოზის ხასიათი არ მისცემოდა. შედეგად, ლუგარის ლაბორატორია ის რეალური ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც, გარკვეულწილად, მოხდა პანდემიური ხასიათის ვირუსის ლოკალიზება.


გარდა ამისა, ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოთხსენებულ უჰანის ლაბორატორიას მიუძღვის მნიშვნელოვანი წილი იმაში, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე ვირუსის მნიშვნელოვანი შეჩერება მოხერხდა რომ მან (ავადმყოფობამ) საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგები არ მიიღო. დღევანდელ ეტაპზე უჰანის პროვინციაში კორონავირუსის პრობლემა ლოკალიზებულია, მისი გავრცელების მასშტაბი იკლებს, ამიტომ ბიოლოგიურ თეორიებზე საუბარი არავითარ რეალობას არ შეესაბამება. ეს არის კლასიკური საინფორმაციო პროპაგანდისტული ომი, რომელსაც პირველ რიგში ოფიციალური კრემლი ახორციელებს, რომელიც აცხადებდა რომ ვირუსი და სხვადასხვა ავადმყოფობები ვაშინგტონის ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს.  


მსოფლიოში ცნობილი პანდემიები - შავი ჭირი, ისპანკა, ღორის გრიპი, შიდსი და სხვ.   
კორონავირუსის ბუნებრივ და არა ხელოვნურ წარმოშობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პერიოდში პლანეტის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ეპიდემიისა თუ პანდემიის წარმოშობასა და გარცელებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. თუმცა, ქვემოთჩამოთვლილ ავადმყოფობებს შორის, არც ერთის ხელოვნური წარმოშობა არ დასტურდება. 
ალბათ, ისტორიაში ყველაზე საშინელი ეპიდემიები, უფრო სწორად, პანდემიები, რომლებმაც მსოფლიოს მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენეს, ჭირთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამ საშინელი დაავადების რამდენიმე პანდემიაა ჩვენთვის ცნობილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა დაავადებების შესახებ ინფორმაცია გვხვდება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ ხელნაწერებში.

თუმცა პირველ პანდემიად, რომლის შესახებაც შედარებით უფრო კონკრეტული ცნობები მოიპოვება, „ათენის ჭირის“ სახელითაა ცნობილი. სხვადასხვა ძველბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით  შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჭირი თანამედროვე ეთიოპიის ტერიტორიიდან გავრცელდა და ჩრდილოეთ აფრიკის, კერძოდ ეგვიპტის ტერიტორიის გავლით საბერძნეთამდე მოაღწია. შედეგად, 430 წელს ჭირმა პელოპონესის ომებში ჩართული ათენის მოსახლეობის დაახლოებით 25-30% შეიწირა. 

165 წელს რომის იმპერიაში მორიგი პანდემია დაფიქსირდა, რომელსაც „ანტონიუსის ავადმყოფობა“ ეწოდა. სხვადასხვა ცნობების მიხედვით ვირუსმა აპენინის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მესოპოტამიიდან შეაღწია. აღნიშნულმა პანდემიამ დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, და ეს იმ პირობებში, როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 200 მილიონს ოდნავ აღმატებოდა.   

მოგვიანებით ჩვენს პლანეტას ახალი, ე.. «იუსტინიანეს ჭირი» მოევლინა, რომელმაც ჩვ.. VI საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში გავრცელება ცენტრალური აზიიდან დაიწყო და 541 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს მიაღწია. ჭირი სავარაუდოდ ვირთხებისგან და მათზე მიკრული რწყილებისაგან გავრცელდა. მან ორი საუკუნის განმავლობაში დაახლოებით 30 მილიონიდან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ანუ, ეპიდემიის გამომწვევი სწორედ ის ჭირის ჩხირი იყო, რომელიც შემდგომში «შავი სიკვდილის» სახელით ცნობილი პანდემიის მიზეზი გახდა (Histoire Géo,2020).

