შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სირიიდან გაყვანის გეოპოლიტიკური ასპექტები
ნიკა ჩიტაძე. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი როგორც ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა სირიიდან ორი ათასამდე ამერიკელი სპეცრაზმელის გამოყვანის თაობაზედ მიიღო გადაწყვეტილება. სირიის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ერთ-ერთ მიზანს შესაძლოა თურქეთ - აშშ - ის ძველი ურთიერთობის აღდგენა და ანკარის მოსკოვისგან დისტანცირების მცდელობა წარმოადგენდეს. როგორც ცნობილია, ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზთა გამო ნატო-ს ორ წამყვან სახელმწიფოს, აშშ - სა და თურქეთს შორის სამხედრო - პოლიტიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. კერძოდ, თუ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია სირიაში ასადის რეჟიმის დასრულებით, ვაშინგტონისა და ანკარის ერთმანეთისადმი უკმაყოფილების არსებობის მთავარ მიზეზს შესაძლოა აშშ-ის მიერ სირიაში - ძირითადად თურქეთის სახელმწიფო საზღვართან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი ქურთების საბრძოლო ფორმირებების სამხედრო მხარდაჭერა წარ...