უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს რუსეთსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირების საკითხი, რომელიც როგორც ცნობილია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოწამვლის ფაქტს უკავშირდება. ოფიციალური ლონდონის პოზიციის თანახმად, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის მიერ იყოს განხორციელებული. არსებულმა სკანდალმა დასავლეთში - ბრიტანეთისადმი სოლიდარობის მიზნით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება გამოწვია, კერძოდ, ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანამ საკუთარი ქვეყნებიდან 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატიურ სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა და ავსტრალია შეურთდნენ.
დასავლეთის მხრიდან ანალოგიური მასშტაბის დიპლომატიური
დემარში პირველად დაფიქსირდა. საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ოფიციალური
კრემლის მიმართ ასეთი მკვეთრი რეაქცია ამ მომხდარა არც იგივე ბრიტანეთის ტერიტორიაზე
ლიტვინენკოს მკვლელობის დროს (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მხილებულ იქნა ამ საქმეშიც)
და არც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს და 2014 წლის მარტში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული
სამხედრო ინტერვენციის დროს.
სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, დასავლეთის გაერთიანება
და ერთობლივი ხისტი დიპლომატიის გატარება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას:
პირველი, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით
ყირიმის ანექსიისა და დონბასში მიმდინარე მოვლენების შემდეგ, დასავლეთსა და რუსეთს
შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა, რასაც დასავლეთის მხრიდან მოყვა რუსეთის მიმართ
გარკვეული სანქციების შემოღება.
მეორე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გახლავთ ის, რომ
საკუთარი ხისტი ძალის დემონსტრირებით კრემლი ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროპული სახელმწიფოების
მიერ მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე. რუსეთი ახორციელებს საკუთარი შეიარაღების
ზრდას ცენტრალური ევროპისა სიახლოვესა და და შავი ზღვის რეგიონში. ამ უკანასკნელში
სხვადასხვა მონაცემებით 100 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული. ზემოაღნიშნულს
თან ერთვის მიმდინარე წლის 1 მარტს პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა
ფარგლებში მან რუსული ბირთვული რაკეტებისა და საერთო ჯამში რუსეთის ბირთვული პოტენციალის
დემონსტრირება მოახდინა.
მესამე, ცნობილია, რომ რუსეთს - განსაკუთრებით შიდა, გადაუჭრელი ეკონომიკური პრობლემები გააჩნია, რომლის მოგვარებასაც
კრემლი ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ ცდილობს პუტინის რეჟიმი დასავლეთთან ურთიერთობების
დაძაბვას, რათა აშშ-ის და ევროპის სახით შექმნას „გარე მტრის ხატი“ , რაც რუსეთის პოლიტიკური
ელიტის აზრით - ხელისუფლების გარშემო საერთო გარე მტრის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას
გამოიწვევს.
აღნიშნულის საპირწონედ, დასავლეთი ცდილობს, რათა რუსეთის წინაშე საკუთარი თავი წარმოადგინოს
როგორც მტკიცე ერთობა, რომელიც საერთო დემოკრატიულ ღირებულელბებს ეფუძლება და ასევე
დააფიქსიროს ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს არ ეშინია რუსული ბირთვული
პოტენციალის თუ სხვა სამხედრო ტექნოლოგიების.
საინტერესოა განვიხილოთ საქართველოს პოზიცია აღნიშნულ
ვითარებაში:
მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური
ურთიერთობები შეწყვეტილ იქნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე შუამავლის ფუნქცია შვეიცარიის
კონფერედერაციამ იკისრა. შედეგად, რუსეთმა საქართველოში მიავლინა 10 დიპლომატი, რომლებიც
შვეიცარიის საელჩოში იქნენ განთავსებულნი.
დასავლეთსა და რუსეთს შორის ატეხილი დიპლომატიური სკანდალის
შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიზიარა გაერთიანებული სამეფოსა
და საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია რუსი დიპლომატების ნაწილის სხვადასხვა სახელმწიფოდან
გაძევების საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საქართველოში,
შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ერთ-ერთი თანამშრომელი.
საინტერესოა, რატომ გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ
ეს ნაბიჯი ამ ეტაპზე? მაშინ, როდესაც ქვეყანა არ შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ
სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:
პირველი, დასავლეთი, არასდროს არ ყოფილა ასეთი ერთიანი
და სოლიდარული რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ საქართველოს ამჯერად გამოუჩნდა ბერკეტი შეერთებოდა
დიდ ბრიტანეთსა და მთლიანობაში დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში მიღებულ გადაწყვეტილებას
და შეერთებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებულ დიპლომატიურ სანქციებს.
რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, მათთან მიერთება
თბილისს არ შეეძლო, რადგანაც მას შესაბამისი ეკონომიკური ბერკეტი არ გააჩნდა. უნდა
გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ 2017 წლის მონაცემებით
რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია. გასულ წელს, რუსეთსა
და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატებოდა.
საქართველოს რუსეთთან მიმართებაში გააჩნია უარყოფითი სავაჭრო სალდო. ამიტომაც, ქვეყნის
ხელისუფლების აზრით, ეკონომიკური სანქციებისადმი საქართველოს შეერთება ეკონომიკურ -
ფინანსურ სტაბილურობას გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა.
საქართველოს მიერ სანქციებთან შეერთება ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართველი გმირი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, რადგანაც როგორც ვიცით, რუსეთმა არ აიღო არანაირი პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მიერ სანქციებთან შეერთება ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართველი გმირი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, რადგანაც როგორც ვიცით, რუსეთმა არ აიღო არანაირი პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
აგრეთვე აღსანიშნავია ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც
43 შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ოფიციალური კრემლის
პოლიტიკის გამო შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, რომ
ოფიციალურმა თბილისმა ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის
ხელშეკრულებას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, მაგრამ საქართველოს არ გააჩნია არანაირი
ვალდებულება ხელი მოაწეროს საკუთარ რეგიონებთან ასეთი სახის შეთანხმებას. მითუმეტეს,
რომ მარიონეტულ რეჟიმებთან რაიმე სახის „ხელშეკრულების“ ხელმოწერას არანაირი იურიდიული
ძალა არ ექნება. საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს მზადყოფნას ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთის
ფედერაციასთან, ანუ მხარს უწერს საერთაშორისო სამართლის ორ სუბიექტს შორის (საქართველო-რუსეთი)
შეთანხმებას, მაგრამ რუსეთი თავს კონფლიქტში მონაწილე მხარედ არ აღიარებს.
და ბოლოს, ვენის კონვენცია „დიპლომატიურ ურთიერთობათა
შესახებ“, რომელსაც 1961 წელს მოეწერა ხელი, ითვალისწინებს მიმღებ ქვეყანაში მივლინებული დიპლომატისთვის დიპლომატიურ
იმუნიტეტის მინიჭებას, მაგრამ, ამასთანავე, მასპინძელი სახელმწიფო იტოვებს უფლებას,
ნებისმიერ დროს მოითხოვოს საკუთარი ქვეყნიდან უცხო ქვეყნის დიპლომატის გასვლა, ყოველნაირი
ახსნა-განმარტების გარეშე. ასე რომ, ქართული მხარის აღნიშნული ქმედება - ანუ რუსი დიპლომატის
გაძევება არ წარმოადგენს ვენის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას.
სტატია მომზადებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენლების მიერ.
ავტორები:
ქეთევან ჯებისაშვილი
აბდულმელიქ ალქანი
ნიკა ჩიტაძე
Comments
Post a Comment