მომდევნო პანდემიამ XIV საუკუნის განმავლობაში მაშინდელი ევროპის მოსახლეობის ნახევარი გაწყვიტა. დაავადება აზიიდან შემოვიდა და ევროპის ყველა საპორტო ქალაქში მღრღნელებით გავრცელდა. ევროპის კონტინენტის გარდა, ჭირმა ჩინეთსაც უზარმაზარი დანაკარგი მოუტანა, რომლის ზოგიერთ პროვინციაში მოსახლეობის 90%-მდე დაიღუპა. ჭირის გამოჩენასა და შემდგომ გავრცელებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: ომებმა, რომლებშიც მთელი ევროპა იყო ჩაფლული (დიდი არმიების გადაადგილება), ვაჭრობის სწრაფმა განვითარებამ, სანიტარიის ზოგადმა მდგომარეობამ და კლიმატურმა ფაქტორმა - გლობალურმა გამყინვარებამ, რომელმაც მოსავლიანობის პრობლემები და შესაბამისად, ევროპელთა იმუნიტეტის დასუსტებაც გამოიწვია.

ევროპაში ჭირის გამოჩენას წინ ჩუტყვავილისა და პელაგრის ეპიდემიები უძღოდა. «შავი სიკვდილის» წარმოშობის ადგილი გობის უდაბნო იყო - ცხოველები (უმეტესწილად მღრღნელები), რომლებიც ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ - შიმშილისა და გვალვისგან გამოქცეულები ადამიანებთან უფრო ახლოს აღმოჩნდნენ. ვაჭრებს, რომლებიც აბრეშუმის გზას მიჰყვებოდნენ, სხვადასხვა საქონელთან ერთად აზიის ქალაქებში ჩაჰქონდათ ისიც, რაც შემდგომში მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ჭირის სამკურნალო წამალი მაშინ არ იყო. «შავი სიკვდილით» დასნებოვნება ნიშნავდა, რომ ადამიანი რამდენიმე დღეში გარდაიცვლებოდა. სიმპტომი იყო რამდენიმე: ბუბონური ჭირის შემთხვევაში დაავადების გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ხვდებოდა რწყილის ნაკბენით, რომლებიც ვირთხებს გადაჰქონდათ. ადამიანს სიცხის აწევის შემდეგ ლიმფური კვანძების ანთება ეწყებოდა - საზარდულსა და იღლიებში შეშუპებები უჩნდებოდა; ფილტვისებური ფორმის დროს, რომელიც ან ბუბონური ფორმის გართულება იყო, ან ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადიოდა, ადამიანს სახე უსივდებოდა და სისხლი ამოჰქონდა ხველების დროს. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ადამიანი ძალიან მოკლე ვადებში კვდებოდა. დაავადების მესამე ვარიანტიც არსებობდა - სეპტიკური ჭირი, რომლის დროსაც დაავადებული, რომელიც სრულიად ჯანმრთელი ადამიანივით გამოიყურებოდა, დასნეულებიდან რამდენიმე საათში კვდებოდა. ბიზანტიის იმპერატორ იოანე კანტაკუზინის ერთ-ერთი ვაჟი სწორედ ასე მოკვდა. თუკი XIV საუკუნის დასაწყისის ევროპაში დაახლოებით 80.000.000 ადამიანი ცხოვრობდა, 1360 წლისთვის დაახლოებით 50.000.000 დარჩა. ევროპაში ამ ჭირის გამოძახილები 200-300 წლის შემდეგაც ვლინდებოდა, როდესაც სხვადასხვა ადგილებში ისევ ჩნდებოდა ეპიდემიის კერები (ხუციშვილი, 2020).

ჭირის მორიგი პანდემია ჩინეთში XIX საუკუნის შუა წლებში დაიწყო. მსოფლიოში ის ისევ სავაჭრო გემებით გავრცელდა და განსაკუთრებით საპორტო ქალაქებსა და ზღვისპირა ზონებს შეეხო. სწორედ XIX საუკუნის მიწურულს მეცნიერებმა ჭირის გამომწვევი აღმოაჩინეს. მოცემული პანდემიისგან მხოლოდ აზიაში 10.000.000 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

კიდევ ერთი დაავადება, რომელმაც მთელ კაცობრიობას გაუჩინა საფიქრალი, ჩუტყვავილას პანდემიის სახელითაა ცნობილი. ინფექციურ დაავადებას წელიწადნახევარში ათეულ ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ 1980 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაავადება ვაქცინაციის დახმარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრებოდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 40%- უტოლდებოდა. პირველად ჩუტყვავილას ეპიდემია IV საუკუნეში ჩინეთში დაფიქსირდა, ცოტა მოგვიანებით, VII საუკუნეში კი ინდოეთში, კორეასა და იაპონიაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მან ქვეყნის მოსახლეობის მესამედი გაწყვიტა.

