Skip to main content

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სირიიდან გაყვანის გეოპოლიტიკური ასპექტები


ნიკა ჩიტაძე. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

როგორც ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა სირიიდან ორი ათასამდე ამერიკელი სპეცრაზმელის  გამოყვანის თაობაზედ მიიღო გადაწყვეტილება.



სირიის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ერთ-ერთ მიზანს შესაძლოა თურქეთ-აშშ-ის ძველი ურთიერთობის აღდგენა და ანკარის მოსკოვისგან დისტანცირების მცდელობა წარმოადგენდეს.
როგორც ცნობილია, ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზთა გამო ნატო-ს ორ წამყვან სახელმწიფოს, აშშ-სა და თურქეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. კერძოდ, თუ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია სირიაში ასადის რეჟიმის დასრულებით, ვაშინგტონისა და ანკარის ერთმანეთისადმი უკმაყოფილების არსებობის მთავარ მიზეზს შესაძლოა აშშ-ის მიერ სირიაში - ძირითადად თურქეთის სახელმწიფო საზღვართან  ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი ქურთების საბრძოლო ფორმირებების სამხედრო მხარდაჭერა წარმოადგენს. თავის მხრივ, თურქეთი სირიელი ქურთებისგან შექმნილ შეიარაღებულ ფორმირებებს ტერორისტებად განიხილავს. გარდა ამისა, ოფიციალური ანკარა შიშობს, რომ სირიის ეთნიკური ქურთებით  დასახლებულ რეგიონში სეპარატიზმის შესაძლო გააქტიურებამ შესაძლოა თავისი გავლენა მოახდინოს თურქეთის სამხრეთ - აღმოსავლეთ პროვინციებში ქურთებით დასახლებული რეგიონებში სეპარატიზმის გააქტიურებაზე. რაც უფრო უარესდებოდა ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობა, მით უფრო მჭიდრო ხდებოდა ანკარისა და მოსკოვის კავშირი. მაგალითად, 2017 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 23, 36 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება, ხოლო უკვე 2018 წელს, სხვადასხვა მონაცემებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერების შეხვედრაც გაიმართა. მოსკოვი და ანკარა აქტიურად განიხილავენ გაზსადენის „ცისფერი ნაკადი -2“-ის ამოქმედების საკითხს, რომლის მეშვეობით თურქეთი რუსეთისგან დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის იმპორტს განახორციელებს. 
აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ხორციელდებოდა ანკარისა და მოსკოვის დაახლოების პროცესი სამხედრო სფეროშიც ხორციელდებოდა. მაგალითად, აღნიშნულის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსკოვმა თანხმობა განაცხადა, რომ  ნატოს წევრ თურქეთს თანამედროვე -400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიჰყიდოს, რამაც პენტაგონის გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულის საპასუხოდ, სამხედრო თემაზე მომუშავე ამერიკელმა კონგრესმენებმა თურქეთისთვის -35 ტიპის მეხუთე თაობის გამანადგურებლების გადაცემის შეჩერება მოითხოვეს.
იმის მიუხედავად, რომ ნატოს ამ ორ ყველაზე ძლიერ (ევროპაში ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თურქეთის არმია ყველაზე მრავალრიცხოვანია) ქვეყანას შორის უთანხმოება ეტაპობრივად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ერთი თვის განმავლობაში აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი დათბობა შეინიშნება. კერძოდ, ოფიციალური ვაშინგტონი თურქეთისთვის "პეტრიოტის" ტიპის ანტისაზენიტო და ანტისარაკეტო სისტემის მიყიდვას დათანხმდა, მომდევნო დღეებში კი პრეზიდენტმა ტრამპმა, მიუხედავად თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისის წინააღმდეგობისა, სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა გადაწყვიტა.
ამერიკელების სირიიდან გასვლის შემდეგ სირიის ტერიტორიაზე მოვლენათა განვითარების ორი ძირითადი სცენარი შეიძლება არსებობდეს. კერძოდ, ან აშშ-მა თურქეთს ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლის სანაცვლოდ ქურთი მოსახლეობის ასადის რეჟიმისგან დაცვა მოთხოვა, მაგრამ არსებობს იმის დიდი შესაძლებლობა, რომ თურქეთმა კვლავ წამოიწყოს ახალი სამხედრო კამპანია სირია-თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეცდება, ამერიკელების ნავარჯიშები და შეიარაღებული ქურთების სამხედრო პოტენციალი შეასუსტოს, თუმცა ამის სანაცვლოდ ტრამპმა ქურთების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას - თურქეთ - რუსეთის ალიანსის შესუსტებასა და ამის სანაცვლოდ აშშ-ის (თურქეთთან ურთიერთობების დათბობის შედეგად) შავი ზღვის რეგიონში გააქტიურებას შეუწყოს ხელი.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ სულაც არ იყოს დამთხვევა, რომ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აგრესიის საპასუხოდ,  აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი „ფორტ მაკჰენრი“ 2018 წლის დასაწყისში შავი ზღვის აკვატორიაში შემოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული გემი გახლავთ პირველი, რომელიც შავი ზღვის  აკვატორიაში 2018 წლის 25 ნოემბრის - ანუ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში და აზოვის ზღვაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ შემოვიდა.
როგორც აშშ-ის მე-6 ფლოტის სპიკერმა, კეილ  რეინესმა განაცხადა, „აშშ შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და მონტრეს კონვენციის შესაბამისად მოქმედებს და რეგიონში მანევრირებას მომავალშიც გააგრძელებს“.  
აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობათა შესაძლო დათბობა დადებით ასახვას ჰპოვებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოიებაზე, რადგანაც აუცილებელია აღნიშნოს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერება თურქეთის გარეშე შეუძლებელია, ამიტომაც დასავლეთის ქვეყნების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ვაშინგტონსა და ანკარას შორის სირიაში ქურთების პრობლემის გამო ვითარების დაძაბვა, რათა ამით მოსკოვმა ისარგებლოს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა გააფართოოს.