თანამედროვე ეპოქაში რთულია იპოვო ევროპელი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რომელსაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვს. მე-18 საუკუნეში, ამ მიზეზით ევროპაში ყოველწლიურად 1,5 მილიონი ადამიანი იღუპებოდა. ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაფიქსირებულა კანით გადაცემის შემთხვევებიც. პირველი სიმპტომებია: სიცხე, კუნთებისა და კიდურების ტკივილი, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

ქოლერა - მწვავე ნაწლავური ინფექცია უკვე დიდი ხანია აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკისთვისაა დამახასიათებელი და იგი მე-19 საუკუნეში ევროპასაც დაატყდა თავს. გასული საუკუნის დასაწყისამდე, ქოლერის შვიდი პანდემია დაფიქსირდა, უკანასკნელი 1961-1975 წლებში. ქოლერა ძირითადად წყლით გადაეცემოდა, წყალი კი დაავადებული ადამიანების განავლით ბინძურდებოდა. ანტისანიტარია ქოლერის გავრცელების უმთავრესი მიზეზი იყო. სწრაფი დეჰიდრატაცია ხშირად იწვევდა სიკვდილს. 1800 წლიდან დღემდე ქოლერამ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტიფი I მსოფლიო ომის ევროპისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. ამ დაავადების რამდენიმე ტიპი არსებობდა: კანის, მუცლის და უკუქცევითი. იგი XX საუკუნის პირველ მეოთხედში მძვინვარებდა. ჰიპოკრატეს ეპოქიდან ცნობილი ეს დაავადება ძირითადად ომების დროს იჩენდა თავს. ინფექციის გადამტანი ტილები მარტივად ვრცელდებოდნენ მებრძოლებში, რომლებიც ფორმაში არ იყვნენ. ტიფმა 2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. დაავადება იწყება ტილის ნაკბენების ქავილით, სიცხით, ზურგისა და თავის ტკივილით. ნელ-ნელა მუცლის არეში ვარდისფერი ლაქები ჩნდება. ადამიანები იწყებენ ოცნებას, კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. ტიფით პაციენტების ნახევარი დაიღუპა. დღესდღეობით ტიფის ანტიდოტი არსებობს, ამიტომ სიკვდილის ალბათობა საგრძნობლად დაბალია, მკაცრ შემთხვევებშიც კი (Intermedia, 2020).

მალარია კიდევ ერთი დაავადებაა, რომელიც მილიონობით ადამიანს საუკუნეების განმავლობაში კლავდა. ყოველწლიურად მალარიით დაახლოებით 2-3 მილიონი ადამიანი იღუპება. ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონებისთვის დამახასიათებელი ეს დაავადება ისტორიულად ევროპაშიც იყო ცნობილი. რომის იმპერიაში მას "რომაულ ცხელებას" უწოდებდნენ. დაავადება კოღოებს გადააქვთ, მაგრამ შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე სისხლით გადაცემაც.

გრიპი - სწორედ ამ ავადმყოფობის მრავალგვარი მუტაციის გაჩენა თესდა პანიკას უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ამ პანიკის მიზეზი მართლაც არსებობს. ესპანური გრიპი ( "ისპანკა") 1918-1919 წლებში მსოფლიო მოსახლეობის მესამედს დაატყდა თავს, 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 25 - დან 50 მილიონამდე კი დაიღუპა. ესპანური გრიპის პანდემია კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდეს ტრაგედიად ჩაიწერა ისტორიაში. ამჯერადაც ომი გახდა დაავადების გავრცელების მთავარი მიზეზი - პირველი მსოფლიო ომი და სამხედრო კონფლიქტების სერია, რომელიც მას მოჰყვა. დაავადების სახელწოდება უკავშირდება იმ ადგილს, საიდანაც საშინელმა დაავადებამ მსოფლიოს შემოვლა დაიწყო. მეორე ვერსიით, ესპანეთი არ იყო ადგილი, სადაც ეს ვირუსი დაიბადა, თუმცა იყო ქვეყანა, რომელმაც პირველი გამოსცადა ეს კატასტროფა.

პირველ 6 თვეს, "ისპანკამ" მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიურმა განვითარებამ ვირუსს შესაძლებლობა მისცა პლანეტის გარშემო ყველა დასახლებულ ადგილს მიწვდენოდა. დაავადების ძირითადი სიმპტომებია: პნევმონია, სისხლიანი ხველება, ასევე კანის დამახასიათებელი ლურჯი ელფერი, ციანოზი - ნახშიროჟანგის ჭარბი დაგროვება, რომელიც თავის მხრივ იწვევს ჰიპოქსემიას- ჟანგბადის ნაკლებობას სისხლში (დავითაშვილი, ელიზბარაშვილი, 2012).

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო ახალი გლობალური პრობლემის წინაშე დადგა. 1981 წელს გამოჩნდა უცნაური დაავადება, რომელიც იმუნიტეტის სრულ დაკარგვას იწვევდა და ამდენად, დაავადებული ადამიანისათვის ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება საბედისწერო გამხდარიყო. აღნიშნული დაავადება შიდსის (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) სახელით გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ვირუსით დაინფიცირების ძირითადი წყაროს მაიმუნები წამოადგენენ. შესაბამისად, შიდსი მაიმუნის, კერძოდ შიმპანზეს კბენის შედეგად გავრცელდა. ეს ჰიპოთეზა ამერიკელი მკვლევარის, ბ. კორბეტის მიერ იქნა წარმოდგენილი (The Royal Siciety, 2010).  

სხვა ვერსიის მიხედვით, შიდსის გავრცელების ძირითად მიზეზს ტროპიკულ აფრიკაში ცხოველებთან სექსუალური კავშირები და სპრიცების არაერთჯერადი მოხმარება წარმოადგენდა. 2006 წელს შიდსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 2,9 მილიონი შეადგინა, 2007 წლის იანვრისთვის, შიდსის ვირუსის მატარებელთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 39,6 მილიონი კაცი შეადგინა (დავითაშვილი, ელიზბარაშვილი, 2012).

ინფლუენცა H1N1, რომელმაც მილიონი ადამიანი შეიწირა მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში, ახალი ფორმით გაცოცხლა 2009 წელს და ცნობილი გახდა, როგორც "ღორის გრიპი." სინამდვილეში, ეს არის ესპანური გრიპის ქვეტიპი, წყარო კი ინფიცირებული ღორი იყო. ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები - ხველება, ცხელება, ღებინება, დიარეა. 140 ქვეყანაში ინფექციის დაახლოებით 250, 000 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3000-მდე ადამიანი. მას-მედიის საშუალებებმა, მაშინაც, ისევე, როგორც დღესდღეობით, წინასწარმეტყველებდნენ რა მეორე მსოფლიო "ისპანკას" სიტუაციის დრამატიზირება დაიწყეს. თუმცა, მედიცინისა და ჯანმრთელობის გასული საუკუნისგან განსხვავებული სტანდარტების არსებობისა და გლობალური სამხედრო კონფლიქტების არარსებობის შედეგად, დაავადების მაღალი ლეტალურობისა და გავრცელების რისკები მინიმუმამდე იქნა შემცირებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებმა უზარმაზარი სახსრები გაფლანგეს ისეთი მედიკამენტებისა და ვაქცინების შეძენაში, რომლებიც დანიშნულებისამებრ არასოდეს გამოუყენებიათ.