Comments

Popular posts from this blog

Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers

  Probability of Nuclear Weapons’ Disarmament from the Perspective of the Great Powers By: Sofi Beridze Nika Chitadze Abstract   The article elaborates upon and analyzes the notion of nuclear weapons non-proliferation and clarifies its importance. Nevertheless, we demonstrate that total nuclear disarmament in contemporary competitive international politics is almost unattainable due to various factors. Initially, some countries that possess nuclear weapons strive to preserve their dominant position in the international arena, that’s why complete disarmament is impossible, and leading powers utilize them for their self-defense. Therefore, it’s out of the question to abandon ownership of them. The paper seeks to demonstrate the importance of “hard power” (regarding nuclear weapons) as a main tool for great powers to preserve preference. We mean maintaining power and primacy as much as they can, compared to other countries. In this article, it is determined whether nuclea...

Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?

  Will Putin be able to persuade Lukashenko to directly involve the Belarusian army in the war with Ukraine?   By: Nika Chitadze Professor of the International Black Sea University        Director of the Center for International Studies  President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center   As is known, Russian President Putin flew to Minsk on December 19 with his "landing" - Minister of Defense Shoigu and Minister of Foreign Affairs Lavrov, and held very serious talks with his Belarusian counterpart Lukashenko, which could greatly influence the course of the Russian-Ukrainian war in the next two to three months.  The details of Putin's visit to the capital of Belarus were shrouded in secrecy - motorcades of Russian and US presidents usually use two identical armored limousines, which constantly change places in the motorcade to make it difficult for potential attackers of that parti...

АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ?

  АРЕСТ ПУТИНА – МИФ, КОТОРЫЙ МОЖЕТ СТАТЬ РЕАЛЬНОСТЬЮ? Как стало известно, 3 сентября запланирован визит российского лидера в Улан-Батор, где он должен принять участие в торжественных мероприятиях по случаю 85-летия совместной победы СССР и Монголии над японскими войсками на реке Халхин-Гол. Также запланирована официальная встреча с президентом Хурэлсухом. Визит Путина в Монголию в Кремле не вызывает «переживаний», несмотря на наличие ордера на его арест, который, по утверждению Международного уголовного суда (МУС) , Улан-Батор обязан выполнить. Примечательно, что Монголия станет первым государством, признающим юрисдикцию МУС, куда Путин намеревается поехать после начала полномасштабного вторжения в Украину. В конце лета 2023 года он отказался от поездки в ЮАР, которая также является страной-подписантом Римского статута. Вместо него тогда в Йоханнесбург, на саммит БРИКС, отправился глава МИД Лавров, а сам же Путин выступил лишь по видеосвязи. Напомним, что 17 марта ...