იგივე ისტორია განმეორდა 2013 წელს, H7N9 გრიპის ვირუსის შემთხვევაში, რომელიც უფრო მეტად "ფრინველის გრიპის" სახელითაა ცნობილი. ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. მთავარი სიმპტომი ისევ და ისევ პნევმონია იყო. აღირიცხა 450 შემთხვევა, მათგან 175 ლეტალური. საბედნიეროდ, პანდემიას ადგილი არ ჰქონია (ხუციშვილი, 2020).

საუკუნის უკანასკნელი ვირუსული გამოწვევა ებოლას ციებ-ცხელება გახლდათ. პირველად იგი 1976 წელს სამხრეთ სუდანში დაფიქსირდა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც ეპიდემია დასავლეთ აფრიკის საზღვრებს გასცდა და აშშ-სა და ევროპას დაესხა თავს. ვირუსი დაავადებული ადამიანს ცხოველის სხეულის სითხით გადაეცემა, მაგალითად - სისხლით.


დაავადებას ახასიათებს სისუსტის შეგრძნება, თავისა და კუნთების მწვავე ტკივილი, დიარეა. უფრო მოგვიანებით სიმპტომებს ხველება, გულის რევა და დეჰიდრატაცია ემატება. ზოგ პაციენტში თავს იჩენს ჰემორაგიული გამონაყარი. თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყება, იწყება შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. ავადმყოფობის მეორე კვირას, დაავადებული იღუპება. 2015 წელს ებოლათი ინფიცირდა 30 000 ადამიანი, მისი თითქმის ნახევარი გარდაიცვალა (Intermedia, 2020). ამ შემთხვევაშიც მედიამ კაცობრიობის აპოკალიფსის გარდაუვალობა იწინასწარმეტყველა და კვლავაც, მისი წინასწარმეტყველება არ გამართლდა. რასაკვირველია, თანამედროვე მედია სფეროს ნაწილის შემოსავლის ნაწილს მსგავსი პანიკური სიახლეებისა თუ ისტორიების გავრცელება წარმოადგენს. ადამიანებს იზიდავთ სკანდალური ხასიათის ინფორმაციები, ჟურნალისტების ნაწილისთვის კი მოვლენათა დრამატიზირება და პრობლემათა გადაჭარბებაა დამახასიათებელი.

კაცობრიობას გამუდმებით ემუქრება უამრავი ვირუსული დაავადება, თუმცა მასმედია ამაზე საუბრით თავს არ იწუხებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება და სანიტარული ზომების მიღება საკმარისია, რომ თავი დავიცვათ გრიპის იმ სახეობებისგან, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში თუ სამხრეთის ქვეყნებში ვრცელდება.  სხვა შემთხვევაში, როგორც ჩანს, კაცობრიობა არ ავადდება იქამდე, სანამ ჟურნალისტები გრიპის ახალი მუტაციების შესახებ შეიტყობენ და პანიკის თესვას დაიწყებენ, რაც, თავისთავად, პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას არანაირად არ ემსახურება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის სავარაუდო პირველწყარო დაასახელა
კორონავირუსის ბუნებრივი წარმოშობის შესახებ არსებულ მტკიცებულებეს ამყარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფადელა ჩაიბმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ COVID-19-ის პირველწყარო ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია, თუმცა სავარაუდოდ, ის ღამურებისგან ადამიანს შუამავალი რგოლით გადაედო.
მისი თქმით, არსებული ცნობები მეტყველებს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა.
"ის არ შეუქმნიათ, ლაბორატორიებში მასზე მანიპულაციები არ განხორციელებულა. ყველაზე სავარაუდო ისაა, რომ მისი ეკოლოგიური რეზერვუარი ღამურებია. თუმცა საჭიროა დადგინდეს, როგორ გადავიდა ვირუსი ღამურიდან ადამიანზე. აშკარაა, რომ არსებობს შუამავალი მატარებელი, რომელმაც ეს დაავადება ადამიანს გადასცა", - განაცხადა მან.
ჩაიბის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებთან მუშაობს, რათა COVID-19- ბუნება დადგინდეს. ამ მიზნით რამდენიმე საექსპერტო ჯგუფი შეიქმნა.

"ამ მომენტისთვის ჩვენ ვირუსის წარმომავლობაზე არაფერი ვიცით. კონცენტრაცია ფაქტებზე, და არა თეორიებზე უნდა მოვახდინოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამეცნიერო ორგანიზაციაა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვირუს ცხოველური წარმოშობა აქვს", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ჩაიბმა აღნიშნა, რომ ახალი ვირუსების 70%, მათ შორის ებოლა, ჭირი და კორონავირუსი, ცხოველური წამოშობისაა (Report. Ge, 2020). 
აღნიშნული განცხადება გაკეთდა იმის საპასუხოდ, რომლის შესახებაც სტატიის დასაწყისში იყო საუბარი,, კერძოდ, როდესაც როგორც უკვე აღინიშნა სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგი ვირუსოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს, განცხადებას იმის შესახებ, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული.

საკუთარი მოსაზრება კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ნობელის პრემიის კიდევ ერთმა ლაურეატმა, დევიდ ბალტიმორმა გააზიარა. პროფესორი თვლის, რომ ბიოლოგიურად აივ და SARS-CoV-2 ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს განეკუთვნება (ინტერპრესნიუსი, 2020).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრებას იზიარებენ ავსტრალიელი ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ხელოვნურად ვერ შეიქმნებოდა. ამასთან მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს.

მოგვიანებით აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებაც გავრცელდა, რომელმაც განაცხადა იმის შესახებ, რომ საუკეთესო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა.

თუ შევხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, მეცნიერული მტკიცებულებები ძალიან, ძალიან ადასტურებს, რომ ეს არ შეიძლება ხელოვნურად შექმნილიყო ან გამიზნულად ყოფილიყო მანიპულირებული. დროთა განმავლობაში ევოლუციას თუ დავაკვირდებით, ეს ძლიერი განმსაზღვრელი იქნება, რომ ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა და შემდეგ სხვა სახეობებზე გადავიდა“, - აღნიშნა ფაუჩიმ თავის განცხადებაში (ინტერპრესნიუსი, 2020).

დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტთა უმრავლესობაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ეტაპზე ყველაზე უფრო მყარ თეორიას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კორონავირუსი არის ღამურებიდან გადმოსული ვირუსი, რადგან გენეტიკური თანმიმდევრობის გაშიფვრის შედეგად ყველაზე ახლოს ეს ვირუსი დგას ღამურებში აღმოჩენილ ვირუსთან, სადაც მსგავსება 99%-მდეა. კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს გარშემო, ანუ ის არ არის ისეთი ვირუსი, რომ სრულიად ახალი წარმონაქმნს წარმოადგენდეს.  

გარდა მისა, ძალიან საინტერესოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ჩინეთში გარკვეული ძველი ტრადიციები არსებობს, რომელთა თანახმად, ჩინეთის ღარიბ მოსახლეობაში ერთგვარი ხალხური მედიცინის სახით გავრცებულია უცნაური ჩვევა. როცა ადამიანი ავად არის, გრიპი აქვს თუ სხვა დაავადება, მას ხანდახან გველის ხორცს აჭმევენ. დიდი ალბათობით სწორედ ამ ტრადიციამ და ღამურების მირთმევამ გამოიწვია ვირუსის გავრცელება. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი ჰქონდა ბიოლოგიურ მუტაციას. ერთ-ერთმა დაავადებულმა ადამიანმა მიირთვა ღამურის ხორცი. სავსებით რეალურია, რომ ვირუსმა მოახდინა მუტაცია ერთი ადამიანის სხეულში და გავრცელდა სხვა ადამიანებზე.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში ან კონკრეტული სახელმწიფოს მიერ - ეს განსაკუთრებით რა თქმა უნდა ავტორიტარული რეჟიმების მიერ განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირდება, ან ცალკეული მეცნიერების თუ სხვა ექსპერტების მხრიდან საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობის მიზნით  ნებისმიერი ეპიდემიისას შეთქმულების თეორია გაჟღერდება ხოლმე. შიდსთან დაკავშირებითაც ასე მოხდა, ასევე, იყო გრიპის ეპიდემიებთან დაკავშირებითაც.

გამოყენებული წყაროები:

For. Ge.2020. კორონავირუსი-ბუნებრივი ვირუსი, თუ ბიოლოგიური იარაღი?! ლინკი: https://for.ge/view/182236/koronavirusi-bunebrivi-virusi-Tu-biologiuri-iaraRi.html


Nostal.Ge. 2020. ნობელიანტი ვირუსოლოგი: ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული. ლინკი: https://nostal.ge/2020/04/18/nobelianti-virusologi/


QUARTZ. 2020. A conspiracy theory linking the US army to the coronavirus now has official Chinese endorsement. Retrieved from: https://qz.com/1817736/china-fuels-coronavirus-conspiracy-theory-blaming-us-army/

Sputnik, 2020. Спецслужба призвала жителей республики "не поддаваться на предложения грузинской стороны участвовать в каких-либо медицинских исследованиях". Читать далее:  https://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20200428/10494848/KGB-zayavil-ob-ugroze-prednamerennogo-zarazheniya-grazhdan-Yuzhnoy-Osetii-COVID-19-iz-Gruzii.html

TACC, 2020. МИД Китая указал на опасность лабораторий США на территории бывшего СССР. https://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/8361667

Office of the United States Trade Representative, 2019. People`s Republic of China. https://ustr.gov/countries-regions/china-mongolia-taiwan/peoples-republic-china

Lenta. Ru. 2020. «Газпром» приготовился к обрушению спроса на газ. https://lenta.ru/news/2020/04/30/gas_ne_nuzhen/?fbclid=IwAR3m2IXN31frc5Zm5ZVeoObtnHjyJTX2TWJ3fk5ko-sLtf8MdGPC6Z1710o
Wordometer, 2020. COVID 19 Pandemic. Retrieved from: https://www.worldometers.info/coronavirus/

ინტერპრესნიუსი, 2020.ენტონი ფაუჩი - მეცნიერული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა. ლინკი: https://www.interpressnews.ge/ka/article/598143-entoni-pauchi-mecnieruli-mtkicebulebebi-adasturebs-rom-koronavirusi-chinetis-laboratoriashi-ar-shekmnila


დავითაშვილი, ზ. ელიზბარაშვილი, ნ. 2012. გლობალური გეოგრაფია. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი. საქართველო.

2020 Пермский краевой центр по профилактике и борьбе со СПИД и инфекционными заболеваниямиЧто такое ВИЧ-инфекция и что такое СПИД?. http://aids-centr.perm.ru/%D0%A4%D0%B0%D0%BA%D1%82%D1%8B-%D0%BE-%D0%92%D0%98%D0%A7/%D0%A1%D0%9F%D0%98%D0%94

Report News Agency, 2020. ჯანმომ კორონავირუსის სავარაუდო პირველწყარო დაასახელა. ლინკი: https://report.ge/world/janmom-koronavirusis-savaraudo-pirveltsqaro-daasakhela/

Trading Economics, 2020. China, Trade. Retrieved from: https://tradingeconomics.com/china/exports
Histoire Géo, 2020. Histoire des grandes épidémies et pandémies. Retrieved from: https://www.youtube.com/watch?v=UxvR95pegZ8

Intermedia.ge. 2020. კორონავირუსი: მორიგი პანდემია თუ მასმედიის აგორებული უსაფუძვლო პანიკა?
The Royal Society Publishing. 2010. The evolution of HIV-1 and the origin of AIDS. Retrieved from:
Wordometers, 2020. COVID-19 CORONAVIRUS PANDEMIC. Retrieved from : https://www.worldometers.info/coronavirus/.
პირველი არხი. 2020. ბიბისი“ - აშშ-ში აპრილში სამსახური 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა, უმუშევრობის დონე 14,7 პროცენტამდე გაიზარდაhttps://1tv.ge/news/bibisi-ashsh-shi-aprilshi-samsakhuri-20-ma-milionma-adamianma-dakarga-umushevrobis-done-147-procentamde-gaizarda/
Market Watch, 2020. Crude Oil WTI (NYM $/bbl) Front Month. Retrieved from:




Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...